დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მურ­მან გუბელა­ძე: „სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილი თავიანთი კორპუსების დახვეტა-დასუფთავებასაც კი ჩვენგან ითხოვს“
მურ­მან გუბელა­ძე: „სამწუხაროდ, მოსახლეობის ნაწილი თავიანთი კორპუსების დახვეტა-დასუფთავებასაც კი ჩვენგან ითხოვს“
სულ ნანახია 1627
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

გა­ზე­თი  „პოს­ტსკიპ­ტუ­მი“ აგ­რძე­ლებს რუბრი­კას  „შე­ნი ხმა საკ­რებულო­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნია თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებამ­დე  იმ მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტების საქ­მი­ა­ნობის შე­ფა­სება, რო­მე­ლიც მო­სახლეობამ 2014 წელს აირ­ჩია.

 

დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი რუბრი­კის სტუ­მა­რია ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარხანის მაჟორი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც მმარ­თველ ხელი­სუფ­ლებას წარ­მო­ად­გენს.

 

* * *

ინ­ფორ­მა­ცია ავ­ტობიოგ­რა­ფი­ი­დან:

მურმან გუბელაძე: დაბადების თა­რი­ღი 06.07.1959; გა­ნათ­ლება -უმაღ­ლე­სი (32-ე საჯარო სკო­ლის პე­და­გო­გი).

 

* * *

ბატო­ნი მურ­მან გუბელა­ძე კო­ა­ლი­ცია „ქარ­თულ­მა ოც­ნებამ “ მაჟორი­ტა­რობის კან­დი­და­ტად  2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებში და­ა­სახელა.  ამომ­რჩე­ველ­მა აღ­ნიშ­ნულ კან­დი­დატს სრუ­ლი ნდობა გა­მო­უცხადა და  მე­ოთხე წე­ლია ბატო­ნი მურ­მა­ნი ავ­ტო­ქარხანის „ხმაა“ საკ­რებულო­ში.

რამ­დე­ნად კმაყოფი­ლი არი­ან ამომ­რჩევ­ლები თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნით და მურ­მან გუბელა­ძის 4 წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნობით, ამის გა­სარ­კვე­ვად ქუ­ჩის გა­მო­კითხვა ჩა­ვა­ტა­რეთ. დაახლოებით 30 ადა­მი­ანს გა­ვე­საუბრეთ.

„კარ­გი პე­და­გო­გი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი­ა,­რო­გორც მაჟორი­ტარს კი არ ვიც­ნობთ,“ -  ასე­თი პა­სუხი გაგ­ვცა გა­მო­კითხულ­თა უმ­რავ­ლე­სობამ. 

***

წყლით სავ­სე სარ­და­ფები, სიჩ­ქა­რის შემ­ზღუ­და­ვი ბარი­ე­რების არარ­სებობა გზებზე, გა­უკ­რე­ჭა­ვი გა­ზო­ნები, არა­საკ­მა­რი­სი ურ­ნები -  ეს იმ პრობლე­მების არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­ა,­რო­მე­ლიც გა­მო­კითხული მო­სახლეობის ნა­წილ­მა დაგ­ვი­სახელა.  მა­ტი­ვე თქმით, ეს პრობლე­მები იდ­გა 2015 წელ­შიც და დღე­საც იგი­ვეა. 

 

 

****

სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნობის  და  გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რებების  შე­ფა­სება ვთხოვეთ თვი­თონ მაჟორი­ტარს.

მურ­მან გუბელა­ძეს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და ის ფაქ­ტი, რომ მი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი  არ იც­ნობს, თუმ­ცა განსხვა­ვებული არ­გუ­მენ­ტი ვერ დაგ­ვი­სახელა.   „ჩე­მი ამომ­რჩე­ვე­ლი ად­რი­დან მიც­ნობს,  სხვა სამ­სახურებიდა­ნაც. მო­სახლეობის  ყვე­ლა პრობლე­მა გულ­თან ახლოს მი­მაქვს, ჩე­მი მე­ზობლები ჩემ მზეს იფი­ცებენ, რომ შემხვდებიან და მიკ­ვირს, ასე რა­ტომ ამბობენ. "

მურ­მან გუბელა­ძეს სამ­სახურ­ში, ავ­ტო­ქარხანის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ვე­საუბრეთ. მი­სი თქმით, პა­რას­კე­ვი დღე 11:00 სა­ა­თი­დან მო­ქა­ლა­ქეებთან  შეხვედ­რებს ეთ­მობა,  თუმ­ცა ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის დროს არა­ვინ მო­სუ­ლა. ბატონ­მა მურ­მან­მა ვერც კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რი დაგ­ვი­სახელა, თუ რამ­დე­ნი ამომ­რჩევ­ლის განცხადება შე­ვი­და დე­პუ­ტატ­თან ამ ხნის მან­ძილ­ზე.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ „ოქ­როს კოშ­კების“ აშე­ნებას არავს და­პი­რებია და რაც შე­უძ­ლია მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებში, აკე­თებს.

მურ­მან გუბელა­ძემ გვითხრა, რომ მო­სახლეობის მი­ერ და­სახელებული ყვე­ლა პრობლე­მა შე­საბამის ორ­გა­ნოებში დაყენებული აქვს, რად­გან ყვე­ლა პრობლე­მის გა­დაჭ­რა თვი­თონ არ შე­უძ­ლი­ა, თუმ­ცა ზოგჯერ სწო­რედ ამ ორ­გა­ნოების მი­ერ ყოვ­ნდება პრობლე­მუ­რი სა­კითხების გა­დაჭ­რა, რაც დე­პუ­ტა­ტის­თვი­საც  მი­უ­ღებელია.

მან საუბრი­სას ისიც აღ­ნიშ­ნა,­რომ სო­ცი­ა­ლუ­რი პრობლე­მებით დამ­ძი­მებული მო­სახლეობა ხში­რად უფ­რო პი­რა­დი სა­ჭი­როებების მიზ­ნით აწუხებს, ვიდ­რე სა­ერ­თო სატ­კი­ვა­რით.

- მოხუცი ქალბატო­ნები ,რომ­ლებიც ოპე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სებას ითხოვ­დნენ, პი­რა­დად შე­მიყვა­ნია საკ­რებულო­ში ხელ­კა­ვით და სხვადსხვა სა­რე­ზერ­ვო ფონ­დების დახმა­რებით მოგ­ვი­ძებნია სა­ჭი­რო თანხა. ისე­თი ადა­მი­ა­ნებიც მო­სუ­ლან ჩემ­თან­,რომ­ლებიც მა­თი მდგო­მა­რეობის გათ­ვა­ლის­წი­ნებით არ სა­ჭი­როებდნენ ბიუჯეტი­დან დახმა­რებას, მათ ცხადი­ა, უა­რით ვის­ტუმ­რებდი. ისი­ნი ალბათ ნაწყენი არი­ან და არც მიკ­ვირს. მარ­თლა კარ­გად ვიც­ნობ ამ უბანს და ყვე­ლას მდგო­მა­რეობა ვი­ცი, ვე­რა­ვინ ვერ იტყვის­, რომ მე სხვი­სი გსა­ჭი­რი გულ­თან ახლოს არ მი­მე­ტა­ნოს"  - ამბობს ქუ­თა­ი­სის საკ­რებულოს დე­პუ­ტა­ტი მურ­მან გუბელა­ძე

მო­სახლეობის კრი­ტი­კას დე­პუ­ტა­ტი გა­გებით ეკი­დება, რად­გან ფიქ­რობს, რომ მმარ­თვე­ლი ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლის­გან ყოველ­თვის მეტს ითხოვენ. "კი ბატო­ნო, ყვე­ლა სა­კითხი ვერ მო­ვუგ­ვა­რე, მაგ­რამ გა­ნა­თებები რომ გა­ვა­კე­თეთ  და რა­ღა­ცებიც შე­ვა­კე­თეთ, ამა­სა­ც ა­რა­ვინ ამბობს. სამ­წუხაროდ, სა­ზო­გა­დოების მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი მხოლოდ მოთხოვ­ნებს აყენებს და თა­ვად არა­ნა­ი­რი მო­ქა­ლა­ქეობრი­ვი თუ სახელ­მწი­ფოებრი­ვი პა­სუხის­მგებლობა არ გა­აჩ­ნია. თა­ვი­ან­თი კორ­პუ­სების სა­დარბაზოების დახვე­ტა-და­სუფ­თა­ვებასაც  კი ჩვენ­გან ითხოვენ"- ამბობს მურ­მან გუბელა­ძე.

ბატონ­მა მურ­მა­ნიმ საუბრის ბოლოს გვითხრა,­რომ მაჟორი­ტა­რობა მის­თვის ძა­ლი­ან დი­დი პა­სუხის­მგებლობა არის და ჯერ არ აქვს გა­დაწყვე­ტი­ლი, მომ­ვალ არ­ჩევ­ნებში კვლავ მი­ი­ღებს თუ არა მო­ნა­წი­ლეობას. "თუ პარ­ტია ჩათ­ვლის­,რომ მე სა­ჭი­რო ვარ, დავ­ფიქ­რდები, ვიყარო თუ არა კენ­ჭი, ჯერ არ მაქვს გა­და-       წყვე­ტი­ლი."

 

 

 

ლი­კა დევ­და­რი­­ნი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია