დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ემიგრანტი დედა: მე რომ ემიგრაციაში ვარ, ამაში ლომის წილი განათლების სამინისტროს მიუ’ღვის...
ემიგრანტი დედა: მე რომ ემიგრაციაში ვარ, ამაში ლომის წილი განათლების სამინისტროს მიუ’ღვის...
სულ ნანახია 1278
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გა­სულ კვი­რა­ში ქუ­თა­ი­სე­ლი ემიგ­რან­ტი დე­დის,  ჟურ­ნა­ლისტ ლე­ლა თო­ლორ­და­ვას  მი­ერ გა­ნათ­ლების მი­ნის­ტრი­ს, მიხეილ ჩხენკელისათვის გაგ­ზავ­ნილ­მა ემო­ცი­ურ­მა საჯარო წე­რილ­მა სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი და ინ­ტერ­ნეტ­მე­დია და­იპყრო. ის აცხადებს, რომ ქარ­თვე­ლი დე­დების დი­დი ნა­წი­ლის ემიგ­რა­ცი­ა­ში ყოფ­ნა დიდ­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში არ­სებული პრობლე­მების, კო­რუფ­ცი­ი­სა და რე­პე­ტი­ტო­რობის ინ­სტი­ტუ­ტის შე­დე­გია.

 

გთა­ვა­ზობთ ნაწყვეტს ვრცე­ლი ღია წე­რი­ლი­დან:

 

„ბატო­ნო მი­ნის­ტრო, ახლა აქ, იტა­ლი­ის უკი­დუ­რეს სამხრეთ­ში, ქა­ლაქ რეჯო დი კა­ლაბრი­ა­ში იტა­ლი­ის დრო­ით 14:07 სა­ათია. ამ დროს არ­ცერ­თი მოს­წავ­ლე არ არის სკო­ლა­ში, უკ­ლებლივ ყვე­ლა მოს­წავ­ლე სახლშია, უკ­ვე ნა­სა­დი­ლები და დი­დი ალბათობით და­ძი­ნებული, რად­გან აქ 14:00-დან 16:00-მდე მკვდა­რი სა­ა­თია... ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში 17:07 სა­ა­თია. ჩე­მი მო­ნატ­რებული შვი­ლი კი ჯერაც არ მი­სუ­ლა სახლში და იცით, რა­ტომ?! იმი­ტომ, რომ გაკ­ვე­თი­ლების დას­რუ­ლების შემ­დეგ პირ­და­პირ მას­წავ­ლებელ­თან მი­დის. ერ­თთან კი არა, სულ მცი­რე ოთხთან­. სახლში რომ მი­დის, კარ­გა ხნის და­ღა­მებულია... ასეა მი­სი თით­ქმის ყვე­ლა თა­ნაკ­ლა­სე­ლი, პა­რა­ლელ­კლა­სე­ლი, თა­ნას­კო­ლე­ლი, თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლი და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს საჯარო სკო­ლების თით­ქმის ყვე­ლა და­მამ­თავ­რებელი (და არა მარ­ტო) კლა­სების მოს­წავ­ლეები.

ჩე­მი შვი­ლი მე-11 კლა­სის წარ­ჩი­ნებული მოს­წავ­ლე­ა, მაგ­რამ სკო­ლა­ში მი­ღებული ცოდ­ნით ში­შობს სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დების ღირ­სე­უ­ლად ჩაბარებას. სწო­რედ ამან გამხადა იძუ­ლებული, გად­მოვხვე­წი­ლიყავი უცხო ქვეყანა­ში, რა­თა შემ­ძლებოდა კერ­ძო მას­წავ­ლებლებთან სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახდა. და ეს სა­ფა­სუ­რი არც ისე მცი­რე­დი თანხაა, ყოველ შემთხვე­ვა­ში, რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტის შე­მო­სა­ვალს ბევ­რად აღე­მა­ტება. ერ­თი საგ­ნის მომ­ზა­დება სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დის­თვის 500 ლა­რი­ა, ოთხი ასე­თი სა­გა­ნი,­ ზედ და­მა­ტებული უცხო ენები და მა­თე­მა­ტი­კა, რომ­ლის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ცოდ­ნა სა­მო­მავ­ლიდ გაგ­ვი­ად­ვი­ლებს უნა­რების სწავ­ლას... თვე­ში 400 ლა­რი მარ­ტო მე­თერ­თმე­ტე კლას­ში მყოფ ჩემს შვილს, მე­ო­რე შვი­ლიც მყავს და ის მე-9 კლას­ში სწავ­ლობს, მა­საც აქვს ორი გა­მოც­და და უთ­ქმე­ლა­დაც მიხვდებით, რომ ისიც ემ­ზა­დება კერ­ძო მას­წავ­ლებელ­თან. თით­ქმის 600 ლა­რი მჭირ­დება თვე­ში რომ პირ­ნა­თე­ლი ვიყო მას­წავ­ლებლებთან...

ბატო­ნო მიხეილ, არ იფიქ­როთ პი­რად პრობლე­მა­ზე გა­კარ­გვი­ნებდეთ ძვირ­ფას დროს.ეს პრობლე­მა დგას თით­ქმის ყვე­ლა ოჯახში, სა­დაც სკო­ლის მოს­წავ­ლეა. ამ პრობლე­მის გა­მო ძა­ლი­ან ბევ­რმა დე­დამ და­ტო­ვა შვი­ლები და გად­მოიხვეწ­ნენ საზ­ღვარ­გა­რეთ. ვინც ვერ გა­ი­ღო შვი­ლის მო­მავ­ლის­თვის ეს შე­უ­ფა­სებელი მსხვერ­პლი, თავ­ში ხელებს იცემს და კრე­დი­ტებს იღებს ბან­კებიდან იმის იმე­დად, რომ გა­მოჩ­ნდება რა­ღაც. არი­ან ისე­თებიც ვის­თვი­საც ეს თანხა პრობლე­მა არ არის და ამ თე­მა­ზე საუბარი უაზ­რობად მი­აჩ­ნია. თუმ­ცა ასე­თებს თა­ვი­ან­თი შვი­ლები პრეს­ტიჟულ ე.წ. ფა­სი­ან სკო­ლებში დაჰყავთ.

ბატო­ნო მი­ნის­ტრო, შორ­ს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ სკო­ლა­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გები არ გვყავ­დეს, გვყავს და არც ისე ცო­ტა. მაგ­რამ რა ხარისხით უნ­და ას­წავ­ლოს მას­წავ­ლებელ­მა მოს­წავ­ლეებს, რო­ცა იმის ფიქ­რი­თაა მო­ცუ­ლი, რო­გორ იშო­ვოს სა­არ­სებო ფუ­ლი. იმე­დია მო­გეხსე­ნებათ, რა სა­მარცხვი­ნო გა­სამრჯელოც აქ­ვათ საჯარო სკო­ლებში პე­და­გო­გებს. რად­გან სახელ­მწი­ფომ უყურად­ღებოდ და­ტო­ვა ის ხალხი, ვის ხელ­შიც არის ქვეყნის მო­მა­ვა­ლი, მა­თაც იპო­ვეს გზა და „სა­ში­ნაო სკო­ლები“ გახსნეს. მეც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი, პე­და­გო­გი რომ ვიყო. მარ­თა­ლია ბავ­შვობაში მე­გო­ნა, რომ მას­წავ­ლებელი საჭ­მელს არ ჭამ­და, მაგ­რამ ახლა ზუს­ტად ვი­ცი, რომ ისი­ნი ჩვე­უ­ლებრი­ვი მოკ­ვდა­ვები არი­ან, მა­თაც იგი­ვე პრობლე­მა უდ­გათ, რო­გორც ყვე­ლა და­ნარ­ჩენს.

ბატო­ნო მი­ნის­ტრო, იმე­დია თქვე­ნი გა­ნათ­ლების და გა­მოც­დი­ლების პატ­რონს შეგ­წევთ ძალ-ღო­ნე და გამბედაობა იმი­სა, რომ ძი­რე­უ­ლად შეც­ვა­ლოთ გა­ნათ­ლების სფე­რო. თქვენს ად­გილ­ზე, აუ­ცი­ლებლად გა­ა­უქ­მებდი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს იმ დრომ­დე, ვიდ­რე სკო­ლა­ში გა­ნათ­ლების დო­ნე არ აი­წევ­და. გა­ვა­უქ­მებდი უფუნ­ქციო მე-12 კლასს, რა­მე­თუ და­მერ­წმუ­ნეთ, არ­ცერ­თი მე­თერ­თმე­ტე კლა­სე­ლი არ და­დის სკო­ლა­ში, ყვე­ლა­ნი რე­პე­ტი­ტო­რებთან და­დი­ან. იმ ხელ­ფასს, რო­მელ­საც სახელ­მწი­ფო გას­ცემს მე­თერ­თმე­ტე კლა­სის სწავ­ლების­თვის წყალ­ში გა­დაყრი­ლი თანხაა, არ მგო­ნი­ა, ისე მდი­და­რი იყოს ჩვე­ნი ქვეყანა, გა­და­საყრე­ლი ფუ­ლი ჰქონ­დეს.

პი­რა­დად კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­ნათ­ლების სფე­როს მსხვერ­პლი მშობელი ვარ, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ზე უა­რი რომ მათ­ქმე­ვი­ნა და უცხო ქვეყანა­ში ბადან­ტეობა მო­მი­საჯა!!!

 მინ­და მჯერო­დეს, რომ გულ­თან მი­ი­ტანთ ჩემს გუ­ლის­ტკი­ვილს და და­მეხმა­რებით სახლში დაბრუ­ნებაში. გა­ა­უქ­მეთ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დები და ამით ბევრ დე­დას დააბრუ­ნებთ შვი­ლებთან.

ბატო­ნო მიხეილ, ჩე­მი სამ­შობლო­ში დაბრუ­ნება თქვენს ხელ­შია!!!“

 

ჟურ­ნა­ლის­ტის ამ წე­რილს რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მოეხმა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლების მი­ნის­ტრი, ბატო­ნი მიხეილ ჩხენ­კე­ლი. მან პი­რა­დად ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კა ემიგ­რანტ დე­დას.

 

ამ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ, ლე­ლა თო­ლორ­და­ვამ უფ­რო იმე­დი­ა­ნი წე­რი­ლი გა­ავ­რცე­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც წერს:

მი­ნის­ტრმა ნახევარ სა­ათ­ზე მე­ტი მე­საუბრა, მითხრა, გა­ვე­ცა­ნი თქვენს ღია წე­რილს და ყვე­ლა­ფერ­ში  გე­თანხმებითო.  სა­მი­ნის­ტროს­ძა­ლი­ან ბევ­რი  მუ­შაობა მო­უ­წევს, სკო­ლა სას­წავ­ლო და­წე­სებულებას რომ და­ამ­სგავ­სო­სო. მე­საუბრა პე­და­გო­გების გა­დამ­ზა­დებაზე, სას­წავ­ლო  პროგ­რა­მებზე,  სახელ­მძღვა­ნე­ლოების შეც­ვლა­ზე. უკ­ვე მიმ­დი­ნა­რეობს ამ სა­კითხებზე­მუ­შაობა და გპირ­დებით, ყვე­ლა სახელ­მძღვა­ნე­ლოს პი­რა­დად გა­ვეც­ნობიო.  რაც შეეხება სკო­ლებში გა­მე­ფებულ კო­რუფ­ცი­ას  და ,,სა­ში­ნაო სკო­ლებს'',  სას­წრა­ფო წე­სით მოხდება  ამ ფაქ­ტების გა­მოვ­ლე­ნა და შე­საბამი­სი  ზო­მებიიქ­ნება მი­ღებულიო. დიახ, ბატობო მი­ნის­ტრო, თქვენ ღირ­სება უნ­და დაუბრუ­ნოთ ქუ­თა­ი­სის პირ­ველ საჯარო სკო­ლას, სკო­ლას, რო­მელ­მაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის გრან­დები აღ­ზარ­და-მეთ­ქი. ღირ­სება უნ­და დაუბრუ­ნოთ ყვე­ლა სკო­ლას , რო­მე­ლიც­კო­რუფ­ცი­ა­შია ჩაფ­ლუ­ლი... თით­ქმის ყვე­ლა ე.წ. პრეს­ტიჟული სკო­ლა ორ­მა­გი სტან­დარ­ტებით ას­წავ­ლის-მეთ­ქი.

გპირ­დებითო, ყვე­ლა ის კა­ნონ­დარ­ღვე­ვა იქ­ნება გა­მოვ­ლე­ნი­ლი და შე­საბამი­სი ღო­ნის­ძიებები გა­ტარ­დება. ჩე­მი მი­ზა­ნიც ესა­აო...

***

 

ემიგ­რან­ტი დე­დი­სა და მი­ნის­ტრის საჯარო საუბრებს ჯერჯერობით ის შე­დე­გი მოჰყვა, რომ სა­ზო­გა­დოების ერ­თმა ნა­წილ­მა მო­ი­წო­ნა ლე­ლა თო­ლორ­და­ვას გამბედაობა, ხოლო მე­ო­რე ნა­წილ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი ტა­ლახი ეს­რო­ლა ლე­ლას და მის შვი­ლებს. 

სა­მი­ნის­ტრო­დან რე­ა­გი­რება კი  ჯერჯერობით მხოლოდ ის იყო, რომ ქუ­თა­ი­სის პირ­ველ საჯარო სკო­ლა­ში აუ­დი­ტი შე­ვი­და შე­სა­მოწ­მებლად და იმა­ვე დღეს უკან­ვე კმაყოფი­ლი გა­მო­ვი­და, არა­ნა­ირ დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არა აქ­ვსო. ამ ფაქ­ტთან და­კავ­ში­რებით ქუ­თა­ი­სის რე­სურ­სცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ბად­რი ვა­შა­კი­ძემ მე­დი­ას გა­ნუცხადა, რომ აუ­დი­ტის შეს­ვლა პირ­ველ სკო­ლა­ში სწო­რედ მშობლის წე­რილს უკავ­შირ­დებოდა, ხოლო თა­ვად გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სახურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ეს გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მება იყო და არა­ნარ წე­რილ­თან კავ­ში­რი არ ჰქონ­და.

 

 

ნანა გულბანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია