დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა ნაცვლიშვილი - წარმოუდგენელია ქვეყანა შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, თუ არ გვეყოლება დამოუკიდებელი, ძლიერი და ანგარიშვალდებული სასამართლო ხელისუფლება
ავტორი:
2018/იანვარი/20 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/473942-ana-nacvlishvili-tsarmoudgenelia-qveyana-shedges-demokratiul-sakhelmtsifod-thu-ar-gveyoleba-damoukidebeli-dzlieri-da-angarishvaldebuli-sasamarthlo-khelisufleba.html", "headline": "ანა ნაცვლიშვილი - წარმოუდგენელია ქვეყანა შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ, თუ არ გვეყოლება დამოუკიდებე...", "datePublished": "2018-01-20 09:00:37", "dateModified": "2018-01-20 09:00:37", "description": "ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/nacvlishvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას ესწრება.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამ მიმართულებით ბრძოლა ყოველთვის იყო და რჩება პრეზიდენტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად.

”წარმოუდგენელია ეს ქვეყანა შედგეს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, თუ ჩვენ არ გვეყოლება დამოუკიდებელი, ძლიერი და ანგარიშვალდებული სასამართლო ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და მეც დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის მარტივი ბრძოლა, მაგრამ ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ამ ქვეყნის მოქალაქეების სასიკეთოდ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი მუდმივად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ წინგადადგმულ ნაბიჯებთან ერთად საბოლოო შედეგი იყოს რეალურად დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა. ნაცვლიშვილის შეფასებით, ამ მიმართულებით გამოწვევა რჩება.
"ზოგადად მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა რომ არის მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის გამჭვირვალობის ნაწილი, ამაზე არაერთხელ გვითქვამს. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოსთვის აუცილებელია საკანონმდებლო ბაზა და რეფორმები, რომელიც ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ამ სფეროში მოღვაწეობდნენ პრინციპული და კომპეტენტური ადამიანები. პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ყოველთვის ცდილობს, რომ ასეთი ადამიანებით გააძლიეროს სასამართლო სისტემა. მხოლოდ კანონი ვერ შექმნის დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია