დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შამდეგ გიორგი კუპრაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა
საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შამდეგ გიორგი კუპრაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა
სულ ნანახია 941
ავტორი:

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესს საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ აქციებზე ხალხი შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამოვიდა და ის პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა, რომლის მთავარი სლოგანი გახდა“ნუ მომკლავ“ და  „სისტემა უნდა დაინგრეს“.

 

ნუ მომკლავ! - აი,რას ყვება აქციის შემდეგ დაზარალებული მონაწილე.  ქუთაისში, ისევე როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია სახელწოდებით - "ნუ მომკლავ",  31 მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. ქუთაისში საპროტესტო გამოსვლა თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართა, შემდეგ კი მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს.

„ნუ მომკლავ“, „აღსდგეს სამართლიანობა“, „დაისაჯონ დამნაშავეები“ - ეს იყო აქციის მონაწილეთა  მთავარი მოთხოვნა, რასაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგზანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები ითხოვდნენ.

 საპროტესტო გამოსვლაზე იმყოფებოდა ქუთაისში მცხოვრები გიორგი კუპრაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ აქციის დასრულების შემდეგ უცნობმა პირებმა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. გიორგი კუპრაშვილის თქმით, ის ამ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშწორებას უკავშირებს, რადგან ამბობს, რომ ყოველთვის, წინა ხელისუფლების მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს.

„არასოდეს დამიმალავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის მიმართ მაქვს აშკარა სიმპათიები. ამის გამო, ყოველთვის ვგრძნობდი მტრულ დამოკიდებულებას მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერებისაგან და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იძულებული გავხდი დამეტოვებინა საქართველო.  2015-2017 წლებში ლტოლვილის სტატუსით ვიმყოფებოდი ისრაელში,  თუმცა 2 წელია,  დავბრუნდი სამშობლოში და ეს დაძაბული დამოკიდებულება მაინც იყო,“ - ამბობს გიორგი კუპრაშვილი.

 ფიზიკური ანგარიშწორების შედეგად გიორგი კუპრაშვილს სხეულზე და სახის არეში აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები. შემთხვევიდან მეორე დღეს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და მკურნალობას გადის. როგორს დაზარალებული აცხადებს, მუქარის შემცველ სატელეფონო მესიჯებს ის ახლაც იღებს. გიორგი კუპრაშვილი აცხადებს, რომ მას მუქარა ვერ შეაშინებს და სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას კვლავ გააგრძელებს.

7 თვის წინ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა ორი ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა. ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი განაჩენი 31 მაისს გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაუმტკიცდა. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს კი, ბრალი გადაუკვალიფიცირდა და მას მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ.

 მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიზნით, საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ამავე დროს,  გამოძიებაც თავიდან დაიწყო და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

საპროტესტო აქციების შედეგად საქართველოში უკვე პრემიერმინისტრიც შეიცვალა და ახალი დროებითი  მთავრობა დაამტკიცა პარლამენტმა.

 

 

ნატა თვაური

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია