დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარტიული სიები განდერულ ჭრილში
პარტიული სიები განდერულ ჭრილში
სულ ნანახია 1719
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

მას შემდეგ რაც "2015 წლის 2დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ, სლოგანი ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ მხოლოდ პარტიების კეთილი ნების იმედადღა დარჩა.

დღესდღეობით, საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით 185-ექვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნახვარზე მეტი(52%) არიან, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში 18 ხმით იყვნენ წარმოდგენილნი. 

ზემოთ აღნიშნული უარყოფილი წინადადება პარტიულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც საქართველოს პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა. პირდაპირ თუ ირიბად მაშინ  პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, რომელიც პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სპეციალური ზომები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის. არ გაითვალისწინა ხალხის ნებაც  2014 წლის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ გამოავლინა, საქართველოს მოსახლეობის 68% მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას და სურს, იხილოს მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში.

კვოტებზე უარის თქმამ პარტიები ვალდებულებებისგან გაათავისუფლა, სამაგიეროდ 30: ფინანსურ წახალისებას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც პარტიის ყოველ ათეულში 30: განსხვავებული სქესის ნომინირებას მოახდენენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების მიერ წარდგენილი სიების პირველ ათეულებში  30: ბალანსი მეტნაკლებად დაცულია.

მმართველი პარტიის,  ,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს“ პირველ ათეულში ოთხი ქალბატონია. სიის მე4 ნომერი იურისტი თამარ ჩუგოშვილია, მე7 თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად წლების განმავლობაში მუშაობდა,  მე პრესათან და საზოგადოებასთან ურთერთობის მენჯერი სოფო ქაცარავა და მე10 ნომერი ინტელექტუალთა კლუბის კაპიტანი ირინა ფორუიძე.

,,ნაციონალური მოძრაობის“ სის პირველ ათეულში სამი ქალბატონია. თავდაპირველად სიის მეორე ნომერი პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია გახლდათ, თუმცა, ცოტა მოგვიანებით მან მესამე პოზიციაზე სიაში  მიხეილ სააკაშვილის მეუღლის   სანდრა რულოვსის ჩასმის შემდეგ გადაიწია. ნაციონალების ათეულში კიდევ ერთი ქალბატონია იურისტი და პოლიტიკოსი, გამოცდილი პარლამენტარი სალომე სამადაშვილი სიის მე8 ნომერია.

,,რესპუბლიკურ პარტიის“ ლიდერი ქალბატონიები სიის ათეულში საპატიო ადგილებს იჭრენ.  პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მე2 ადგილი, მე4 თინა ხიდაშელი, მე6 თამარ კორძაია, მე-8 თინათინ ხიდაშელი.  ყველა რესპუბლიკელი ქალი კანდიდატი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია, ფაქტობრივად ,,რესპუბლიკელები“ ერთადერთ პარტიად შეიძლება, ჩაითვალოს, ვისაც  ქალების მოძიება გენდერული ბალანსის დაცვისთვის არ დასჭირდებოდა.

ქალბატონიები უდგას სათავეში ,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობისა“  და ,,პატრიოტთა ალიანსის“  პროპორციულ სიებს.  ნინო ბურჯანაძის პარტიის ათეულში მის გარდა, კიდევ ორი ქალბატონია 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი და მანანა სალუქვაძე.

,,რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის“ სიას, ათეულში სამი ქალბატონია, მათ ,,სიას რაინდული“ სიაც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან  პირველი, მეორე და მესამე ადგილზე ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძეა. ქალბატონებს მოჰყვებიან ბატონები.

თავისუფალი დემოკრატების სიაც 30: იანი გენდერული ბალანსით არის წარმოდგენილი : ნინო გოგუაძე, თამარ კეკენაძე და მაია ფანჯიკიძე, სიის მე3, მე 7 და მე9 ნომრად არიან.

ბლოკის ,,პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის“ საარჩევნო სიის პირველი ათეული 100:ით არღვევს გენდერულ ბალანსს _ არცერთი ქალი ათეულში.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს 73 მაჟორიტარულ ოლქში  სხვადასხვა პარტიიდან 300მდე  კანდიდატია წარდგენილი, მათგან მხოლოდ 11:ია ქალი.

ქალთა მონაწილეობა წარმომადგენლობით ორგანოში არის გენდერული თანასწორობის  ერთერთი მთავარი ინდიკატორი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 2012 წლის მაჩვნებელს პროცენტულად გაზრდის.

 

 

მაკა ჩინიჯიშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია