დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში ნარჩენების შეგროვება თანამედროვე მეთოდით მოხდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2136
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

პროექტი „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში“ 7 მაისს კიდევ ერთხელ განიხილეს ქუთაისში. შეხვედრაზე, რომელიც სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიმართა, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ნარჩენების მართვის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული თანამედროვე გამოცდილების შესახებ. განხილულ იქნა 2005 წელს შემუშავებული ქუთაისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული პროგრამის „ქალაქი ნარჩენის გარეშე“ შესრულების საკითხი.

 

შეხვედრის მონაწილეები გაეცვნენ მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს. გამოკითხვა პროექტის ფარგლებში გასულ სამ თვეში ჩატარდა ქუთაისში და ნარჩენების მართვის მდგომარეობის და ნარჩენების დახარისხებული შეგროვების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების დადგენას ისახავდა მიზნად. გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ნარჩენების დახარისხება მისასალმებელია.

 

„პროექტი ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში 2013 წლის 10 აგვისტოდან ევროკავშირის „შავი ზღვის აუზის 2007-2013 წწ. პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს აღნიშნული ქვეყნების ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, რომლის მიზანსაც ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებით დანერგვის შესახებ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. უნდა მოხდეს გეგმის შემუშავება. ჯერ ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდის დანერგვის შესახებ კანონი არ არსებობს, მაგრამ არსებობს კანონპროექტი. აუცილებლად უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა, ამიტომ მიმდინარეობს მსგავსი შეხვედრები,“ - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ  ნარჩენების მართვა იერარქიის მიხედვით უნდა მოხდეს. ესენია: ნარჩენების თავიდან აცილება, მინიმალიზაცია, ხელმეორედ გამოყენება, მეორადი გადამუშავება, ენერგიის აღდგენა და ნაგავსაყრელზე განთავსება.

 

პროექტის მხარდამჭერთა შორის ლიდერ პოზიციას ქუთაისის მერია იკავებს. მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის, თამაზ დეისაძის განცხადებით, ქალაქისთვის მსგავსი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქუჩებში სხვადასხვა ნარჩენებისთვის სპეციალური ურნები დაიდგმება. მისივე განცხადებით, ნიკეას ნაგავსაყრელზე ნარჩენების შეტანა ნელ-ნელა შეჩერდება, 2015 წლიდან კი ქალაქგარეთ ახალი ნაგავსაყრელი მოეწყობა, თუმცა, იქნება თუ არა შერჩეული ადგილი სოფელი ჭოგნარი, ამ დრომდე უცნობია, რადგან ადგილობრივებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება.

 

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია