დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა უკვე დაიწყო
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა უკვე დაიწყო
სულ ნანახია 1811
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა უკვე  დაიწყო. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მესამე ეტაპი ფერმერებს გაუმჯობესებულ სადაზღვევო პირობებს სთავაზობს. ყველა ფერმერს, ვინც მაქსიმუმ 5 ჰექტარი ფართობის და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობ, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან:

4სეტყვა;  4ჭარბი ნალექი  4ქარიშხალი 4საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ცტრუსის შემთხვევაში)

 

აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის  ფარგლებში,  ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70/80:ს სახელმწიფო დაუფინანსებს. სუბსიდირება 50/60%-მდე გაიზრდება ვაზის დაზღვევის შემთხვევაშიც. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ფერმერებს საქართველოს ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ხორბლის ნათესის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს  3 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 1,500 ლარია, დარეგისტრირებულ ნაკვეთის შემთხვევაში   ფერმერს 18 ლარის გადახდა მოუწევს.  დაურეგისტრირებელი ნაკვეთის შემთხვევაში 27 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ვაშლის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს  25 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 25,000 ლარია, დარეგისტრირებულ ნაკვეთის შემთხვევაში   ფერმერს 400 ლარის გადახდა მოუწევს.  დაურეგისტრირებელი ნაკვეთის შემთხვევაში 600 ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ატმის ბაღის დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს  23 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 13,800 ლარია, დარეგისტრირებულ ნაკვეთის შემთხვევაში   ფერმერს 220.80 ლარის გადახდა მოუწევს.  დაურეგისტრირებელი ნაკვეთის შემთხვევაში 331.20  ლარის გადახდა მოუწევს, პრემიის  დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემდეგი კულტურების დაზღვევაა შესაძებელი:

4მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები

 

4ხეხილი, 4ციტრუსი 4 თეთრ ყურძნიანი ვაზის ჯიში 4 წითელ ყურძნიანი ვაზის ჯიშიmesfbctk vjcofdktc 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია