დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
5 საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება
სულ ნანახია 1751
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე საქართველოში დაგეგმილია 3 თხილის და 2 ხილის გადამამუშავებელ საწარმოში დაინერგოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი, კერძოდ - ISO 22000.

13 მაისს გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშირისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ს თანადაფინანსებას.

დახმარება ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO 22000:2005 დანერგვას; ასევე, საწარმოებისთვის  საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას. 

შეთანხმების მიზანია გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც გულისხმობს  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო  სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას.

 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 12 ახალი საწარმო. სახელმწიფომ  გრანტის სახით უკვე გაიღო 3 310 518 დოლარი, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით 3 839 482 დოლარი - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია