დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკაზე პოზიციების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ დისკუსია ბიძინა ივანიშვილის მიერ წარიმართებოდა
ავტორი:
2018/მაისი/22 22:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_435c7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494534-irakli-kobakhidze-mmarthvel-gundshi-narkopolitikaze-poziciebis-daakhloebas-mnishvnelovnad-sheutsyo-kheli-iman-rom-diskusia-bidzina-ivanishvilis-mier-tsarimartheboda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკაზე პოზიციების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ...", "datePublished": "2018-05-22 18:29:28", "dateModified": "2018-05-22 18:29:28", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/kobaxidze_435c7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ დისკუსია პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წარიმართებოდა, - ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გუნდის წევრების პოზიციები მოისმინა. „დღეს ბიძინა ივანიშვილმა არსებითად მოისმინა პოზიციები. სხვადასხვა პოზიცია და მოსაზრებები არსებობდა გუნდში. ისიც იყო, რა თქმა უნდა, ჩართული დისკუსიაში, ისიც გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს, თუმცა, დღეს არსებითად ისმენდა იმ პოზიციებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი გუნდში. რაც მთავარია, მოხდა პოზიციების დაახლოება და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ეს დისკუსია წარიმართებოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ამ საკითხისადმი ბიძინა ივანიშვილის მიდგომას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, გუნდში ამ საკითხზე ერთი და იგივე მიდგომაა. „ჩვენ გვაქვს ყველას ერთი და იგივე მიდგომა. აქ ვერ იქნება ვერანაირი ან ლიბერალური ან რადიკალური პოლიტიკა. ჩვენთვის მთავარია, რომ პრინციპებზე შევჯერდეთ და პრინციპი ჩვენი გუნდის მხრიდან გაცხადებულია. პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა უნდა იყოს ჰუმანური მომხმარებლის მიმართ და უნდა იყოს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული პოლიტიკა რეალიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის შემუშავება, საშემოდგომო სესიამდე, სავარაუდოდ, ივნისში ან ივლისში მოხდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია