ოლიმპიელთა გასამხნევებლად პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მათი ტანისამოსი მოირგეს
5-დან 21 აგვისტომდე ბრაზილიის მხურვალე ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები გაიმართება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოც მონაწილეობს. ამჯერად ოლიმპიადაში 39 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს და შეეცდება მედლების მოპოვებას. თუმცა, მანამდე, სპეციალურად მათთვის, ოლიმპიადის გახსნისთვის შეკერილმა ტანისამოსმა საზოგადოების დიდი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია სოციალურ ქსელში.
უმრავლესობის აზრით, ტანისამოსი, რომელიც ოლიმპიური კომიტეტის დაკვეთით „სამოსელი პირველი“-მ შეკერა, ზაფხულის ოლიმპიადისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, არასპორტული და მოუხერხებელია.
თავად „სამოსელი პირველის“ წარმომადგენლებმა კი კრიტიკის საპასუხოდ განაცხადეს: " ეს სამოსი მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია „ელეგი“. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. „ელეგი“ იკერებოდა მაუდისაგან, აბრეშუმისაგან ან ხავერდისაგან. ნაქარგი ორნამენტებით სამოსის კიდეზე და სახელოებზე. მუზეუმის საცავებში არაერთი საინტერესო ნიმუშია დაცული". მათივე განმარტებით ჩოხაზე უარი ითქვა, ვინაიდან ჩათვალეს, რომ არსებული ტანისამოსი შედარებით კომფორტული იქნებოდა.
ერთ-ერთი თეატრის მხატვრისა და დიზაინერის აზრით კი, ეს ტანისამოსი არ გამოხტავს არანირ იდენტობას და ქართულის ნაცვლად, სლავურს უფრო ჰგავს. საზოადოების უკმაყოფილო ნაწილი მიიჩევსს, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა არ გაითვალისწინა ცნობილი და გამოცდილი დიზაინერების რჩევები. ისინი ასევე თვლიან, რომ მსგავს შეჯიბრებებში ტანსაცმელი უნდა იყოს ქვეყნის კულტურის ამსახველი, არსებული ფორმა კი არ შეესაბამებოდა ქართულ ეროვნულ ტანისამოსს. უკმა- ყოფილება გადაიზარდა ონლაინ პეტიციაში რომლის ავტორებიც ხმის მიცემის საშუალებით ითხოვენ ფორმის შეცვლას .
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით, მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საკითხს და შენიშვნები აუცილებლად იქნება გათვალისწიებული.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიელები უშუალოდ არ ყოფილან კრიტიკის ობიექტნი, ამ ფაქტმა მათ განწყობაზე გარკვეულწილად უარ- ყოფითად იმოქმედა. სწორედ ამიტომ, მონაწილეთა მხარდასაჭერად და გასამხნევებლად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ოლიმპიელთა ტანსაცმლით შეიმოსნენ და საჯარო ფოტოც გადაიღეს.
„ამ სამოსს მხოლოდ ოქრო თუ დაამშვენებს“ - თქვა ჩვენმა კოლეგამ, ლელა თოლორდავამ სოციალურ ქსელში და საზოგადოებამაც ყველაზე მეტად სწორედ ეს სტატუსი მოიწონა, რადგანაც ამ ვნებათაღელვის ჩაცხრობა ახლა მხოლოდ ქართველ ოლიმპიელთა მოპოვებულ გამარჯვებებსა და ოქრო-ვერცხლეზეა დამოკიდებული...
მეგი კაკაბაძექართველ ოლიმპიელთა ჩაცმულობა საზოგადოებრივი ცინიზმის მსხვერპლი გახდა

მეგი კაკაბაძე