დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტორპედოს“ მორიგი გამარჯვება
2011/10/27 13:53:02

გუშინ, 26 ოქტომბერს, ქუთაისის გივი კილაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 დაამარცხა. ქუთათურებმა თავიდანვე  აქტიურად და აგრესიულად შეუტიეს მეტოქის კარს. მასპინძლები, ფოთელ ფეხბურთელებთან  შედარებით, მეტს მოძრაობდნენ და სათამაშო ინიციატივაც ხელში მთლიანად ჩაიგდეს. პირველივე საგოლე მომენტი ,,კოლხეთი“-ს კარში გოლით დაასრულდა. მე-16 წუთზე რევაზ გოცირიძემ  ულამაზესი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს  ისევ რევაზ გოცირიძემ იმარჯვა  და 43-ე წუთზე პირველი დუბლი მიითვალა.  მიუხედავად ორბურთიანი სხვაობისა, „ტორპედოელები“ მეორე ტაიმშიც არ  მოდუნდნენ და 54-ე წუთზე გოლი გიორგი დათუნაშვილმა, ხოლო 72-ე წუთზე – გიორგი დოლიძემ გაიტანა.

ქუთაისის „ტორპედოსათვის“ ეს მე-600 მატჩი იყო ეროვნულ ჩემპიონატში.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ საიუბილეო მატჩი ასეთი ანგარიშით მოვიგეთ, თუმცა თამაშის ხარისხით კმაყოფილი მაინც არ ვარ. „ტორპედოს“ შესრულებით ლამაზი საფეხბურთო ელემენტები ვიხილეთ, თუმცა ეს საკმარისი არ გახლავთ. ორჯერ მოვდუნდით და კინაღამ დავისაჯეთ. მსგავსი ხარვეზები მომავალში არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ

თამაშით უკმაყოფილო იყო ,,კოლხეთის“ მწვრთნელი. მისი განმარტებით, მთელი თამაშის განმავლობაში გუნდმა თამაში ვერ ააწყო.

„ასეთი სუსტი შეხვედრა „კოლხეთს“ წელს გასვლაზე არ უთამაშია.  მეტოქის ფეხბურთელები აშკარად მეტს მოძრაობდნენ და სისწრაფეშიც გვაჯობეს. ცალკე ვერც ერთ რგოლს გამოვყოფ, თამაში მთელს გუნდს ჩაუვარდა“, – აღნიშნა „კოლხეთის“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ.

 წვიმიანი ამინდის გამო თამაშს 1500-მდე  გულშემატკივარი ესწრებოდა. გია გეგუჩაძის რამდენიმეთვიანი მწვრთნელობა, შეიძლება ითქვას, გუნდს უკვე დაეტყო: „ტორპედომ“  მისი ხელმძღვანელობით ზედიზედ მე-4 შეხვედრაში გაიმარჯვა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია