დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონგრესმენი როსკამი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს
ავტორი:
2018/მაისი/22 23:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/roskamikvirika.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494539-kongresmeni-roskami-giorgi-kvirikashvils-chven-gansakuthrebulad-vafasebth-thqvens-liderobas-mmarthvelobasa-da-mightseul-shedegebs.html", "headline": "კონგრესმენი როსკამი გიორგი კვირიკაშვილს - ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობ...", "datePublished": "2018-05-22 19:28:30", "dateModified": "2018-05-22 19:28:30", "description": "ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს, - ამ სიტყვებით მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/roskamikvirika.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა აშშ-ის კონგრესში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„კონგრესმენებმა სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სიკეთეების გაზიარებას, რომლებიც საქართველოს აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები აშშ-სა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია. შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპეტივაზე, რასაც აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს. ხაზი გაესვა აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობას ისეთ მსხვილ საკომუნიკაციო პროექტებში, როგორიც არის მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები ხელს უწყობს სტაბილურობის განმტკიცებას როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში“, - ნათქვამია პრესრელიზში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია