დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ჩერქეზიშვილი იაპონური კომპანია NEXI-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
ავტორი:
2018/მაისი/22 23:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/cherqezishvili-shexvedra.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494537-giorgi-cherqezishvili-iaponuri-kompania-nexi-is-khelmdzghvanelebs-shekhvda.html", "headline": "გიორგი ჩერქეზიშვილი იაპონური კომპანია NEXI-ის ხელმძღვანელებს შეხვდა", "datePublished": "2018-05-22 19:03:56", "dateModified": "2018-05-22 19:03:56", "description": "იაპონური კომპანია Nippon Export and Investment Insurance-ის (NEXI) საქართველოში საქმიანობის დაწყების...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/cherqezishvili-shexvedra.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იაპონური კომპანია Nippon Export and Investment Insurance-ის (NEXI) საქართველოში საქმიანობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილისა და NEXI-ის თავმჯდომარის, კაზუჰიკო ბანდოს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, NEXI იაპონიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც იაპონურ კომპანიებსა და ბანკებს სთავაზობს სხვადასხვა პოლიტიკური და კომერციული რისკებისგან სავაჭრო/საინვესტიციო დაზღვევას, რათა ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო საქმიანობაში.

შეხვედრის საუბრის თემა NEXI-ს საქმიანობის საქართველოში წამოწყების პერსპექტივა და შესაძლებლობები იყო. გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ NEXI-სთან ახლო ურთიერთობა ხელს შეუწყობს იაპონური ინვესტიციების და კომპანიების შემოდინებას ქართულ ბაზარზე.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა თაბაგარი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი ნინო გამხარაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 584
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია