დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ტერაქტი საფრანგეთში - ომმა თანამედროვე სამყაროში სახე ტიცვალა
სულ ნანახია 1624
ავტორი:

 

 

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, 14 ივლისიის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ინციდენტი საღამოს ნიცის ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, სადაც ადამიანები ფოერვერკის საყურებლად იყვნენ შეკრებილნი. ავტომობილი ხალხის მასაში დიდი სისწრაფით შეიჭრა. ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გაახანგრძლივეს.

ქვეყნის პრემიერმინისტრმა ვანუელ ვალსმა ელისეის სასახლეში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან უსაფრთხო-ების  საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.

საფრანგეთი მის შუაგულში კიდევ ერთხელ გახდა ტერორიზმის სამიზნე და თან ეს ჩვენი ეროვნული დღსასწაულის დროს მოხდა. ეს საფრანგეთის ერთიანობის დარღვევის კიდევ ერთი მცდელობა იყო. მინდა საფრანგეთის მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ არასდროს დავნებდებით. ტერორიზმს უფლებას არ მივცემთ დაგვაჩოქოს“,- განაცხადა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა

 

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტზე პარალელები 11 სექტემბრის ტერაქტთან ივლება. ქართველი ანალიტიკოსების შეფასებით, ტერაქტების სერია პარიზში არა მარტო ფრანგების ტრაგედია, არამედ გამოწვევაა გლობალური უსაფრთხოებისთვისაც. მათი განცხადებით, ტერორისტების მიზანი ცივილიზებული სამყაროს დაშინებაა და ევროპა თავდაცვით პოზიციაში არ უნდა დარჩეს.

ექსპერტების განცხადებით საფრანგეთის ტერაქტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ომმა თანამედროვე სამყაროში სახე იცვალა, ჰიბრიდული ომის დროს კი ძნელია გაარკვია რელურად ვინ არის თავდამსხმელი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ამ გლობალურ კონტექსტში საფრთხე შესაძლოა საქართველოსაც მიადგეს.

ტერაქტების სერიამ პარიზში მორიგ ტრაგედიად არ უნდა ჩაიაროს, ევროპამ დასკვნები უნდა გააკეთოს და თავდაცვის ნაცვლდ პროაქტიური პოზიცია უნდა ეჭიროს, - ფიქრობენ საქართველოში.

 

 

წყარო: სხვადასხვა

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია