დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავრჩით მარტო, აზერბაიჯანმა - არაო...
2012/05/21 11:14:20

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტისას, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს ევრო 2020-ის ერთობლივად ჩატარების სურვილი აქვთ.

ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მილი მეჯლისის (პარლამენტი) დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა .თუმცა აზერბაიჯანმა ამ ინიციატივაზე საბოლოოდ უარი განაცხადა, რადგან მათ ოლიმპიადის ჩატარება სურთ, ხოლო ორი დიდი პროექტის ჩატარებას ვერ გაუმკლავდებიან.
საქართველომ განაცხადი 14 მაისს შეიტანა უეფა-ში. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადეს, რომ „საქართველოს აქვს იმედი და ამბიცია, თავს გაართმევს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას.“

საქართველომ ასეთ დიდი ღონისძიების ჩატარების შესახებ პირველად განაცხადა. „შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ გაუაზრებელი ნაბიჯია, რადგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის არანაირი შანსი არ გვაქვს.

ჩვენთვის მთავარია, რომ ამ პროცესის მონაწილენი გავხდეთ, მეორე-მესამე ეტაპამდე გავაღწიოთ და საქართველოს ახალი, თანამედროვე სტადიონები შეემატოს. თუნდაც მხოლოდ ამიტომ ღირს მონაწილეობა.

უეფა საბოლოო არჩევანს 2014 წელს გამოაცხადებს და მანამდე დიდი დრო გვაქვს,“ - თქვა ლადო ვარძელაშვილმა.

საქართველოში ბოლო პერიოდში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა ვითარდება, მაგრამ ჯერ კიდევ შორს ვართ იმ დონემდე, როდესაც სრულფასოვნად შევძლებთ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებას. ამასთან, საქართველოს მიშელ პლატინის სიტყვებმაც მცირე შანსი დაუტოვა. თურქეთში გამართულ კონგრესზე უეფას პრეზიდენტმა თქვა, მე თურქეთის კანდიდატურას დავუჭერ მხარსო, ყველა დანარჩენს კი გარკვევით მიანიშნა, რომ ჩვენი მეზობლები ევრო 2020-ის ყველაზე რეალური პრეტენდენტები არიან.

საქართველოს, სურვილთან ერთად, უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებაც მოუწევს ეს კი იმ შემთხვევაში, თუ უეფა-მ ჩვენი სურვილი დააკმაყოფილა. რეკომენდაციები შემდეგში მდგომარეობს - სტადიონები

რაოდენობა - 9 სტადიონი

სათადარიგო სტადიონები - 3 სტადიონი

სტადიონებზე ადგილების რაოდენობა - 2 სტადიონი - 50 000

სკამით (გახსნის, დახურვის ცერემონიალი, ფინალი)

3 სტადიონი - 40 000 სკამით (ნახევარფინალური მატჩებისთვის)
4 სტადიონი - 30 000 სკამით (ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის)

VIP-ადგილების რაოდენობა - მაქსიმალური - 800 ადგილი (ფინალურ მატჩზე)

მინიმალური - 350 ადგილი (ჯგუფურ ეტაპზე)

მედიისთვის საჭირო ადგილები - მაქსიმალური - 600 ადგილი (ფინალურ მატჩზე)

მინიმალური - 300 ადგილი (ჯგუფურ ეტაპზე)

საერთაშორისო ტრანსპორტი

აეროპორტების გრაფიკი - მატჩამდე 10 საათით ადრე და 10 საათის შემდეგ უნდა იყოს რეისები

ერთი ძირითადი აეროპორტი + დამხმარე აეროპორტი

მატჩის დღეს აეროპორტს უნდა შეეძლოს 100 ჩარტერული რეისის მიღება
აეროპორტში ცალკე უნდა იყოს გუნდების, VIP და უეფას წარმომადგენლების დასახვედრი Welcome desk-b.

ქვეყნის შიდა ტრანსპორტი
24-საათიანი მუშაობის გრაფიკი
მასპინძელი ქალაქების შიდა ტრანსპორტი - სტადიონი არ უნდა იყოს ქალაქიდან 75 წუთის სავალ გზაზე შორს

სასტუმროები

მასპინძელ ქალაქებში

ოთახების მინიმალური რაოდენობა - 2 600 ერთადგილიანი ოთახი
ოთახების მაქსიმალური რაოდენობა - 7 200 ერთადგილიანი ოთახი
სასტუმროების 75% უნდა იყოს 5-4-ვარსკვლავიანი, 25% - 3-ვარსკვლავიანი
დამატებით 900 ოთახი + 100 აპარტამენტის ტიპის ოთახი

ფან-ზონები

ყველა მასპინძელ ქალაქში, რომელიც დაიტევს მინიმუმ 1000 და მაქსიმუმ 5000 გულშემატკივარს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც ჩაატარებს. იმ შემთხვევაში თუ საქართველო მართლაც გახდება ევრო - 2020-ის მასპინძელი ქვეყანა, ჩემპიონატი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორსა და ზუგდიდში გაიმართება.

მოგვცემს თუ არა უეფა ამ ღონისძიების ჩატარების უფლებას, ეს 2014 წელს გაირკვევა.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია