დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისელი მედიკოსები ნათელა ციბაძის საოჯახო ალბომიდან
ქუთაისელი მედიკოსები ნათელა ციბაძის საოჯახო ალბომიდან
ავტორი: ქეთევან ბახუტაშვილი
სულ ნანახია 2290
ავტორი:
ქეთევან ბახუტაშვილი
მსგავსი სიახლეები

 

 

უკვე მეორე წელია, ქუთაისში 8 ივლისს მედიკოსთა პროფესიული დღე აღინიშნება. წელს ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქალაქის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მერიისა და გუბერნიის, ასევე, მოქმედი კლინიკების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სხვებმა.

მედიკოსთა პროფესიულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვისა და ამ სფეროში წლების მანძილზე გაწეული ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები გადაეცათ ცნობილ ექიმებს: ბადრი ალფაიძეს, ოთარ მეტრეველს, ვახტანგ დანელიას, დავით ჭაჭიაშვილს, ვერა ნოდიას, თენგიზ ლობჟანიძეს, გიორგი ბერეკაშვილს, მედეა კვარაცხელიას, ბორის ჩაკვეტაძეს, ამალია მარგველაშვილს, ნანა ძიძიგურს, შოთა ბოდოკიას, დარეჯან დეისაძეს, ამირან კოპალიანსა და მანანა კობულაშვილს.

ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა სამ ექიმს: მაგული ჩხობაძეს, თემურ ნადირაძესა და ლერი ხონელიძეს.

 

ვულოცავ თითოეულ მათგანს და მინდა ამ დღეს გამოვეხმაურო ჩემს საოჯახო ალბომში დაცული რამდენიმე ფოტოსურათით. ისინი ეკუთვნის დედას, 86 წლის ნათელა ციბაძეს, რომელიც დღესაც სიამოვნებით იგონებს გარდასულ წლებს, როცა ექიმთა მრავალათასიანი კოლექტივი თავდაუზოგავად ემსახურებოდა და ქალაქის მოსახლეობას, მუშა-მოსამსახურეებს. დარწმუნებული ვარ, მათი გვარ-სახელების ჩამოთვლაც კი, ბევრს გაახსენებს მათ მოღვაწეობას, პროფესიონალიზმს, ადამიანობას, კეთილ საქმეებს. მათ ხომ წარუშლელი კვალი დატოვეს ქალაქის სამედიცინო სფეროს განვითარებაში. დღეს ყველა მათგანი ქუთაისის მედიცინის ისტორიის ნაწილი და კუთვნილებაა.

 

სურათები გადაღებულია 1981 წელს, ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილებაში (ჯანგანი) მორიგი სამუშაო თათბირის შემდეგ.

 

პირველ სურათზე პირველ რიგში, მარცხნიდან: ტუბდისპანსერის ექიმი (გვარი უცნობია); ნათელა ციბაძე - 3 პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელი; მარი ლომთაძე _ქალთა 4 კონსულტაციის მთავარი ექიმი; გულისა ჩაჩავა - ბავშვთა სტომატოლოგიური პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; უცნობი; თამარ სულაქველიძე - სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; ლეილა შათირიშვილი - ბავშვთა მეორე პოლიკლინიკის მთავარი ექიმი.

მეორე რიგში, მარცხნიდან: ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე, გვარი უცნობია; ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გვარი უცნობია; გენადი ჩირაძე - ბავშვთა 1 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; ბესო ფიჩხაძე -1 საავადმყოფოს ნევროპათოლოგი; ალექსანდრე (საშა) კვიტაშვილი_ქალაქის მთავარი რენტგენოლოგი; იოსებ (სოსო) გელოვანი - ქალაქის მთავარი გინეკოლოგი; შოთა დანელია - 1 საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ყოფილი ჯანგანის გამგე; კოტე გეგელაშვილი - ქალაქის მთავარი ნევროპათოლოგი; ოთარ ჩხობაძე_ავტოქარხნის მედსანნაწილის მთავარი ექიმი; მიხეილ (მიშა) კეთილაძე -1 საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.


 

მეორე სურათზე, სხედან, მარცხნიდან: ნათელა ციბაძე, მარი ლომთაძე, მიშა კეთილაძე, ოთარ ჩხობაძე, ლეილა შათირიშვილი, ლილი მელაძე - კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

დგანან, მარცხნიდან: მეორე ძოძუაშვილი - სასწრაფო სამედ. დახმარების მთავარი ექიმი; გენადი ჩირაძე; ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს განყოფილების გამგე, გვარი უცნობია; შოთა დანელია, ბესო ფიჩხაძე, გულისა ჩაჩავა.

 

მესამე სურათზე (10. 08. 1973) აღბეჭდილნი არიან, მარცხნიდან:  თამარ კახიანი, თერაპევტი; ნიკოლოზ ნაცვლიშვილი -3 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; თინა ჭუმბურიძე, თერაპევტი; ნათელა ციბაძე, 3 პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე.

 

მეოთხე სურათზე (07. 03. 1974), მარცხნიდან: გულნარა ნადარეიშვილი, თერაპევტი; ნიკოლოზ ნაცვლიშვილი; ნათელა ციბაძე.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია