დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭი­ა­თუ­რელ სა­პა­ტარ­’ლოებს „მა­რი გოლ­დი“-მ სა­დე­დოფ­ლო კაბები აჩუ­ქა
ჭი­ა­თუ­რელ სა­პა­ტარ­’ლოებს „მა­რი გოლ­დი“-მ სა­დე­დოფ­ლო კაბები აჩუ­ქა
სულ ნანახია 2289
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ზე­მო იმე­რეთ­ში, ჭი­ა­თუ­რა­ში, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფო­რუ­მი „მთა და ქორ­წი­ნება“ გა­ი­მარ­თა. ამ დღეს ჭი­ა­თუ­რის ქუ­ჩებში ცნობილი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოების მო­დე­ლებმა და ჟურ­ნა­ლის­ტებმა სა­ქორ­წი­ლო კაბების ღია ჩვე­ნება მო­აწყვეს, რო­მე­ლიც შემ­დგომ ჭი­ა­თუ­რის უძ­ვე­ლეს თე­ატ­რში კი­დევ უფ­რო დი­დი ღო­ნის­ძიებით გაგ­რძელ­და.

 

ეს კრე­ა­ტი­უ­ლი იდეა ცნობილი კომ­პა­ნი­ის,  „ქარ­თუ­ლი ბრენ­დი - მა­რი გოლ­დი“-ს  დამ­ფუძ­ნებელს, თა­მარ ნა­დი­რა­ძეს ეკუთ­ვნის. ღო­ნის­ძიების ორ­გა­ნი­ზებაც სწო­რედ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­ერ მოხდა.

ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის  საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, ინა ასა­ნი­ძის თქმით, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფო­რუ­მი ჭი­ა­თუ­რა­ში ქორ­წი­ნების წახალი­სების მიზ­ნით გა­ი­მარ­თა.

ამ ღო­ნის­ძიების ფარ­გლებში კომ­პა­ნია „მა­რი გოლ­დი“-მ და ჭი­ა­თუ­რელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა ქალბატონ­მა ნა­ნა ნო­ზა­ძემ  ჭი­ა­თუ­რის რი­ტუ­ა­ლების სახლს, პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, სა­ჩუქ­რად გა­დას­ცეს 70-მდე კაბა. ანუ ყვე­ლა გო­გო­ნას, ვინც იქორ­წი­ნებს, სა­ნამ საკ­მა­რი­სი იქ­ნება ეს კაბები, რი­ტუ­ა­ლების  სახლი, თა­ვი­სი მა­კიაჟითა და ვარცხნი­ლობით სა­ჩუქ­რად გა­დას­ცემს ამ კაბას ნების­მი­ერ პა­ტარ­ძალს. ეს არის ქორ­წი­ნების წახალი­სების­თვის, რად­გან შობადობა გა­ცი­ლებით ნაკ­ლებია ჩვენს რა­ი­ონ­ში, ვიდ­რე სხვა­გან.

რა­კი თა­ვად „მა­რი გოლ­დი“-ს და­მფუძ­ნებელი თა­მარ ნა­დი­რა­ძე  ჭი­ა­თუ­რე­ლია და ჩვე­ნი მე­რიც არის ნა­დი­რა­ძე, ეს თა­მარ­მა გაგ­ვი­კე­თა სა­ჩუქ­რად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტეს და ვფიქ­რობ, რომ ქორ­წი­ნების წახალი­სების­თვის ეს არის ძა­ლი­ან კარ­გი სა­ჩუ­ქა­რი. თი­თო კაბა 500-დო­ლა­რი­ა­ნი­ა, მი­ნი­მუმ“, - გა­ნაცხადა ინა ისა­ნი­ძემ.

 

თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ჭი­ა­თუ­რის მერ­მა პა­ა­ტა ნა­დი­რა­ძემ, ჭი­ა­თუ­რის მაჟორი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა სულხან მახათა­ძემ, საკ­რებულოს თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, ინა ასა­ნი­ძემ, კომ­პა­ნია "მა­რი გოლ­დი“-ს თავმჯდო­მა­რემ თა­მარ ნა­დი­რა­ძემ და იუ­რის­ტთა უმაღ­ლე­სი სკო­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირ­მა კახიძემ 3 ხან­ზა­მულ და 3 ახლად და­ქორ­წი­ნებულ პირს სა­მახსოვ­რო სა­ჩუქ­რები გა­დას­ცეს. „ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სცე­ნა­ზე ამო­სუ­ლი ხან­დაზ­მუ­ლი წყვი­ლები იყვნენ, რომ­ლებიც 50 წე­ლი ერ­თად ცხოვ­რობენ. ახლად და­ქორ­წი­ნებულ­მა წყვი­ლებმა კი პი­რობა და­დეს, რომ მი­ნი­მუმ 3 შვილს გა­უ­ჩე­ნენ ქვეყანას,“ - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი აღორ­ძი­ნების ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თა­მარ ჩიბურ­და­ნი­ძე - „სა­ოც­რად ლა­მაზ ღო­ნის­ძიებას მუ­სი­კა­ლუ­რი ნომ­რებით კვარ­ტე­ტი "ჭი­ა­თუ­რა" აფორ­მებდა. ვფიქ­რობ, ეს დღე დიდხანს ემახსოვ­რება ქა­ლაქს.“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია