დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რას ფიქრობენ საპრალამენტო არჩევნებზე ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები
სულ ნანახია 1811
ავტორი:

 

 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოლოდინები არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება.

 

„თუ არჩევნები იქნება, წავალ. სულ დავდივარ ხოლმე, ჩემი ვალია. ვფიქრობ, რომ ბევრი რამე შეიცვლება და ცხოვრებაც უფრო ადვილი გახდება არჩევნების შემდეგ. ვიცი, ვისაც უნდა მივცე ხმა, მაგრამ არ მინდა, რომ ვთქვა.“  ამბობს ისკუი მელქონიანი. 

ეთნიკური უმცირესობის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ მხოლოდ იმ პარტიებს იცნობენ, რომლებიც მათთან ხშირად მიდიან. შესაბამისად, არჩევანსაც მათთვის ყველაზე ცნობილ პარტიებს შორის აკეთებენ.

„აუცილებელია, რომ ყველანი წავიდეთ, მაგრამ რა შეიცვლება, საქმე ეგ არის. კარგი იქნება, რომ ცოტა პენსიები დაგვიმატონ, წყალი არ არის და გაგვიკეთონ, მაგისთვის მივალ არჩევნებზე. 41 და 5 ნომერი ვიცი, დანარჩენი - არა და ჩემი არჩევანიც მაქვს.“ განმარტავს  ვაგინაკ კირაკოსიანი.

მოქმედი მთვარობით უკმაყოფილოა გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი.

„არჩევნების წინ თუ რამე გაკეთდა, ეს არის, სხვა დროს არაფერი კეთდება. მე ეს მთავრობა არ მომწონს, სააკაშვილი მომწონდა და ისევ იმას უნდა მივცე ხმა. იმან ბევრი რამე გაგვიკეთა: გზები, ქალაქში შუქი ჩართო, რაბათი გაგვიკეთა... ახლა ჩვენს ქუჩაზე, ჭყონდიდელზე,  პრობლემა გვაქვს და არავინ არ მოდის, რომ მოაგვაროს. თუ ისევ ძველები მოვლენ, ისინი გააკეთებენ,“ მიიჩნევს სიმონ არაქედიანი.

ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ნაწილი კი მმართველი პარტიის მუშაობით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ ამ მთვარობის პირობებში ისინი ეროვნული ნიშნით არავის გამოურჩევია.

„ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მე მომწონს, როგორც მუშაობს ეს მთავრობა და ხმასაც ისევ მაგათ მივცემ.  დაგვასაქმეს და კმაყოფილები ვართ. მიუხედვად იმისა, რომ სხვა ეროვნების ვართ, არასდროს მიგრძვნია ეს ეროვნული განსხვავება. ჩვენს ენაზე საარჩევნო ინფორმაცია არის და ვეცნობით.“    განმარტავს სუსანა ბაბაიანი. 

უკეთესი მომავლის იმედი არ აქვს ახალციხეში მცხოვრებ მარტინ კირაკოსიანს. „რა აზრი აქვს, რომ წავიდე, ყველაფერი ისევ ასე იქნება“, - ამბობს ის.

 

თამარ ფეიქრიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია