დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საინფორმაციო ტური წყლატუბო-ქუთაისის ევნილთა დასახლებაში
საინფორმაციო ტური წყლატუბო-ქუთაისის ევნილთა დასახლებაში
სულ ნანახია 1013
ავტორი:

 

 

იმერეთის რეგიონში მომუშავე  მედიის წარმომადგენლებისთვის მედია ტური მოეწყო,რომლის მიზანს ჟურნალისტებისთვის დევნილი თემის პრობლემებისა და გამოწვევების გაცნობა წარმოადგენდა.

 

მედიის წარმომადგენლები ქუთაისში, ლესელიძის სამ ნომერში მცხოვრებთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ დიდ პრობლემას ავარიული შენობა უქმნით , საუბარია  ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური სკოლის შენობაზე, რომელიც  ინგრევა  და საშიშროებას წარმოადგენს.

აქ მცხოვრები დევნილების სურვილია, რომ აღნიშნული შენობის ადგილზე  სპორტდარბაზი გაკეთდეს. როგორც ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ციალა გაბუნია ამბობს:  “ინგრევა შენობა, ბავშვები არიან ეზოში, შემოდიან, თამაშობენ, გვეშინია, თავზე არ დაეყაროთ ეს შენობა, ვითხოვთ, ყურადღება მოგვაქციონ“. აღნიშნულ სახლში ჩასახლებულ დევნილებს, ასევე კანალიზაციის პრობლემაც აქვთ, მაგრამ  რადგან შენობა პირად საკუთრებაში აქვთ, შესაბამის სამსახურში მიმართვისას განუმარტეს, რომ თავად მოუწევთ ამ პრობლემის მოგვარება.

მედიის წარმომადგენლებს გაცილებით რთული სურათი დახვდათ ჭავჭავაძის 58-ში  მცხოვრები დევნილების კორპუსში, რომელიც ასევე პირად საკუთრებაში აქვთ გადაცემული, მაგრამ უხარიხსოდ გაკეთებული დემონტაჟის გამო, შენობა ავარიული და საცხოვრებლად უვარგისია, დაბზარულია კედლები, პირველ სართულზე დგება წყალი, ამ ეტაპზე აქ შესახლებული დევნილები ქირით არიან გაყვანილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აქვთ სამხარაულის დასკვნა და გეოლოგიური კვლევებიც.

რაც შეეხება წყალტუბოში ახალ დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს,მათ მთავარ პრობლემას ბინების შეფუთვა წარმოადგენს. აქ მცხოვრები ენთაზი ბენიძის თქმით: “2012წელს აშენდა ეს ბინები,ხარვეზებით არის აშენებული,არ აქვს ბინას საწრეტი არხები,არასწორად არის გაკეთებული საკედლე მასალები, ზაფხულში არის გაუსაძლისი სიცხე,ზამთარში სიცივე ,გინდ გარეთ ყოფილხარ,გინდ შიგნით. სხვაგან ანალოგიურად  აშენებული იყო ბინები  და ყველგან  შეფუთეს,მარტო ჩვენ დავრჩით,ათი კორპუსი.“

საინფორმაციო ტური საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“- ის ორგანიზებით მოეწყო, პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია“-ს ფარგლებში. როგორც პროექტის „ადვოკატირებისა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეცილაისტი ხვიჩა ვაშაყამაძე აცხადებს   „ჩვენ შევისწავლეთ ადგილობრივების პრობლემები და ვცდილობთ ,რომ ადვოკატირების კამპანია წარვმართოთ, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს, ცენტრი „აფხაძეთი“ აქტიურადაა ჩართული თვითმართველობებთან კომუნიკაციაში,მოვამზადებთ რეკომენდაციებს, სად რა არის გასაკეთებელი და მიეწოდებათ მუნიციპალიტეტებს.“

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია