დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ღორეშის საქმეს ფინანსური პოლიცია იძიებს
2010/07/12 13:38:44

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის დახმარების პროექტზე საუბარი რატომღაც არავის სურს. ხარაგაულის გამგებელს, ბატონ თორნიკე ავალიშვილს ამ საკითხებზე კომენტარსა და ინფორმაციას უკვე დიდი ხანია ვთხოვთ, თუმცა - ამაოდ.

 

უფრო მეტიც, წინასწარ დაგეგმილი შეხვედრის მიუხედავად, ბატონმა თორნიკემ ხარაგაულში მხოლოდ ბოდიშები დაგვახვედრა, რომ სასწრაფო საქმეზე ქუთაისში გამოუძახეს. მისი უშუალო დავალებით, ამ საკითხებზე კომენტარი არც ერთმა მისმა მოადგილემ არ გააკეთა.

ბატონი თორნიკე არ პასუხობს ჩვენს სატელეფონო ზარებს. სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაციები უშუალოდ ხალხისა და ჩვენი ხარაგაულელი კოლეგების, გაზეთ  „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტების მეშვეობით მოვიპოვეთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში წელს, შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებული თანხა  - 635 211 ლარია გამოყოფილი.

ამ თანხით სულ 259 პროექტი განხორციელდა, პროგრამების უმეტესობა დღეს უკვე დასრულებულია. თუმცა, სრულყოფილებას ხელისუფლება ხალხს თურმე ივლის-აგვისტოში ჰპირდება. სოფლების უმეტესობა განხორციელებული სამუშაოებით კამყოფილია, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგალითად: სოფელ ღორეშაში მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები აქვს.

კახა გაბუნია, სოფელ ღორეშას მკვიდრი: „ჩვენთან სოფლის კრება არ ჩატარებულა,  სოფელს   არავინ   შე-ჰკითხვია,  რა   უნდა   გაკეთებულიყო,  ეს  გადაწყვიტეს  მხოლოდ  გამგებელმა,  სოფლის რწმუნებულმა და მათთან დაახლოებულმა რამდენიმე პირმა. გადაწყვიტეს, რომ შეეძინათ ტრაქტორი, არადა, ამის გარდა, სოფელში უამრავი რამ იყო გასაკეთებელი, ტრაქტორები არ იყო აუცილებელი - ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სოფელს ჰქონდა სამი ტრაქტორი, რომელიც აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს, ამ სამიდან ერთი რომ კარგი იყო და მუშა მდგომარეობაში - ზუსტად ვიცი, აიღეს და აუქციონზე გაყიდეს, თან ძალიან დაბალ ფასებში, 1900 და 2000 ლარად, ამათ კიდევ ტრაქტორში 12 000 ლარი გადაიხადეს.“

ღორეშელები ბევრ სხვა რამესაც აპროტესტებენ.

„რწმუნებულმა არაფერი გაგვაგებინა, ამ პროექტების განხორციელებისას მთავარი დარღვევა ისაა, რომ მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო, ღორეშაში გაკეთდა ის, რისი გაკეთებაც არ გვინდოდა, “ - აცხადებენ ღორეშელები.

მათ სურდათ, ამ თანხის ნაწილი ძველი ტრაქტორების შესაკეთებლად დაეხარჯათ და ახლის შეძენაც საჭირო აღარ იქნებოდა. სოფლის მკვიდრთათვის თორნიკე ავალიშვილს, ხარაგაულის გამგებელს, განუმარტავს, რომ თანხა შეკეთებაზე    კი    არ   იყო   გამო-ყოფილი,   მხოლოდ   შესყიდვაზე. როგორც ჩანს, გამგებელს ღორეშელების შეცდომაში შეყვანა სურს, რადგან პრიორიტეტებს თვითონ სოფელი ირჩევს და არსად არის მითითებული, რას აირჩევს მოსახლეობა, ტრაქტორის შეკეთებას თუ შესყიდვას.

ღორეშელები წინა წელს სოფლის დახმარების პროექტის ფარგლებში გამოყოფილ 10000 ლარსაც მოიკითხავენ. პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. უბრალოდ, გამგებელი დაჰპირდათ, რომ მომავალი წლიდან კრებებიც იქნება და სოფელი თვითონ აირჩევს პრიორიტეტს.

თუმცა, ტრაქტორებთან დაკავშირებით ღორეშელებს  სურთ, რომ თავიანთი ხმა პრეზიდენტამდეც მიაწვდინონ. ამ საქმეს უკვე იძიებს საფინანსო პოლიცია.

სოფლის მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ ახალ ტრაქტორში 12000 ლარი არ გადაუხდიათ.

ღორეშაში, ტრაქტორის გარდა, ამ პროგრამის ფარგლებში წყლის მილები შეიძინეს და გზაც გაკეთდა.

თუ ზოგადად პრიორიტეტებზე ვისაუბრებთ, ხარაგაულის სოფლების ძირითადი პრიორიტეტი, ისე, როგორც სხვა დანარჩენ რაიონებში - გზა, წყალი და ტრაქტორები იყო.

P.S. სტატიის მომზადებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობას ვუხდით გაზეთს „ჩემი ხარაგაული“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5660
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია