დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წავიდა დიდი ბომბარდირი!
2012/06/25 13:14:19

საქართველოს ფეხბურთის     სამყაროს „ადამიანი - გოლი“ გამოაკლდა. რამაზ შენგელიას მეტსახელად „გოლს“ ეძახდნენ.

ის 55 წლის ასაკში მოულოდნელად გამოეცალა ოჯახს, მეგობრებს, საფეხბურთო სამყაროს. მან ხანმოკლე სიცოცხლეში მოიპოვა დიდება და გულშემატკივრების განუსაზღვრელი სიყვარული, რომელიც დაიმსახურა თავისი ნიჭით და ბრძოლით. ყველა ერს ჰყავს გამორჩეული ადამიანები, რომლებიც პატივისცემას იმსახურებს და სწორედ ასეთი იყო რამაზ შენგელია, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს ევროპის თასების თასის მოპოვებით სიხარული მოუტანა 1981 წელს. მის მიერ    ჩატარებულ     თამაშებს  დაუვიწყარი წუთები ახლდა.

რამაზ შენგელიას საფეხბურთო კარიერა ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობაში დაიწყო და შეუმჩნეველი არ დარჩა იმ გუნდისათვის, რომელსაც იმ დროს საქართველოს ნაკრები ერქვა. „დინამო“ კომუნისტურ ეპოქაში ქართველი გულშემატკივრისათვის მხოლოდ ერთი, რიგითი გუნდი, კი არ იყო, ის ქვეყნის სიმბოლო გახლდათ, რომელიც ზოგჯერ იჩაგრებოდა კიდევაც, მაგრამ რამაზისნაირი მებრძოლი, პატრიოტიზმით ანთებული ადამიანები მაინც ახერხებდნენ უსამართლობის დაძლევას. ცოტა ხომ არ არის, საბჭოთა იმპერიაში ქართველმა ფეხბურთელმა ორჯერ მოიპოვოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება.  

რამაზ შენგელიას სპორტული ბიოგრაფია ასე გამოიყურება: 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ხუთივე მატჩში მონაწილეობა და გატანილი გოლი; 1980 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ახალგაზრდებს შორის; 280 მატჩი ითამაშა სსრ კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. გახდა ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე (1981) პრიზიორი, თასის (1979) მფლობელი. სსრკ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 1978 და 1981 წლებში. 1981 წელს საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოც ხვდა წილად, იმავე წელს საქართველოში აღიარეს წლის საუკეთესო სპორტსმენად,            „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვით კი რჩეულ ათეულში (მე-7 ადგილი) შევიდა, გახდა ფედოტოვის „ასიანთა კლუბის“ წევრი, ქართველი ფეხბურთელებიდან მას ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი უმაღლესი ლიგის მატჩებში. ასეთი    სტატისტიკა   მხოლოდ   საამაყოა და ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი შვილი ჰყავდა.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია