დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აფასებენ „გაყიდულ მატჩს“ სამტრედიაში?
2011/05/09 15:18:40

სკანდალი, რომელიც გაყიდული მატჩების გამო დაიწყო, სამტრედიისათვისაც ნაცნობი  თემაა. ბოლნისის „სიონთან“ ჩატარებული მატჩი, რომელიც 0:5 დასრულდა, როგორც ინფორმაცია გავრცელდა, სამტრედიის  გუნდის „სამტრედიის“ კაპიტანს სპარტაკ გოგიას და მარცხენა მცველს კახა კირთაძეს გაუყიდია.

 

 

დავით ბურკაძე, გუნდის უფროსი: 13 წელია, რაც სპარტაკ გოგია სამტრედიის გუნდში თამაშობს. მთელი 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდა, შესაბამისად, ვერ წარმომედგინა, მსგავს რაიმეს თუ გააკეთებდა. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი სამტრედია და გულშემატკივრები გაგვაოგნა ამ ყველაფერმა. მათში ეჭვი არასდროს შემპარვია. ისეთი დროც იყო. სრულიად უხელფასოდ, უანგაროდ რომ უთამაშია. იგივე შემიძლია ვთქვა კახი კირთაძეზე, რომელიც 2 წელია, აქ თამაშობს, ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუმცა განსაკუთრებით მწყდება გული გოგიაზე, ის მთელი გუნდის სახელი იყო. ყოველი თამაშის წინ მოძღვარი მოდის, გუნდს ლოცავს. მოკლედ, ერთად შეკრული და ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. რატომ მოხდა ეს ფაქტი, მართლა არ ვიცი.

შეიძლება, დაბალი ხელფასის გამო გააკეთეს ეს? 400 ლარი აქვთ სახელფასო ანაზღაურება. საერთოდ, შეიძლება ვთქვათ, გაჭირვებულ კაცს ყველაფერი ეპატიება,ანგარებაც კი, მაგრამ ამ ფეხბურთელებიდან, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო ის, რაც ბრალად ედებათ. ბათუმთან თამაშისას გავედით უმაღლეს ლიგაში. როცა სამტრედიაში ვბრუნდებოდით სამტრედიის ხიდთან უამრავი გულშემატკივარი დაგვხვდა. იმ დღედ ღირდა მთელი ჩემი ცხოვრება, ყველანი ერთად ძალიან ბედნიერები და ამაყები ვიყავით.

მამუკა მესიაჩენკო, გუნდის მწვრთნელი: ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს. როგორც წესი, ამ დროს პრემიებს იღებენ, ხელფასებიც ეზრდებათ. მაგრამ ჩვენთან ამის საშუალება არ არის. ისედაც ჭირ ხელფასების გაცემა და წახალისებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.  თუმცა დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ გუბერნატორს, სამტრედიის გამგებელს, მათგან ფულადი მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, დაფინანსება არ იქნებოდა და ვერც უმაღლეს ლიგაში ვითამაშებდით. მართალია, ამ თემაზე ფეხბურთელებთან არ გვისაუბრია, მაგრამ, ალბათ, ისინიც აღშფოთებულები იქნებიან ამ ცუდი ფაქტით. ჩვენმა გუნდმა კაპიკებით მოაღწია უმაღლეს ლიგამდე. ამ დროს კი „დინამოს“, „ოლიმპის“ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებზე უამრავი ფული იხარჯება და სასურველ შედეგს მაინც ვერ იღებენ. დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ საერთოდ გაუქმებულიყო ჩვენი გუნდი, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ხელფასებიც გავეცით და მეტ-ნაკლებად, ასევე ვაჟკაცურ გუნდად დავრჩით. თუმცა მოთამაშეებთან მხოლოდ ხუთ თვიან კონტრაქტს ვაფორმებთ. იმიტომ, რომ არ ვიცით, რამდენ ხანს გვექნება თანხები ბიუჯეტიდან გადმორიცხული: აქ ვინც ჩამოდის, ყველა გუნდი მარცხდება, რა თქმა უნდა, გაკვირთებით კითხულობენ, ფინანსურად დუხჭირ დროს როგორ ვახერხებთ უმაღლეს ლიგაში ყოფნას. ამიტომ ძალიან მტკივა გული, ასე რომ მოხდა.

ზაზა ტონია, მეკარეთა მწვრთნელი: ბოლნისის თამაშის დაწყებამდე 40 წუთით ადრე ჩავედით. არადა, როგორც წესი, წინა დღით უნდა წავსულიყავით, ფეხბურთელებს დასვენება ხომ უნდა ჰქონოდათ და თამაშისათვის ხომ უნდა მომზადებულიყვნენ. სამწუხაროდ, უფულობის გამო, ასეთი ფუფუნების საშუალება არ მოგვეცა, სასტუმროს და საკვების ფული არ გვქონდა და ამიტომ მოგვიწია თამაშის დღეს წასვლა. შესაბამისად, თამაშის წაგება არც გაგვკვირვებია. და ფეხბურთელებს ვერც გავამტყუნებთ. თუმცა, რაც მოხდა, ეს რა თქმა უნდა გაუმართლებელია.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ საფეხბურთო გუნდ „სამტრედიის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ახობაძეს:

- მართალია, ფეხბურთელებს 400-500 ლარამდე აქვთ ხელფასი, მაგრამ ეს სპარტაკ გოგიას და კახა კირთაძის საქციელს არ ამართლებს. ეს გუნდი, ფაქტიურად, შემოწირულობებით და საქველმოქმედო დახმარებებით გადავარჩინეთ, რის შედეგადაც 9 ათასი ლარი შეგროვდა. გუბერნატორსაც დიდი წვლილი მიუძღვის გუნდის ფეხზე დაყენებაში. საერთოდაც, ჩვენ ყველანი ერთად საკრებულო, გამგეობა ერთიანი ძალებით შევეცადეთ სამტრედიის გუნდი ნორმალურ მდგომარეობაში ყოფილიყო. 3 თვეა, რაც მე ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მთელი ამ დროის მანძილზე ხელფასი ჩვეულებრივ ურიგდებოდათ, ანუ რაც აქვთ, ნაღდად აქვთ. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ეს კონტიგენტი დათანხმდა ამ ხელფასით თამაშს. ესენი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა გუნდებიდან აქ იმიტომ გადმოვიდნენ, რომ იმედები ვერ გაამართლეს. ამათ, შეიძლება, ვერასოდეს ვერ ეთამაშათ უმაღლეს ლიგაში, ჩვენ კი მივეცით ამის შანსი. ჩვენ მათთვის არ მოგვითხოვია უმაღლეს ლიგაში თამაში, თუკი კარგად ითამაშებდნენ, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, თუ არადა, არც ამითი დაშავდებოდა რაიმე. თანხების შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. სპარტაკ გოგია სამტრედიის გუნდის სიმბოლო და კაპიტანი იყო, თუმცა, იმის გამო, რომ კაი კაცია, მისი საქციელი ნამდვილად არ შეიძლება გავამართლოთ. სხვა ჩამოსულ ფეხბურთელს რა მოვთხოვო (რა თქმა უნდა, კახა კირთაძეს ვგულისხმობ), როცა ჩვენიანი წავიდა ასეთ საქციელზე.

 

***

ფეხბურთელების ჩაწერაც გვინდოდა, თუმცა იმ მიზეზით ვერ მოვახერხეთ, რომ ადგილზე არ იყვნენ. გულშემატკივრების თქმით კი, სამტრედიის გუნდი სტადიონზე ბოლომდე იხარჯება და თამაშის გაყიდვაში ეჭვი ეპარებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია