დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შოთა მურღულია: ბოლო პერიოდში ქუთაისის აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა
შოთა მურღულია: ბოლო პერიოდში ქუთაისის აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა
სულ ნანახია 1677
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საინფორმაციო პორტალ topnews.com.ge-სთან ინტერვიუში, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ტურიზმის დარგის განვითარება დაასახელა: “ბოლო პერიოდში 20%-ით გაიზარდა იმ მგზავრების რაოდენობა, რომლებიც აეროპორტმა გაატარა”.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა 2011 წლის ნოემბერში დაიწყო და განახლებული სახით ექსპლუატაციაში 2012 წლის 27 სექტემბერს შევიდა. აეროპორტის მფლობელი შპსსაქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა”. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტში აქცენტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვასა და სამგზავრო ბილეთების დაბალ ფასზე გაკეთდა. გახსნის დღიდან, აეროპორტი 3 331-ზე მეტ საჰაერო რეისს მოემსახურა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა ნაკადი 2012-2014 წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა (ცხრილი 1).

 როგორც ცხრილშია ნაჩვენები, მგზავრთა ნაკადის ყველაზე მაღალი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი შემცირდა.

გაიზარდა თუ არა ბოლო პერიოდში მგზავრთა რაოდენობა, ამ კითხვაზე საპასუხოდ 2016 წლის ექვსი თვის მონაცემი გასული ორი წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარეთ (ცხრილი 2).

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში მგზავრთა ნაკადი 22.4%-ით არის გაზრდილი, ის 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მაინც ვერ უტოლდება (მაშინ ქუთაისის აეროპორტმა 109 558 მგზავრი გაატარა). რაც შეეხება გასულ, 2015 წლის ორი კვარტლის მონაცემს, მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდა (–28%).

ვინაიდან ქუთაისის მერი ქალაქში უცხოელი ტურისტების მომრავლებაზეც საუბრობდა, ჩვენ საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაც გადავამოწმეთ. გარდა მგზავრთა საერთო რაოდენობის ზრდისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2015 წლამდე მზარდი იყო საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადიც (საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე). 2015 წელს კი, 28%-იანი კლება დაფიქსირდა(ცხრილი 3).

როგორც მე-4 ცხრილშია ნაჩვენები, 2015 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 39%-ით შემცირდა. თუმცა, 2016 წელს, ორ კვარტალში, მათი რიცხვი 26%-ით (13 260-ით) გაიზარდა.

 

დასკვნა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის წლიური სტატისტიკა და ასევე კონკრეტულად საერთაშორისო ვიზიტორების (შემოსული/გასული) რაოდენობრივი მაჩვენებლები ზოგადად მზარდია. თუმცა, ხაზგასასმელია ისიც, რომ 2015 წლის მონაცემები საგრძნობლად ჩამორჩა 2014 წლის მაჩვენებლებს. ასევე, 2016 წლის I-II კვარტალში დაფიქსირებულ მგზავრთა და საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს კვლავ ჩამოუვარდება.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა მურღულიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

 

ირმა ბახუტაშვილი

 

factcheck.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია