დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რად­გან მოგ­ვე­ცი წყალი, ღმერ­თო, შეგ­ვიწყალე!
რად­გან მოგ­ვე­ცი წყალი, ღმერ­თო, შეგ­ვიწყალე!
სულ ნანახია 3147
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რად­გან მოგ­ვე­ცი წყალი, ღმერ­თო, შეგ­ვიწყალე!

დე­და­მი­წა­ზე ღვთის წყალობით შე­იქ­მნა ადა­მი­ან­თა, ცხოველ­თა და მცე­ნა­რე­უ­ლი სამყარო­სათ­ვის სა­სი­ცოცხლო გა­რე­მო: ატ­მოს­ფე­რო, ნი­ა­და­გი და წყალი და იმის მიხედ­ვით, რამ­დე­ნად სუფ­თა და ჯან­სა­ღია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი, მით უფ­რო ჯან­მრთე­ლი და სი­ცოცხლი­ა­უ­ნა­რი­ა­ნია ყოვე­ლი არ­სება.

ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებლებს, ღვთის წყალობით, უხვად მოგ­ვე­ცა წყალი, მაგ­რამ მა­მა­ზე­ცი­ე­რის მი­ერ მოწყალებულ ამ წყალობას მოვ­ლა და გაფრთხილება უნ­და, რომ პირ­და­პ­ი­რი მნიშ­ვნე­ლობით არ აგ­ვიხდეს პო­ე­ტის სიტყვები - „წყალ­ში ვდგა­ვარ, ცეცხლი მი­კი­დია“. წყლის სიუხვით დაჯილ­დოებულებს არც             „დაც­ვა“ უნ­და გვე­მუქ­რებოდეს და არც დახრჩობა. არა­და, ორი­ვე სა­შიშ­როება ნამ­დვი­ლად არ­სებობბს ჩვენ ქვეყანა­ში, სა­დაც მარ­ცვა­ლი უკუღ­მა რომ გა­და­აგ­დო, წაღ­მა ამო­ვა, თუ გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ვიყენებთ ჩვე­ნი ქვეყნის ბუნებრივ მო­ნა­ცე­მებს. ამის თაობაზე საუბარია კრებულ­ში „წყალი - ქვეყნი­ე­რების მე­უ­ფე“, რო­მე­ლიც შექ­მნა იმე­რე­თის სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა ფონდ „ჰორი­ზონ­ტთან“ და „CARE Int­er­national“-თან ერ­თად.

ამ ნაშ­რო­მით და არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების შეხსე­ნებამ გარ­კვე­უ­ლი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და სა­ქარ­თვე­ლო­ში სწო­რედ ქუ­თა­ი­სი­დან და­იწყო სახელი­სუფ­ლებო შტოების ზრუნ­ვა წყალ­მო­მა­რა­გების სის­ტე­მის მო­წეს­რი­გებაზე. თუმ­ცა იგი დღემ­დე მრა­ვა­ლი ხარ­ვე­ზის შემ­ცვე­ლია და ვერ ვიტყვით, რომ ამ მიზ­ნით გა­მოყოფი­ლი თანხები სა­კ­მაო ეფექ­ტუ­რობით იხარჯება.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი პუბლი­კა­ცი­ის მი­ზა­ნი­ა, გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დოებას წყალ­მო­მა­რა­გებაში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რეობა და კი­დევ ერთხელ შე­ვახსე­ნოთ ხელი­სუფ­ლებას, რომ გა­სა­კე­თებელი და გა­მო­სას­წო­რებელი ჯერ კი­დევ ბევ­რია.

და­ვიწყოთ იმე­რე­თი­დან, სა­დაც მდგო­მა­რეობა ასე­თია:  

· 12 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან ცენ­ტრა­ლუ­რი წყალ­მო­მა­რა­გების ქსე­ლი აქვს ყვე­ლას;

· სა­კუ­თა­რი რე­სურ­სით იკ­ვებება 11 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი (სა­კუ­თა­რი წყარო არ გა­აჩ­ნია მხოლოდ სამ­ტრე­დი­ას);

· მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წყალ­მო­მა­რა­გება ხდება გრა­ფი­კით და არა უწყვე­ტი სად­ღე­ღა­მი­სო ციკ­ლით, უამ­რა­ვი და­პი­რების მიუხედა­ვად;

· წყლის მი­წო­დების ტექ­ნო­ლო­გი­ა, სის­ტე­მა, სტრუქ­ტუ­რა და მე­თო­დი­კა გა­უ­ა­რე­სებულია იმას­თან შე­და­რებით, რაც წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ში გვქონ­და.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბუნებრი­ვი მდგო­მა­რეობიდან გა­მომ­დი­ნა­რე, წყლის რე­სურ­სები სა­ერ­თოდ, და მათ შო­რის, იმე­რეთ­ში საგ­რძნობლად დი­დია. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ წყალ­მო­მა­რა­გების მეს­ვე­უ­რებს გაწ­მენ­დი­სათ­ვის თანხის დახარჯვა არ სურთ და ამი­ტომ ძი­რი­თა­დად გა­მოიყენება კოლხეთის დაბლობის მი­წის­ქვე­შა წყლები, ეს ქმნის გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლეებს - იზ­რდება ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის ხარჯვაც, ძვირ­დება პრო­დუქ­ტი, უა­რეს­დება მი­სი ხარისხი.

აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ რო­გორც გე­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, ბატონ ლე­ვან ხარა­ტიშ­ვი­ლი ახასი­ა­თებს თა­ვის ნარ­კვევ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს მტკნა­რი მი­წის­ქვე­შა წყლები (რე­სურ­სების ათ­ვი­სება, დაც­ვა)“, სა­ქარ­თვე­ლოს მი­წის­ქვე­შა წყლების რე­სურ­სების სამ­რეწ­ვე­ლო მო­ცუ­ლობა აღე­მა­ტება მის მოთხოვ­ნი­ლებას  და ქვეყნის ინ­ტე­რე­სებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­როა მი­სი გა­მოყენება. მეც­ნი­ე­რი ამას ასაბუთებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ცხრი­ლით, რო­მე­ლიც ნარ­კვევს ახლავს.

დღე­ის მდგო­მა­რეობით წყალი მო­მავ­ლის პრო­დუქ­ტია და მო­სახლეობის ზრდას­თან ერ­თად, იზ­რდება მას­ზე მოთხოვ­ნი­ლებაც და მოხმა­რებაც. ამ­დე­ნად, წყალი სახელ­მწი­ფოებრი­ვად წარ­მო­ად­გენს სტრა­ტე­გი­ულ რე­სურს, რის გა­მოც იგი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში მი­კუთ­ვნებულია „გან­სა­კუთ­რებულ გამ­გებლობას...“ (თა­ვი პირ­ვე­ლი „ზო­გა­დი დებულებები“, მუხლი 3, პუნ­ქტი ბ) რაც იკითხება შემ­დეგ­ნა­ი­რად: „სახელ­მწი­ფოს საზ­ღვრების სტა­ტუ­სი, რეჟიმი და დაც­ვა; ტე­რი­ტო­რი­უ­ლი წყლების, საჰაე­რო სივ­რცის, კონ­ტი­ნენ­ტუ­რი შელ­ფის...“.

ამ­დე­ნად, წყლის რე­სურ­სების პატ­რო­ნად გვევ­ლი­ნება მხოლოდ სახელ­მწი­ფო და სხვა არა­ვინ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ე­დი­ნება 26 ათა­სამ­დე დი­დი, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე მდი­ნა­რე. მა­თი ჯამუ­რი სიგ­რძეა 59,8 ათა­სი კი­ლო­მეტ­რი. მდი­ნა­რეებიდან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქების სახით ზღვა­ში ჩა­ე­დი­ნება 56,40 მ3/წმ წყალი, რა­საც ზრდის მე­ზობელი ქვეყნებიდან შე­მო­მა­ტებული 8,74 მ3/წ წყალი. ამ­დე­ნად სა­ქარ­თვე­ლოს არა­თუ არა აქვს მტკნა­რი წყლის პრობლე­მა, არა­მედ მი­სი მო­ცუ­ლობა რამ­დე­ნი­მეჯერ აჭარბებს კი­დეც სახელ­მწი­ფო­ში არ­სებულ მოთხოვ­ნი­ლებებს (კო­მუ­ნა­ლუ­რი, სამ­რეწ­ვე­ლო, სარწყავი და სხვა).

შე­იძ­ლება გა­მო­ვი­ტა­ნოთ დას­კვნა - სა­ქარ­თვე­ლოს წყალს ჰყავს სე­რი­ო­ზუ­ლი პატ­რო­ნი - სახელ­მწი­ფო და მი­სი მო­ცუ­ლობა საკ­მა­ოდ აჭარბებს სახელ­მწი­ფო მოთხოვ­ნას მოხმა­რების მხრივ. ამ­დე­ნად, წყალი გვაქვს ჭარბი რა­ო­დე­ნობით. ამ ბუნებრი­ვი სიმ­დიდ­რი­დან რა რა­ო­დე­ნობის წყალი გვჭირ­დება და რის­თვის?

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხის გა­სარ­კვე­ვად მი­ვა­კითხოთ რე­გუ­ლა­ციებს, რაც დაგ­ვი­წე­სა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყლის მა­რე­გუ­ლი­რებელ­მა კო­მი­სი­ამ ხალხისათ­ვის კო­მუ­ნა­ლუ­რი ხასი­ა­თის ხარჯებისათ­ვის. ასე­თი წყლის რა­ო­დე­ნობა მო­ი­ცავს 60 მ3 სას­მელ წყალს წე­ლი­წად­ში, ერთ სულ მო­სახლე­ზე. ანუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობისათ­ვის  დაგ­ვჭირ­დება 225 მლნ მ3 სას­მე­ლი წყალი. ეს რა­ო­დე­ნობა შე­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­დან წყლის ზღვა­ში ჩა­დი­ნების მხოლოდ 4 წმ-ში მო­ცუ­ლობას. ჩვენს მი­ერ გათ­ვლი­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რი მოხმა­რების წყლის გარ­და. თუ მხედ­ვე­ლობაში მი­ვი­ღებთ ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი სახის წყლის მოხმა­რებას, მა­შინ მივხვდებით, რომ მხოლოდ ერთ წუთ­ში მი­ღებული წყლის რა­ო­დე­ნობა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საკ­მა­რი­სია ყვე­ლა სახის წყლით და­საკ­მაყოფი­ლებლად (გარ­და ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კი­სა). ასე რომ, წყლის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნობა სახელ­მწი­ფო­სათ­ვის საკ­მა­რის­ზე მე­ტი­ა, ამი­ტომ დარ­ჩა მი­სი ეფექ­ტუ­რი ათ­ვი­სება და გო­ნივ­რუ­ლად მოხმა­რება.

სა­ქა­ლა­ქო ანუ, რო­გორც მას ვუ­წო­დებთ, ურბანუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გების ქსე­ლის რეაბილი­ტა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა, და­იწყო ქუ­თა­ის­მა. იგი და­იწყო 2008 წლის მე­ო­რე ნახევარ­ში და დას­რულ­და 2010 წელს, რა­მაც უზ­რუნ­ველყო ქუ­თა­ის­ში 8-სა­ა­თი­ა­ნი წყლის მი­წო­დება გრა­ფი­კით და შე­ამ­ცი­რა წყლის და­ნა­კარ­გები ქსელ­ში, სა­მო­ცი პრო­ცენ­ტი­დან ორ­მო­ცამ­დე. შე­იც­ვა­ლა ქსე­ლის მილ­გაყვა­ნი­ლობა. გა­უმჯობეს­და მი­წო­დებისა და აღ­რიცხვის პა­რა­მეტ­რები. ასე­თი წინ­სვლის მიუხედე­ვად, საგ­რძნობლად ჩა­მორ­ჩება შემ­დე­გი სა­კითხები:

· პარ­ტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თობა მომხმა­რებელ­თან;

· გამ­ჭვირ­ვა­ლობა;

· ეფექ­ტუ­რობა;

· მომ­ჭირ­ნეობა;

· მო­მავ­ლის ხედ­ვა;

· ინო­ვა­ცი­უ­რი  ეკო­ნო­მი­კუ­რი  გა­დაწყვე­ტი­ლებების მი­ღება სას­მე­ლი წყლის შე­სახებ და სხვა.    

ახლა ჩვენ გა­ვარ­კვი­ოთ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რეობა მომხმა­რებელ­თან და წყლის ფაქ­ტორ­თან და­კავ­ში­რებით.

უკ­ვე ჩა­მოყალიბებულ განხილ­ვა­ში თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ აუ­ცი­ლებლობას ყოველ­დღი­ურ ცხოვ­რებაში და ჩვენ­ში მი­სი უზ­რუნ­ველყოფის შე­საძ­ლებლობებს, აგ­რეთ­ვე ამ შე­საძ­ლებლობათა გა­მოყენებას სამ­თავ­რობო სტრუქ­ტუ­რების მი­ერ.

წყლის შე­სახებ ზრუნ­ვა და­იწყო 2005 წლი­დან (თანხის მო­ძიება, პრო­ექ­ტი­რება, შეს­წავ­ლა, ანა­ლი­ზი, სინ­თე­ზი, და­გეგ­მა­რება, მშე­ნებლობა). აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რებით მა­ღა­ლი პა­სუხის­მგებლობით წყლის სა­კითხს მო­ეპყრენ თბილის­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, ბორჯომ­სა და ფოთ­ში.

აღ­ნიშ­ნულ ქა­ლა­ქებში დღე­ი­სათ­ვის მეტ­ნაკ­ლებად მოგ­ვა­რებულია წყლით უზ­რუნ­ველყოფის სა­კითხი, თუმ­ცა პრობლე­მები კვლავ ბევ­რია:

· წყალ­მო­მა­რა­გების სის­ტე­მა და მი­სი სტრუქ­ტუ­რა;

· ტა­რი­ფის სიძ­ვი­რე და მი­სი მე­თო­დი­კის მი­ღება დის­კუ­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე;

· წყლის ხარისხი და მი­წო­დების ხედ­ვა; კონ­კრე­ტუ­ლი გრა­ფი­კით;

· დარ­გობრი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობის უგუ­ლისყურობა, დაბალი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი.

სამ­წუხაროდ, წყლის პრობლე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ მწვა­ვე­დაა და მის შე­სახებ ზუს­ტი ხედ­ვა არა­ვის ჩა­მოუყალიბებია, არ­ცე ერ­თი მი­მარ­თუ­ლებით, არა­ვის გა­უ­ა­ნა­ლი­ზებია 2008-2010 წლების რე­ფორ­მა, თუ არ ჩავ­თვლით რა­მო­დე­ნი­მე სა­კითხისად­მი ჩვენს მიდ­გო­მას. ჩვენ ვთვლით, რომ სას­მე­ლი წყლით მო­მა­რა­გების მეს­ვე­უ­რები არ ით­ვა­ლის­წი­ნებენ იმ ფა­სე­უ­ლობას, რაც გვაქვს და რის შე­სახებაც მათ უთი­თებენ სა­სუ­ლი­ე­რო, სა­ე­რო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ციები, გა­მოც­დი­ლი ხალხი და ბრძენ­ნი. ამან მიგ­ვიყვა­ნა თანხების უაზ­რო ხარჯვამ­დე (ზოგჯერ კი გა­ნი­ა­ვებამ­დე, გაფ­ლან­გვამ­დე), დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პების უარყოფამ­დე (დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია), ბუნებრი­ვი მო­ნო­პო­ლი­ის კო­მერ­ცი­ულ მო­ნო­პო­ლი­ამ­დე მიყვა­ნამ­დე და სა­ერ­თოდ ბუნებრი­ვი პრო­ცე­სების უარყოფამ­დე (იმის უგულ­ვებელ- ყოფამ­დე,  რომ  წყალი  ბუნებრი­ვად მხოლოდ ზე­მო­დან ქვე­მოთ მო­ე­დი­ნება).

ჩვენ და­ინ­ტე­რე­სებულ პი­რებს ვთა­ვა­ზობთ არ­სებული მდგო­მა­რეობიდან გა­მო­სა­ვალს ქვე­მოთ მოყვა­ნი­ლი მეთო­დებითა და სა­შუ­ა­ლებებით.

 

 

1 სისტემა

 

გა­მო­ვიყენოთ ბუნებრი­ვი პრო­ცე­სი და წყალი მი­ვა­წო­დოთ ზე­მო­დან ქვე­მოთ (და არა ისე, რო­გორც ქუ­თა­ის­ში). აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რობის და­საკ­მაყოფი­ლებლად მოგ­ვი­წევს წყლის რე­სურ­სების ძიება გა­ნა­შე­ნი­ა­ნებას­თან შედა­რებით მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­ღა­ლი წერ­ტი­ლი­დან თვით­დი­ნებით წყლის მი­სა­ღებად. ასე­თი შე­საძ­ლებლობა, რა თქმა უნ­და, მო­ითხოვს ცალ­კე მე­ურ­ნეობას, რო­მე­ლიც და­კავ­დება აღ­ნიშნუ­ლი სა­კითხით, ანუ რე­სურ­სით. ასეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­ვი­აზ­რებთ  ჰიდ­რო­ლო­გებს, გე­ო­ლო­გებს, წყლის გა­დამ­ზი­და­ვებს, რომ­ლების უზ­რუნ­ველყოფენ ურბანულ ერ­თე­ულ­ში სას­მე­ლი წყლის შე­ტა­ნას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ზა­ნი იქ­ნება: მო­ი­ძი­ოს და გა­მო­იკ­ვლი­ოს მო­ნა­ცე­მები სას­მე­ლი წყლის რე­სურ­სებზე, გან­საზ­ღვროს მი­სი ხარისხი, შე­საძ­ლებლობა და რეჟიმი. ამით ხელთ გვექ­ნება სას­მე­ლი წყლის საბადო, რო­მელ­საც გან­ვა­თავ­სებთ ურბანუ­ლი და­სახლების ზე­მოთ, მივ­ცემთ სას­მე­ლი წყლის ხარისხს და მი­ვაწ­ვდით და­სახლებას.

სის­ტე­მის პირ­ვე­ლი რგო­ლი იქ­ნება წყლის მო­პო­ვება და მი­სი მიყვა­ნა სას­მე­ლი წყლის კონ­დი­ცი­ამ­დე. ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლად ის ჩა­მოყალიბდება სახელ­მწი­ფოს, რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი ნედ­ლე­უ­ლის მფლობელი - მომ­პო­ვებელი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ, რი­თაც დაკ­მაყოფილ­დება ერის, ბერი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის მოთხოვ­ნები.

მომ­დევ­ნო ეტა­პი იქ­ნება მი­ღებული სას­მე­ლი წყლის ტრან­სპორ­ტი­რება წყარო­დან ურბანუ­ლი და­სახლების აუ­ზებამ­დე და მი­სი უწყვე­ტობის უზ­რუნ­ველყოფა, რო­მე­ლიც შე­ვა კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვალ­დებულებაში და მი­სი მფლობელობის ვი­ნაობა არა­ვი­თარ სირ­თუ­ლეს­თან არ იქ­ნება და­მო­კი­დებული.

 

 

2. დისტრიბუცია

შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნება ურბანუ­ლი და­სახლების მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ვალ­დებულება - მი­ღებულ წყალს გა­უ­წი­ოს სა­დის­ტრიბუციო მომ­სახურება. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი იქ­ნება ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლებამო­ვა­ლეობა, რი­თაც დაკ­მაყოფილ­დება დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პი დარ­გის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ი­სა და შეს­რულ­დება სა­ქარ­თვე­ლოს კო­დექ­სი ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის შე­სახებ.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი სის­ტე­მა, რა თქმა უნ­და, მო­ითხოვს კვა­ლი­ფი­ცი­ურ, ერ­თობლივ მრა­ვალმხრივ, გულ­მოდ­გი­ნე განხილ­ვას, მაგ­რამ ის შემ­დგომ­ში იძ­ლე­ვა საკ­მა­ოდ დიდ ეფექტს, აკ­მაყოფი­ლებს დე­მოკ­რა­ტი­ის მოთხოვ­ნებს ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის შე­სახებ, ხდება დარ­გის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია და დე­კონ­ცენ­ტრა­ცია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს­ვეა მზად იმე­რე­თის რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც მრა­ვალმხრი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს შე­ი­ცავს. მათ შო­რის საჩხერის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, სა­დაც ცენ­ტრა­ლი­ზებული წყალ­მო­ა­მა­რა­გების სა­კითხი უკ­ვე აყვა­ნი­ლია უმაღ­ლეს რან­გში.

ამ წე­რილ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი წი­ნა­და­დების ავ­ტო­რების მი­ზა­ნია ხალ­მძღვა­ნე­ლობამ­დე მი­აღ­წი­ოს ჩვენ­მა შეხედუ­ლებამ რა­თა გა­ი­ო­გონ, რომ წყალს მარ­ტო ფუ­ლი არ ყოფ­ნის და ჭირ­დება სხვა რა­ღა­ცაც.

 

პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და მო­წი­წებით, ჩე­მო მკითხვე­ლო,

ასო­ცი­ა­ცია ასა-ს თავმჯდო­მა­რე ზა­ზა ხელა­ძე

ქუ­თა­ი­სი, აპ­რი­ლი 2018 წე­ლი

 

P.S. სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი გვახსე­ნებს, რომ წყალი ღვთი­ურ სიტყვებთა­ნაა და­კავ­ში­რებული, რაც სა­ფუძ­ველს იღებს მი­სი თვი­სებებიდან. სწო­რედ წყლით მოხდა გა­ნათ­ვლა, წყლი­დან წარ­მო­იქ­მნება ტერ­მი­ნები „შე­მიწყალე“, „მიწყალე“, „წყალობა“ და სხვა, რაც ერთხელ კი­დევ და­მა­ტებით შეგ­ვახსე­ნებს მის ზე­ცი­ე­რობის და გან­სა­კუთ­რებულ როლს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია