დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მინდვრის ჰოკეის მოედნის აშენებას აპირებენ
2011/06/07 16:36:34

დღეს ქუთაისს მინდვრის ჰოკეის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი დევიდ ბალტინი და ლიტვის ბალახის ჰოკეის ვიცე-პრეზიდენტი ლეონარდ საუსკაუსი ეწვნენ. ისინი ქალაქის მერს გია თევდორაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ქუთაისში  მინდვრის ჰოკეის მოედნის მშენებლობა დაიწყება. დევიდ ბალტინის Yთქმით, ქალაქს ლამაზი ახალი სტადიონი დაამშვენებს, სადაც შესაძლებელი იქნება ევროპის დონის ჩემპიონატის ჩატარება.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული შენამატი იქნება. ახალი მინდვრის ჰოკეის მოედნისთვის ხელოვნურ საფარს უფასოდ გამოგვიგზავნიან და სულ მალე დაიწყება სამუშაოთა წარმოება.“- აღნიშნა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1993
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია