დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამტრედია არჩევნების მოლოდინში
სამტრედია არჩევნების მოლოდინში
სულ ნანახია 1442
ავტორი:

 

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიიდან კენჭს მოქმედი გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია იყრის, მას კონკურენციას „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ავთანდილ სტურუა უწევს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ - მამუკა ბიბილეიშვილი, „ლეიბორისტებიდან“ - გიორგი ჯიმშელეიშვილი, „პატრიოტთა ალიანსიდან“ -  კამო კანდელაკი, „შენების მოძრაობიდან“ კი - იმედა გოგავა.

ოპეზიციური პარტიის კანდიდატები საარჩევნო გარემოს არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგი ამბობს, რომ ხელისუფლება ყველა ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ზოგიც ფიქრობს, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაზე საუბრობენ ძველი თანაგუნდელები „ევროპული საქართველოდან“ - ავთანდილ სტურუა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა ბიბილეიშვილი.

ავთანდილ სტურუა: „განსაკუთრებული ზეწოლა მიმდინარეობს სკოლამდელი დაწესებულების წარმომადგენლებსა და რკინიგზელებზე, მათ ყველა გზით აიძულებენ, რომ შემოხაზონ 41, მოიტანონ მხარდამჭერთა სიები, ერთ-ერთი პარტიის კანიდიდატი ზეწოლით აიძულეს და მოახსნევინეს კანდიდატურა“.

მხარდამჭერებისა და კოორდინატორების ზეწოლაზე საუბრობს მამუკა ბიბილეიშვილი: „ჩვენს ერთ-ერთ კოორდინატორს დახვდნენ და გამოკითხვა დაუწყეს. ჰკითხეს: შენი შვილი ხომ მედალოსანიაო? ეს არის პირდაპირი დაშინება და გაფრთხილება, რომ ჩვენს საასრგებლოდ არ იმუშონ. ასევე ერთ-ერთი კოორდინატორის სახლში დილის ექვს საათზე ჩაატარეს ჩხრეკა, ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს მის მცირეწლოვან ბავშვებს.

ზეწოლა არის საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც. ჩვენ ვააშკარავებთ საუბნო საარჩევნო კომისიაში დარღვევებს, მაგრამ სასამართლო, კომისიისთვის ხელისშეშლის მოტივით, იმ ადამიანებს აჯარიმებს.“

„შენების მოძრაობის“ კანდიდატი  იმედა გოგავა ამბობს, რომ ერთი შეხედვით მშვიდი გარემოს უკან ძალიან დაძაბული სიტუაციაა.

„ხელისუფლება უხეშად იყენებს ყველა ადმინისტრაციულ რესურსს, ისინი აშინებენ ყველა ა(ა)იპ-ის თანამშრომელსა და საჯარო მოხელეს. ამათმა ერთი-ერთზე გადმოიღეს ნაციონალების ყველა მეთოდი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ბაღების თანამშრომლებთან მოეწყო შეხვედრა და იმის გამო, რომ არავინ წასულიყო, კარი გადაკეტეს, „ოცნება“ ვერ ელევა პომპეზურობის განცდას. ასეთი ფაქტიც იყო - ყველა საჯარო მოხელემ დაწერა განცხადება გათავისუფლების თაობაზე იმ დღეს, როცა მერობის კანდიდატებთან იყო შეხვედრა.“

საარჩევნო გარემოს სამტრედიაში დადებითად აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი გიორგი         ჯიმშელეიშვილი.

„ვერ ვიტყვი, რომ აქ რაიმე კატასტროფა ხდება, მშვიდი გარემოა, ცენტრალური ხელისუფლებიდან არ გვაქვს ხელშეწყობა, სესხიც კი არ მოგვცეს. არ გვაქვს სატელევიზო დრო ცენტრალურ ტელეარხებზე.“

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი კამო კანდელაკი კი საარჩევნო გარემოზე ამბობს, რომ სამართილიანი გარემოა. „ჯერჯერობით, ასეა, ვნახოთ, მერე რა იქნება“.

 

მაკა ჩინჯიშვილი

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

 

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია