დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავა ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
ავტორი:
2018/მაისი/22 22:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qacarava_7e618.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494531-sofio-qacarava-estonethis-parlamentis-evrokavshiris-saqmetha-komitetis-delegacias-shekhvda.html", "headline": "სოფიო ქაცარავა ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა", "datePublished": "2018-05-22 17:50:57", "dateModified": "2018-05-22 17:50:57", "description": "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა კომიტეტის წევრებთან ერთად, ესტონეთის პარლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/qacarava_7e618.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა კომიტეტის წევრებთან ერთად, ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოს როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენს შორის საპარლამენტო ურთიერთობები არის მჭიდრო და ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

თავის მხრივ ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომას ვიტსუსიმ საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „ჩვენ ჩამოვედით თქვენი მხარდაჭერისთვის, რადგან საქართველო სამაგალითო და წარმატებული ქვეყანაა“, - განაცხადა ტომას ვიტსუსიმ.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მომავალ წევრობას და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე, ისაუბრეს ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ, რომელიც კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებისა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისკენაა მიმართული.

მხარეებმა ესტონეთ-საქართველოს ორმხრივი მჭიდრო ურთიერთობები განიხილეს და ამ მიმართულებით საპარლამენტო დიპლომატიის როლი აღნიშნეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია