დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ჩანაცვლებული“ ქალი კანდიდატი
„ჩანაცვლებული“ ქალი კანდიდატი
სულ ნანახია 1676
ავტორი:

 

ნატო დანელია ქუთაისის მაჟორიტარობის ერთ ერთი ქალი კანდიდატია. სანამ არჩევნებში საკუთარ შესაძლებლობებს მოსინჯავდა, მანამდე  „ახალი საქართველოსმიერ ჩატარებული პრაიმერის გამარჯვებული გახდა.

 პრაიმერის დროს #47 ოლქის 563 ამომრჩევლიდან მას 311-მა მისცა ხმა დაახალი საქართველოს“  მაჟორიტარობის კანდიდატიც გახდა, თუმცა, დროებით.

„გირჩის“, „მემეარჯვენეებისა“ და „ახალი საქართველოს“ გაერთიანების შემდეგ „ახალი  საქართველოს“ ლიდერმა ქალი კანდიდატი ახალი კანდიდატით, ირაკლი ჯულაყიძით ჩაანაცვლა.

თუმცა, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ჯერ ოფიციალურად კანდიდატები არ წარუდგენიათ: „როგორც იცით, ჩვენ ვართ ბლოკი, მიმდინარეობს კონსულტაციები ბლოკში შემავალ პარტიებს შორის. ჯერ კანდიდატები ოფიციალურად არსად წარგვიდგენია. შევაჯერებთ ჩვენს პარტნიორ პარტიებთან პოზიციებს და შესაბამისად, შემდეგ წარვადგენთ ყველა ოლქში კანდიდატებს.“ - განახადა ვაშაძემ.

პრაიმერის გამარჯვებული კანდიდატი ბრძოლას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით განაგრძობს და გამარჯვების იმედიც აქვს. პრაიმერის გამარჯვებულის უკეთ გასაცნობად გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ნატო დანელიასთან. (სტილი დაცულია)

ქალბატონო ნატო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?

განვლილმა ცხოვრებამ, იმან, რომ ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, დაღი დაასვა ჩემს გონებას, რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოში იყოს ყველაფერი უკეთესად. ვფიქრობ, დროა, ქვეყანა გათავისუფლდეს კორუფციის, ნეპოტიზმის, კლანური მმართველობისგან და პროფესიონალებმა აკეთონ თავის საქმე. არ ვამბობ, რომ მე ვარ ის ერთადერთი პროფესიონალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებ.

რატომ  გიორგი ვაშაძის პარტიაახალი საქართველო?“

მე გიორგი ვაშაძეს დიდ პატივს ვცემდი და ახლაც ვცემ. მას აქვს უნარი, შედეგამდე მიიყვანოს საქმე და ამის მაგალითია  ერთ-ერთია იუსტიციის სახლები. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ორი მთავარი პარტიის მხარდამჭერია. ამიტომ არ გამოვრიცხავ ვაშაძის პარტიის კავშირსნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა ამ ორი პარტიის იდეოლოგია დღეს მკაფიოდ  განსხვავებულია.

თქვენ გაიმარჯვეთ 31 ივლისს  გამართულ პრაიმერში. სამი პარტიის გაერთიანების შემდეგ მოხდა თქვენი ჩანაცვლება ირაკლი ჯულაყიძით...

მე არა მგონია, რომ ჩემი ჩანაცვლება სამი პარტიის გაერთიანებაის შედეგია. მე ირაკლი ჯულაყიძეს პირადად არ ვიცნობ, კვლევა კი, რომელიც  ჩატარდა რეიტინგული კანდიდატის გამოსავლენად, ნამდვილად არ იყო კომპეტენტური - ეს იყო გამოსავალი მომხდარის გადასაფარად. მოხდარის შემდეგ ვესაუბრე გიორგი ვაშაძეს და ვუთხრი, რომ ჩემი ღირსება შეილახა. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ისიც, რომ პრაიმერში გამარჯვების შემდეგ მოხდა ჩემი უარყოფა. უკვე დავრეგისტრირდი დამოუკიდებელ კანდიდატად იმ პრაგმატული მიზეზის გამო, რომ აუცილებლად უნდა  მივიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. მაქვს კონკრეტული შემოთავაზებები სხვადასხვა პარტიებიდან, მაგრამ ჩემთვის  მისაღები იდეოლოგიურად ჯერ არც ერთი არ არის. თუ იქნება ასეთი შემოთავაზება, მე დავთანხმდები.

როგორ ფიქრობთ, როგორც დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატს, გამარჯვების მეტი შანსი გაქვთ?

_ ვფიქრობმაღალი ნიჰილიზმის გრძნობის გამო, ამ არჩევნებზე ბრძოლა უფრო კანდიდატებს შორის იქნება და არა პარტიებს შორის. დიდ დამაბრკოლებლად არ მიმაჩნია პარტიები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პარტიას  ყველანაირი რესურსი აქვს, რომ მეტად ქონდეს გამარჯვების იმედი. მე დაპირებებს არ ვარიგებ, გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად შევუსრულებ ყველაფერს ჩემს ამომრჩეველს. მითუმეტეს, რომ თავად ვცხოვრობ #47- ოლქში და ჩემი ამომრჩევლები, ფაქტიურად, ჩემი მეზობლები არიან.

გამარჯვების შემთხვევაში, რა იქნება თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა.

ბევრი კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, კანონები ხალხს უნდა მოვარგოთ და არა პირიქით. პირველად მივიღებდი კანონს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ბილწსიტყვაობისათვის ჯარიმის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

 

სოფო მანჯგალაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია