დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„იმერლების“ მორიგი წარმატება
2012/03/22 16:20:48

გუშინ საქართველოს  ფუტსალის ჩემპიონატში მორიგი ტური გაიმართა. ერთმანეთს  „იმერეთი“ (იმერეთის რეგიონი) და „თელავის უნივერსიტეტი“  შეხვდნენ. მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა.

შეხვედრის საწყისი წუთები გარდამავალი იყო. თუმცა ანგარიში თელაველებმა მე-5 წუთზე გახსნეს, როდესაც იმერლებმა თამაშის წესები დაარღვიეს საკუთარ საჯარიმოსთან, რისთვისაც ყვითელი ბარათიც დაიმსახურეს.
ამ ყოველივეს იმერელთა გამოფხიზლება და გოლების წვიმა მოჰყვა, რამაც ანგარიშზეც იმოქმედა  და პირველი ტაიმი იმერელთა სასარგებლოდ – 4:1 დასრულდა.
მეორე ტაიმი „იმერეთის“ ფეხბურთელებმა შეტევით დაიწყეს და უკვე 24-ე წუთზე ანგარიში  7:1 იყო, იმერლების სასარგებლოდ. ამის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დავით ძოწენიძემ შეცვლებს მიმართა და ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოცდილების შესაძენად რამდენიმე წუთით მოედანზე შეუშვა. ანგარიშიდან გამომდინარე, „იმერლები“ მოდუნდნენ, რასაც თელაველთა მიერ გაქტიურება მოჰყვა, თუმცა თელაველთა გატანილ გოლებს ანგარიშზე გავლენა არ მოუხდენია და მატჩი 7:4 დასრულდა.
„იმერეთი“-ს შემადგენლობიდან გოლები ვაჟა ჩოგოვაძემ, მიხეილ ბოდოკიამ და ლაშა ჭეიშვილმა გაიტანეს, რომლებმაც ორ-ორი გოლით დაამწუხრეს თელაველები, ხოლო ერთხელ მიხეილ უგლავამ.
მატჩის შემდეგ „იმერეთის“ მთავარმა მწვრთნელმა, დავით ძოწენიძემ განაცხადა:
„შვიდით ერთიდან ჩვენ დავიწყეთ ბურთის გორება, რადგან უკვე ვემზადებოდით შემდეგი თამაშისათვის, რომელიც „თელასთან“ გვაქვს. ამიტომ მოგებული თამაში აღარ გავამწვავეთ, რადგან მომდევნო თამაში ძალიან ძლიერ გუნდთან გვაქვს. „თელასი“ ერთ-ერთი ფავორიტია ჩემპიონატის“.
„იმერეთი“ შემდეგ თამაშს თბილისში ჩაატარებს, მათი მოწინააღმდეგე „თელასი“ იქნება. ვნახოთ, იმერლები თუ ჩაუბნელებენ „თელასელებს“ ორმოცი წუთის მანძილზე კარებს.

 

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია