დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა და­გიჯდებათ დას­ვე­ნება სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტებზე
რა და­გიჯდებათ დას­ვე­ნება სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტებზე
სულ ნანახია 1291
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

სა­ქარ­თვე­ლოს ზამ­თრის კუ­რორ­ტებზე ახალი სე­ზო­ნის­თვის ემ­ზა­დებიან. ტურ-ოპე­რა­ტო­რების ცნობით, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­რორ­ტები გუ­და­უ­რი და ბაკუ­რი­ა­ნი­ა, თუმ­ცა ბოლო დროს მეს­ტი­ა­ში წამ­სვლე­ლების მსურ­ვე­ლიც ბევ­რია. კომ­პა­ნიების თქმით, სას­ტუმ­როებისა და კო­ტეჯების დაჯავ­შნა უკ­ვე დაწყებულია.

რო­გორც კომ­პა­ნია „ვიპ ლა­ინ თრე­ვე­ლის“ ტუ­რიზ­მის და მარ­კე­ტინ­გის მე­ნეჯერ­მა, ნა­ნა როს­ტობაი­ამ „ბიზ­ნეს­პრეს­ნი­უს­თან“ საუბრი­სას გა­ნაცხადა, ზამ­თარ­ში ქარ­თვე­ლები ძი­რი­თა­დად უპი­რა­ტე­სობას ბაკუ­რი­ანს, გუ­და­ურ­სა და სვა­ნეთს ანი­ჭებენ.

„ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი გუ­და­უ­რია და ერ­თდღი­ა­ნი ტუ­რის ფა­სი აქ 20 ლა­რი­დან იწყება და მოთხოვ­ნების შე­საბამი­სად მი­სი ფა­სი იზ­რდება. ბაკუ­რი­ან­ში კი ფა­სები 25 ლა­რი­დან იწყება. მეს­ტი­ა­ზე მოთხოვ­ნა ნაკ­ლებია, იქ უფ­რო ექ­სტრე­მის მოყვა­რუ­ლები მი­დი­ან. ქარ­თვე­ლები ძი­რი­თა­დად ერთ და ორ­დღი­ან ტუ­რებს ითხოვენ. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის შემთხვე­ვა­ში უფ­რო საოჯახო სას­ტუმ­როებს ირ­ჩე­ვენ.

რაც შეეხება ფა­სებს, წელს გუ­და­ურ­ში სას­ტუმ­როების ფა­სები 50 ლა­რი­დან იწყება, შარ­შან მა­გა­ლი­თად 35 ლა­რი იყო. 6 კა­ცი­ა­ნი კო­ტეჯების ფა­სები უკ­ვე 200 ლა­რამ­დე ღირს. დე­კემბერ­ში კი­დევ უფ­რო გაძ­ვირ­დება“ - აღ­ნიშ­ნა როს­ტობაი­ამ.

NIMATOURS-ის დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ამ ზა­უ­ტაშ­ვი­ლის თქმით, ზამ­თარ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­რორ­ტებია - გუ­და­უ­რი, ბაკუ­რი­ა­ნი, თეთ­ნულ­დი, გო­დერ­ძი­ა­ნი.

„იმის გა­მო რომ თეთ­ნულ­დი და გო­დერ­ძი­ა­ნი ძვი­რი ჯდება, უპი­რა­ტე­სობას ბაკუ­რი­ან­სა და გუ­და­ურს ანი­ჭებენ. აქ შე­საძ­ლებელია 1-3 დღი­ა­ნი ტუ­რებიც გა­კეთ­დეს, ამი­ტო­მაც უფ­რო მე­ტი სარ­გებლობს. რო­გორც წე­სი ახალ­გაზ­რდები უფ­რო მე­ტად უპი­რა­ტე­სობას კო­ტეჯებს ანი­ჭებენ, სა­შუ­ა­ლო ასა­კის ხალხს კი კარ­გი სას­ტუმ­რო და კომ­ფორ­ტი იზი­დავს. ერ­თდღი­ა­ნი ტუ­რები 15-20 ლა­რი­დან იწყება. 5 დღი­ა­ნი ტუ­რები 180 ლა­რი ჯდება, რა­შიც სას­ტუმ­რო, ორჯერა­დი კვება და ტრან­სპორ­ტი­რება შე­დის, - გა­ნაცხადა ზა­უ­ტაშ­ვილ­მა.

რო­გორც „ლა­ზი­კა თრე­ვე­ლის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ქე­თი პავ­ლი­აშ­ვილ­მა „ბიზ­ნეს­პრეს­ნი­უს­თან“ საუბრი­სას აღ­ნიშ­ნა, ქარ­თვე­ლები ძი­რი­თა­დად კო­ტეჯებს ითხოვენ, ხოლო უცხოე­ლები სას­ტუმ­როებს.

„ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნა გუ­და­ურ­სა და ბაკუ­რი­ან­ზე­ა, ფა­სები და­მო­კი­დებულია თუ რამ­დე­ნი ხნით და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მი­დის. ჯავ­შნები დაწყებულია და გრძელ­დება, - გა­ნაცხადა პავ­ლი­აშ­ვილ­მა.

რაც შეეხება სას­ტუმ­როებისა და კო­ტეჯების ფა­სებს, ბაკუ­რი­ან­ში შე­გიძ­ლი­ათ ნახოთ რო­გორც სას­ტუმ­როები ასე­ვე ბინები, კო­ტეჯები და საოჯახო ტი­პის სას­ტუმ­როები. შე­საბამი­სად ფა­სებიც განსხვა­ვებულია. სას­ტუმ­როების ფა­სები 50 ლა­რი­დან იწყება და 400 ლა­რამ­დეც ადის. საოჯახო ტი­პის სას­ტუმ­როების ფა­სები კი 20 ლა­რი­დან იწყება და 150 ლა­რამ­დეა. რაც შეეხება კო­ტეჯებს, მი­სი ფა­სი 130-დან 800 ლა­რამ­დე მერყეობს, რაც და­მო­კი­დებულია ზო­მა­სა და კომ­ფორ­ტზე.

გუ­და­უ­რის ფა­სები ბაკუ­რი­ა­ნის­გან განსხვავ­დება. სას­ტუმ­როების ფა­სები 80 ლა­რი­დან 300 ლა­რამ­დე მერყეობს. საოჯახო სას­ტუმ­როების ფა­სები კი 65-დან იწყება. კო­ტეჯის ფა­სები კი 150 ლა­რი­დან 500 ლა­რამ­დე მერყეობს.

სვა­ნე­თი შე­და­რებით ახალი კუ­რორ­ტია და მოთხოვ­ნაც ნაკ­ლებია, თუმ­ცა თა­ვი­სი მომხმა­რებელი მა­ინც ჰყავს. სას­ტუმ­როების ფა­სები 60 ლა­რი­დან 200 ლა­რამ­დე მერყეობს. საოჯახო სას­ტუმ­როებში დას­ვე­ნებას კი 20-150 ლა­რად შეძ­ლებთ.

 

წყარო: „ბიზ­ნეს­პრეს­ნი­უ­სი“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია