დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კაკაურიძის სახელობის კრივის ტურნირი გუშინ გაიხსნა
2012/05/07 13:04:10

6 მაისს წყალტუბოს სპორტის სასახლეში ცნობილი ქართველი მოკრივის, აკაკი კაკაურიძის სახელობის ტურნირი დაიწყო, რომელიც სამი დღე გასტანს.

კაკაურიძე ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გახლდათ. იგი 29 წლის ასაკში ჩიკაგოში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით ცნობილი ქართველი მოკრივის სახელობის ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა.

აკაკი გუჯაბიძე, კრივის სპორტული სკოლის დირექტორის მოადგილე: „ეს გახლავთ მეორე საერთაშორისო ტურნირი, რომელიც აკაკი კაკაურიძის ხსოვნას ეძღვნება. იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე გახლდათ საქართველოს ისტორიაში. რაც შეეხება ტურნირს, იგი ქუთაისის სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაში დაემთხვა კალათბურთში. გვერდით დაგვიდგა წყალტუბოს გამგებელი, სპორტის სასახლის ხელმძღვანელი, თორემ ტურნირის ჩაშლის წინაშე ვიდექით.”

ტურნირში მონაწილეობას იღებენ სომეხი, თურქი და ქართველი მოკრივეები, ასევე მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან: გორი, ფოთი, ჭიათურა, რუსთავი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია