დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ის ახალი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა
თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ის ახალი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა
სულ ნანახია 1423
ავტორი:

ხელი­სუფ­ლება მკვლელ ბიზ­ნესს გა­­რიგ­და?!

 

თამბაქოს კონტროლის ალიანსის სპეციალური განცხადება

 

თა­ამბაქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი სკან­და­ლურ ბრალ­დებას ავ­რცე­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის განცხადებით, აღ­მას­რუ­ლებელი ხელი­სუფ­ლება თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ის ზე­წო­ლით, თამბაქოს კონ­ტრო­ლის შე­სახებ ახლახან გამ­კაც­რებული კა­ნო­ნის შეც­ვლას, მე­ტიც შერბილებას ითხოვს და პარ­ლა­მენტს ცვლი­ლების ახალ პრო­ექტს სთა­ვა­ზობს, რომ­ლის მიხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში თამბაქოს ნა­წარ­მი სა­და შე­ფუთ­ვით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის 4 წლით გა­და­ვა­დებას ითხოვს. 

„28 ივ­ნისს, სან­დო წყარო­ზე დაყრდნობით, გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვეთ თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ის მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა, დაბლო­კოს ახლად მი­ღებული თამბაქოს კონ­ტრო­ლის კა­ნო­ნის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მუხლი, - თამბაქოს ნა­წარ­მის შე­ფუთ­ვის სტან­დარ­ტი­ზების შე­სახებ მუხლების ამოქ­მე­დების ვა­დად 2018 წლის 1 იან­ვრის ნაც­ვლად 2022 წლის 31 დე­კემბერი შე­ი­ტა­ნონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის და­მუ­შა­ვება კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ გა­რე­მო­ში, ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტრო­ში, ყოველ­გვა­რი საჯარო განხილ­ვის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რეობს და ცდი­ლობენ, რომ მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ბოლო სე­სი­ა­ზე ან  სპე­ცი­ა­ლუ­რად  და­ნიშ­ნულ სე­სი­ა­ზე დაჩ­ქა­რებული წე­სით მი­ი­ღონ. ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დება იმი­სათ­ვის რომ არ მო­ეწყოს არა­ვი­თა­რი საჯარო განხილ­ვა, პრო­ცეს­ში არ ჩა­ერ­თონ თამბაქოს კონ­ტრო­ლის ექ­სპერ­ტები და კა­ნო­ნის ავ­ტო­რები, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ციები, სა­ზო­გა­დოება, რა­თა არა­ფერ­მა შე­უ­შა­ლოს ხელი თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ის მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის განხორ­ცი­ე­ლებას.

რო­გორც ცნობილი­ა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა თამბაქოს ნა­წარ­მის სტან­დარ­ტი­ზებული შე­ფუთ­ვის შე­სახებ გა­დაწყვე­ტი­ლება მო­ზარ­დთა დაც­ვის მიზ­ნით მი­ი­ღო. თამბაქოს კო­ლო­ფების დღე­ვან­დე­ლი შე­ფუთ­ვა უმ­ძალ­ვრე­სი ია­რა­ღია ბავ­შვების მწე­ვე­ლობაში ჩა­სათ­რე­ვად. მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­და­ვა­დებით კი ათა­სობით ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა კვლა­ვაც და­მო­კი­დებული იქ­ნება ამ სა­სიკ­ვდი­ლო პრო­დუქ­ტზე და ეს ტრა­გე­დია არ დას­რულ­დება. ამას­თან, თუ თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი მცდე­ლობა გა­უ­ვა, შე­საძ­ლო­ა, გა­და­ვა­დებები კა­ნო­ნის ყვე­ლა სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მუხლსაც შეეხოს.

თამბაქოს კონ­ტრო­ლის ალი­ან­სი ვა­რა­უ­დით, საქ­მე გვაქვს ელი­ტა­რულ კო­რუფ­ცი­ას­თან ან არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რობას­თან. ხელი­სუფ­ლების იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც ამ გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღება გა­ნუზ­რახავთ, შე­საძ­ლოა არ ეს­მით რამ­დენ მო­ზარდს, ახალ­გაზ­რდას გა­წი­რა­ვენ სა­სიკ­ვდი­ლო პრო­დუქ­ტზე მიჯაჭ­ვუ­ლობისათ­ვის, რამ­დე­ნად სა­მარცხვი­ნოდ გა­მოჩ­ნდებიან არამხოლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობის თვალ­ში. ასე­თი მზაკ­ვრუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღება სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლებას  და­მამ­ცი­რებელ მდგო­მა­რეობაში ჩა­აგ­დებს ჯან­მრთე­ლობის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, თამბაქოს კონ­ტრო­ლის ჩარ­ჩო კონ­ვენ­ცი­ის მხარე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მსოფ­ლიო ბან­კში და უამ­რავ სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, მე­ზობელ და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყნებთან.

მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ი­სამ­დე, ვიდ­რე თამბაქოს კონ­ტრო­ლის შე­სახებ კა­ნონს მი­ვი­ღებდით, სა­ქარ­თვე­ლო თამბაქოს მოხმა­რების შეზ­ღუდ­ვის მხრივ ჩა­მორ­ჩე­ნილ ქვეყნად ით­ვლებოდა. რო­გორც სჩანს, თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ამ ამ გა­დაწყვე­ტი­ლების მიმ­ღებთ, ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნების წინ სა­მარცხვი­ნო გა­რი­გება შეს­თა­ვა­ზა, ან საქ­მე გვაქვს სრულ არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რობას­თან, რო­გორც ხში­რად მომხდა­რა, რო­დე­საც დახურულ კარს მიღ­მა  ისე­თი სა­კითხები წყდება, რო­მელ­ზეც არ­ჩე­ვა­ნი მო­სახლეობის ინ­ტე­რე­სებსა და კერ­ძო ბიზ­ნე­სის მომხვე­ჭე­ლურ გეგ­მებს შო­რის უნ­და გა­კეთ­დეს. თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ის დაკ­ვე­თით მომ­ზა­დებულ ცვლი­ლებათა პრო­ექ­ტში შე­უ­ფა­რა­ვად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ ცვლი­ლების მი­ზა­ნია თამბაქოს მწარ­მოებლების და მი­სი მომხმა­რებლების უფ­ლებების დაც­ვა.

 

კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვითხოვთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი  კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­გან, გა­საჯაროვ­დეს პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პი­რის ვი­ნაობა, მა­თი კავ­ში­რები თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა არ და­უშ­ვას ყოველ­გვა­რი განხილ­ვის და მსჯელობის გა­რე­შე თამბაქოს ინ­დუს­ტრი­ის მსგავ­სი გეგ­მის რე­ა­ლი­ზა­ცია. რო­გორც ცნობილი­ა, თამბაქოს კონ­ტრო­ლის ახალი კა­ნო­ნის ყვე­ლა მუხლი მომ­ზად­და ამ საქ­მის უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექ­სპერ­ტთა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ციების უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლობით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობის ინ­ფორ­მი­რების მა­ღა­ლი დო­ნით და ახლა, მას­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ცვლი­ლებების შე­ტა­ნაც კი, მით უფ­რო ცვლი­ლებაში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხარის გვერ­დის ავ­ლით, მა­ლუ­ლად, მზაკ­ვრუ­ლად, სრუ­ლი­ად და­უშ­ვებელი და მი­უ­ღებელია.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია