დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
2018 - ვიზალიბერალიზაციის, არჩევნების, პოლიტიკური სკანდალებისა და ხანძრების წელი
2018 - ვიზალიბერალიზაციის, არჩევნების, პოლიტიკური სკანდალებისა და ხანძრების წელი
სულ ნანახია 1047
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

მიიწურა კიდევ ერთი, პოლიტიკური მოვლენებით დახუნძლული წელიწადი, ამ წლის განმავლობაში ქვეყანაში და მსოფლიოშიც მრავალი უმნიშვნელოვანესი თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოხდა: დავიწყ-ეთ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მრავლად იყო გახმაურებული საქმეები - ე.წ. ციანიდის საქმე, სპეცოპერაცია და დახოცილი ტერორისტები... თუმცა, 2017 წელი მაინც ორიგინალურად -  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გინებით დასრულდა.

წლის ყველაზე მთავარი პოლიტიკური მოვლენა ალბათ ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება გახლდათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 28 მარტიდან დეკემბრამდე, შენგენის ზონაში დაახლოებით 170 ათასი გამგზავრების ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 494 (ანუ 0.3:) საზღვარზე არ შეუშვეს. პრაქტიკულად, საქართველოს მოქალაქეებმა დაუბრკოლებლად შეძლეს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობა და მომავალში ეს რიცხვი ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება. ასე რომ, თუ დღეს საბჭოთა საქართველოში მცხოვრები უფროსი ადამიანები მოსკოვში 30 მანეთად გადაფრენა-გადმოფრენით იწონებენ თავს, მომავალი თაობა უკვე ევროპაში 30 ევროდ სიარულით დაიწყებს ტრაბახს!

2017 წელი გარდა პოლიტიკური სკანდალებისა, პოლიტიკური არჩევნების წელიწადიც იყო - ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც სახელისუფლებო პოლიტიკურმა ძალამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მართალია ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის პირობებში, მაგრამ მაინც დამაჯერებლად. ამავე დროს დემოკრატიის „კლასიც“ აჩვენეს - რიგ ქალაქებში, მაგალითად ქუთაისში, მერის არჩევისათვის მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. პრინციპში, ამ კონტექსტით დიდი განსხვავება 2017 წელს არ ყოფილა - ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით იწონებდა თავს, ოპოზიცია კი ხელისუფლებას დემოკრატიის დასამარებაში ადანაშაულებდა.

რაც შეეხება სკანდალურ მოვლენებს, ალბათ ე.წ. ციანიდის საქმე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და აღსანიშნავი იყო. რა თქმა უნდა, დეტალებს აღარ შევეხები, იმდენად დაწვრილებით იყო ყველა დეტალი განხილული საზოგადოებაში, თუმცა ამ ფაქტმა აშკარად აჩვენა, რომ საქართველოს საპატრიარქოში მწვავე დაპირისპირებაა და ეს დაპირისპირება ამ წელიწადში არ დასრულებულა და როგორც ჩანს, ეს უკვე მომავალი 2018 წლის თავის ტკივილიც იქნება.

2017 წელი ხანძრების წელიწადიც აღმოჩნდა - დაწყებული ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრით, დამთავრებული ბათუმში, სასტუმროში გაჩენლი ხანძრით, რომელსაც ათზე მეტი ადამიანი შეეწირა და რომელმაც ისევ გვაჩვენა, რომ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ვერაფერი ვისწავლეთ.

2017 წლის ბოლოს კი სამთავრობო ცვლილებებით შევხვდით - გაუქმდა რამდენიმე სამინისტრო და დაინიშნენ ახალი მინისტრები, ახალმა მთავრობამ კი პარლამენტის ნდობა ისევ მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ მთლად კარგად ვერც ჩვენმა კანონმდებლებმაც გაიგეს რისთვის მოხდა ასეთი სტრუქტურული ცვლილებები და რა დადებით შედეგს მოგვცემს ეს ბოლოს). ყველაფერი ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი იქნებოდა, რომ არა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და „ნაციონალი“ ნიკა მელიას შელაპარაკება, რასაც პრემიერის გინება მოჰყვა. მართალია პრემიერმა ამის გამო შემდეგ ბოდიშიც მოიხადა, თუმცა საზოგადოების ნაწილში ამას მოწონებაც კი მოჰყვა და როგორც ამბობენ, კვირიკაშვილის პროფილს სოციალურ ქსელებში „ლაიქებიც“ კი შეემატა.

რაც შეეხება საერთაშორისო ამბებს, აქ 2017 წლის უდაო ლიდერი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაა, რომელმაც 2017 წელი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებით დაასრულა და მომავალ 2018 წელში საკმაოდ დიდი თავისტკივილი გააჩინა ახლო აღმოსავლეთში.

ბედნიერ დამდეგ ახალ წელს გისურვებთ, ძვირფასო მეგობრებო!

 

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია