დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამეჯლისო სპორტული ცეკვების კონკურსი
2011/03/07 12:43:24

27 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს მასშტაბით სამეჯლისო სპორტული ცეკვების კონკურსის დასკვნითი  ტურნე გაიმართა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის, ბათუმის, საჩხერის, ჭიათურის, ახალციხის, საგარეჯოს, თბილისის გუნდები. სულ 400-ზე მეტი მოცეკვავე, 5 წლის ასაკიდან ზევით.

 

სამეჯლისო სპორტული ცეკვების კონკურსი იმერეთის სპორტცეკვების სამხარეო ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო; „წელს პირველად არ ჩატარებულა ეს კონკურსი, 1992 წელს, როცა ქვეყანაში დაძაბული ცხოვრება მიმდინარეობდა და ჰაერში ისროდნენ, შეძლებისდაგვარად გავმართეთ ეს კონკურსი. ჩვენ ველოდებოდით, როდის გვექნებოდა დარბაზი, სადაც საშუალება მოგვეცემოდა ორგანიზებულად გაგვემართა კონკურსი. ეს სპორტის სასახლე ძალიან კარგი ადგილია, მერს ველაპარაკე და 2012 წელსაც აქ ჩავატაროთ კონკურსიო. მოცეკვავეების დონე ძალიან მაღალია, სულ ექვსი საპრიზო ადგილია, პირველი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე  წავა, მეორე ადგილი - ევროპის ჩემპიონატზე, დანარჩენებს გადაეცემათ დიპლომები და მედლები“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას, საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელმა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

ცეცხლოვანი ლათინოამერიკული სპორტული ცეკვების კონკურსი დიდი ოვაციითა და ინტერესით მიმდინარეობდა. ულამაზესი მოცეკვავეები მთელი მონდომებითა და ენთუზიაზმით ცეკვავდნენ და აღელვებდნენ დამსწრე საზოგადოებას.

„წარმატებით რომ მიმდინარეობს ეს ღონისძიება, ამაზე სავსე დარბაზი მიუთითებს. ქუთაისისთვის საპატიოა ეს ჩემპიონატი. სპორტის ულამაზესი სახეობაა, ეს არის ხელოვნების და სპორტის საოცარი ნაზავი. ძალიან მახარებს, რომ ჩვენი თანაქალაქელები წარმატებით გამოდიან. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ინიციატივა შემოგვთავაზა და საფუძველი ჩაუყარა ამ ღონისძიებას. მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი ჩვენი ქალაქისთვის. ქუთაისისთვის ყველაფერი ნოვაციური მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის, ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.“- განაცხადა ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ.

საპრიზო ადგილები ძირითადად, ქუთაისის,თბილისის. და ბათუმის გუნდებმა გადაინაწილეს. ანსამბლ „ელიტას“ პატარა ქუთაისელმა მოცეკვავეებმა კი ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია