დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგი წულაია: „დღევანდელი მთავრობა ატყავებს თავის მოსახლეობას!“
გოგი წულაია: „დღევანდელი მთავრობა ატყავებს თავის მოსახლეობას!“
სულ ნანახია 1581
ავტორი:

 

 

ქუთაისში ბუნებრივი აირის გაძვირებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.  აქციის ორგანიზატორი იყო ბლოკი „გაერთიანებული დემოკრატები,თავისუფალი საქართველო“-ს მერობის კანდიდატი გოგი წულაია.

 

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაინიშნოს მიუკერძოებელი აუდიტი, რომელიც შეამოწმებს და გვეტყვის, არის თუ არა ეს ფასი რეალური. დღევანდელი მთავრობა ატყავებს თავის მოსახლეობას. ჩვენ განცდა გვაქვს, რომ ეს არის კორუფციული მთავრობის წევრების  გაუმაძღარი გემოვნების დასაკმაყოფილებელი ტარიფი. მინდა გავაფრთხილო საზოგადოება, თუ ჩვენ ახლა არ დავანახებთ ხელისუფლებას ჩვენს ძალას, ძალიან მალე გაძვირდება დენი და წყალი. უკვე შეტანილია სემეკში განცხადება გაძვირების შესახებ.“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებს და როგორც გოგი წულაიამ განაცხადა, როდესაც ხელმოწერების რაოდენობა 30 000-ს მიაღწევს, კიდევ ერთ აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, გაზის ტარიფი რეგიონებში გაძვირდა 30%-ით (რეგიონებში - 11-12 თეთრით, ხოლო თბილისში - 0,5 თეთრით).

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია