დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ფეხბურთი 100 წლისაა
2009/10/08 14:48:22

ქუთაისურ ფეხბურთს 100 წელი 21 ოქტომბერს უსრულდება. სწორედ ეს იყო 7 ოქტომბერს ქუთაისის სპორტულ მუზეუმში გამართული კონფერენციის თემა. გაიხსენეს ინგლისელების მიერ მე-19 საუკუნეში საქართველოში ფეხბურთის ჩამოტანის დღიდან დღემდე ფეხბურთის ისტორია და ის წარმატებული გუნდები თუ ფეხბურთელები, რომლებმაც ქართული და ქუთაისური ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

„ამ საზეიმო ცერემონიალზე ჩვენ გვაქვს უფლება, სიამაყით ვისაუბროთ იმ დიდ წარსულზე, რაც ქუთაისის ფეხბურთს გააჩნია. თბილისის „დინამო“ და ქუთაისის „ტორპედო“  ხელიხელჩაკიდებული იბრძოდნენ ქართული ფეხბურთის პრესტიჟის დასაცავად“, - აღნიშნა ქუთაისის სპორტული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ზურაბ ჯავახაძემ, რომელმაც საკუთარი წიგნის – „ქუთაისის ფეხბურთი 100 წლისაა“ – შესახებაც ისაუბრა: „მასში საუბარი მაქვს იმაზე, თუ რა წარმატებას მიაღწია ქუთაისურმა ფეხბურთმა საუკუნის მანილზე. როგორი საინტერესო გუნდები, საინტერესო ფეხბურთელები გვყავდა...“

21 ოქტომბერს 12 საათზე სტუმრებს სპორტულ მუზეუმში ეპატიჟებიან. 13 საათზე უკვე გალერეაში გაიხსნება გამოფენა  „ქუთაისური ფეხბურთი 100 წლისაა“. 15 საათზე კი ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მოეწყობა შეხვედრა, სადაც ერთხელ კიდევ გაიხსენებენ ღვაწლმოსილ ფეხბურთელებს.

(სურათზე – ქუთაისური ფეხბურთის კუთხე სპორტის მუზეუმში)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია