დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
1 ივლისიდან 100 ქულიანი მართვის მოწმობის სისტემა ძალაში შევიდა
1 ივლისიდან 100 ქულიანი მართვის მოწმობის სისტემა ძალაში შევიდა
სულ ნანახია 1893
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

1 ივ­ლი­სი­დან ყოველ მძღოლს მი­ე­ნი­ჭა 100 ქუ­ლა. საგ­ზაო მოძ­რაობის წე­სების ყოველ დარ­ღვე­ვა­ზე მძღოლს ქუ­ლები აკ­ლდება. მძღოლს, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად ხში­რად და­არ­ღვევს მოძ­რაობის წე­სებს, რომ 100 ქუ­ლას გაფ­ლან­გავს, მარ­თვის მოწ­მობა შე­უ­ჩერ­დება და მი­სი ხელახლა აღება მო­უ­წევს.

რამ­დე­ნი ქუ­ლა ჩა­მო­გეჭ­რებათ კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვებზე:

 

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დაღ­ვე­ვა­თა მიხედ­ვით ქუ­ლა­თა შემ­ცი­რების სის­ტე­მა ასე­თია:

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა წი­ნას­წა­რი შეც­ნობით ალ­კოჰოლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რეობაში მყოფი პი­რის­თვის - 30 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რებით ჩა­დე­ნა 1 წლის გან­მავ­ლობაში 40 ქუ­ლა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა წი­ნას­წა­რი შეც­ნობით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ან ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რეობაში მყოფი პი­რი­სათ­ვის 40 ქუ­ლა;

 

იმ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა, რო­მელ­საც არ გა­უვ­ლია გზის­თვის ვარ­გი­სობაზე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების სა­ვალ­დებულო პე­რი­ო­დუ­ლი ტეს­ტი­რება (გა­მოც­და) დად­გე­ნი­ლი წე­სით, ან მე­სა­კუთ­რის ან სხვა მარ­თლზო­მი­ე­რი მფლობელის მი­ერ სხვა პი­რი­სათ­ვის ასე­თი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა 15 ქუ­ლა;

 

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებით მოძ­რაობისას მძღო­ლის ან მის გვერ­დით მჯდო­მი მგზავ­რის მი­ერ უსაფრთხოების ღვე­დის გა­მოუყენებლობა - 5 ქუ­ლა;

 

მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვის დროს მძღო­ლის მი­ერ მობილუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლებით სარ­გებლობა 15 ქუ­ლა;

მო­პე­დით ან მო­ტო­ციკ­ლით მოძ­რაობისას მძღო­ლის ან/და მგზავ­რის მი­ერ შეკ­რუ­ლი მო­ტო­ჩაფხუტის გა­მოუყენებლობა 5 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა პი­რის მი­ერ, რო­მელ­საც თან არ აქვს მარ­თვის მოწ­მობა, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების რე­გის­ტრა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რებელი დო­კუ­მენ­ტები, ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა პი­რის მი­ერ, რო­მელ­საც თან არ აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვის დროებითი ნებარ­თვა 5 ქუ­ლა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა, რო­მელ­საც აქვს გა­უ­მარ­თა­ვი სა­მუხრუ­ჭე სის­ტე­მა, სა­ჭის სა­მარ­თა­ვი მე­ქა­ნიზ­მი ან მი­საბმე­ლი მოწყობილობა, ან­და მწყობრი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი ფა­რები, უკა­ნა­სა­გაბარი­ტო მა­შუ­ქები დღე-ღა­მის ბნელ დროს, ან მი­ნის საწ­მენ­დი მე­ქა­ნიზ­მი წვი­მის ან თოვ­ლის დროს, ან­და დარ­ღვე­უ­ლია ძრა­ვის კვების სის­ტე­მის ჰერ­მე­ტუ­ლობა 5 ქუ­ლა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა, რო­მელ­საც გა­მო­ნაფ­რქვევ­ში აქვს გა­მა­ჭუჭყია­ნებელ ნივ­თი­ე­რებათა ისე­თი შემ­ცვე­ლობა, რო­მე­ლიც აჭარბებს დად­გე­ნილ ნორ­მას 10 ქუ­ლა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა, რო­მე­ლიც თვით­ნებურად არის გა­და­კე­თებული 10 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა იმ პი­რის მი­ერ, რო­მელ­საც არა აქვს იმ კა­ტე­გო­რი­ის/ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვის მოწ­მობა, რო­მე­ლი კა­ტე­გო­რი­ის/ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებასაც მარ­თავს, 15 ქუ­ლა.

იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა, რომ­ლის მი­ნები და­მუ­ქებულია ან მა­თი შუქ­გამ­ტა­რობა შეზ­ღუ­დუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მი­ერ დად­გე­ნი­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით 5 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის მე­ო­რედ ჩა­დე­ნა ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში 10 ქუ­ლა, ხოლო მი­სი მე­სა­მედ და შემ­დეგ ყოვე­ლი მომ­დევ­ნო ჩა­დე­ნა ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში 15 ქუ­ლა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სების დარ­ღვე­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნებული სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვები, რომ­ლებსაც მოჰყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გებობის, აგ­რეთ­ვე სხვა ქო­ნების ან ადა­მი­ა­ნის სხეუ­ლის მსუბუქი და­ზი­ა­ნება 20 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებაზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ციმ­ცი­მა სიგ­ნა­ლის ან/და ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლის ან/და სპე­ცი­ა­ლუ­რი ხმა­მაღ­ლა­მო­ლა­პა­რა­კე ხელ­საწყოს დაყენება ან/და ოპე­რა­ტი­უ­ლი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სახურის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებებისათ­ვის გან­საზ­ღვრუ­ლი შე­ფე­რი­ლობის გა­მოყენება სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მი­ერ გან­საზ­ღვრუ­ლი წე­სის დარ­ღვე­ვით 15 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რებით ჩა­დე­ნა წლის გან­მავ­ლობაში 20 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყოს არა­და­ნიშ­ნუ­ლებით გა­მოყენება, ან ასე­თი ხელ­საწყოთი აღ­ჭურ­ვი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების შე­უ­ფერხებლად გა­ტა­რების წე­სების დარ­ღვე­ვა 10 ქუ­ლა; იმ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მოძ­რაობის შე­ფერხება, რო­მელ­ზე­დაც ჩარ­თუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლი ან რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს ეს­კორტს ან რო­მელ­საც მი­ა­ცი­ლებენ 10 ქუ­ლა; სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების, სახან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ან პო­ლი­ცი­ის შე­საბამი­სი ამო­საც­ნობი ნიშ­ნების მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მოძ­რაობის შე­ფერხება, რო­მელ­ზე­დაც ჩარ­თუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სიგ­ნა­ლი 20 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვები, რომ­ლებსაც მოჰყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გებობის, სხვა ქო­ნების ან ადა­მი­ა­ნის სხეუ­ლის მსუბუქი და­ზი­ა­ნება 40 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების სა­მარ­თა­ვად გა­და­ცე­მა არას­რულ­წლოვ­ნის­თვის (გარ­და იმ პი­რი­სა, რო­მელ­საც მი­ნი­ჭებული აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვის უფ­ლება) ან იმ პი­რი­სათ­ვის, რო­მელ­საც არ აქვს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვის უფ­ლება ან ეს უფ­ლება შე­ჩე­რებული აქვს სხვა დარ­ღვე­ვი­სათ­ვის 15 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გებობის, სხვა ქო­ნების ან ადა­მი­ა­ნის სხეუ­ლის მსუბუქი და­ზი­ა­ნება 25 ქუ­ლა; მი­სი გან­მე­ო­რებით ჩა­დე­ნა 1 წლის გან­მავ­ლობაში 30 ქუ­ლა;

"B" კა­ტე­გო­რი­ის ან "A1" ან "B1" ქვე­კა­ტე­გო­რი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვის უფ­ლების მქო­ნე 18 წლამ­დე ასა­კის პი­რის მი­ერ მგზავ­რთა გა­დაყვა­ნა შე­მო­სავ­ლის (მო­გების) მი­ღების მიზ­ნით (მათ შო­რის, ტაქ­სით) ან შრო­მი­თი ურ­თი­ერ­თობის სა­ფუძ­ველ­ზე მძღო­ლად მუ­შაობა 20 ქუ­ლა;

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა წი­ნას­წა­რი შეც­ნობით სახელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნის გა­რე­შე, ან სხვაგ­ვა­რად შეც­ვლი­ლი სახელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნით, ან სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების სა­ქა­რე მი­ნა­ზე და­მაგ­რებული სახელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნით 10 ქუ­ლა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა, რო­მე­ლიც არ არის რე­გის­ტრი­რებული დად­გე­ნი­ლი წე­სით 20 ქუ­ლა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მარ­თვა წი­ნას­წა­რი შეც­ნობით სხვი­სი ან შე­ნიღბული სახელ­მწი­ფო სა­ნომ­რე ნიშ­ნით 30 ქუ­ლა;

 

საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემთხვე­ვის მო­ნა­წი­ლე მძღო­ლის მი­ერ შემთხვე­ვის ად­გი­ლის მი­ტო­ვება ან საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემთხვე­ვის მო­ნა­წი­ლე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების შემთხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­და­ად­გი­ლება, გარ­და კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნებული შემთხვე­ვებისა, 15 ქუ­ლა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების გა­ჩე­რების შე­სახებ იმ პო­ლი­ცი­ე­ლის მოთხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებლობა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველყოფს საგ­ზაო მოძ­რაობის მო­ნა­წი­ლე­თა უსაფრთხოებას და ზე­დამხედ­ვე­ლობს საგ­ზაო მოძ­რაობის წე­სების დაც­ვას, 20 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვები, რომ­ლებსაც მოჰყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რების შექ­მნა ან საგ­ზაო მოძ­რაობის შე­ფერხება 35 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მძღო­ლის მი­ერ მოძ­რაობის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარბება 15 კმ/სთ-ზე მე­ტი სიჩ­ქა­რით 10 ქუ­ლა;

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩა­დე­ნა იმ პი­რის მი­ერ, რო­მე­ლიც ახორ­ცი­ე­ლებს ად­გი­ლობრივ სა­ქა­ლა­ქო, სა­ქა­ლაქ­თა­შო­რი­სო ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლებებითა და შე­თანხმებებით დად­გე­ნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რულ სამ­გზავ­რო გა­დაყვა­ნას 25 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მძღო­ლის მი­ერ მოძ­რაობის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარბება 15 კმ/სთ-ზე მე­ტი სიჩ­ქა­რით, რო­მელ­საც მოჰყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რების შექ­მნა ან მოძ­რაობის შე­ფერხება 30 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გებობის, სხვა ქო­ნების ან ადა­მი­ა­ნის სხეუ­ლის მსუბუქი და­ზი­ა­ნება 40 ქუ­ლა;

ქვე­ი­თებთან მი­მარ­თებით მძღო­ლის მი­ერ საგ­ზაო მოძ­რაობის წე­სების დარ­ღვე­ვა 5 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დების გან­მე­ო­რებით ჩა­დე­ნა ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში 10 ქუ­ლა;

მძღო­ლის მი­ერ საგ­ზაო ნიშ­ნის ან საგ­ზაო მო­ნიშ­ვნის, ბუქ­სი­რების, გა­რე სა­ნა­თი ხელ­საწყოთი, ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით ან სა­ა­ვა­რიო შუქ­სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ით სარ­გებლობის, სას­წავ­ლო სვლის, საცხოვ­რებელ ზო­ნა­ში ან გზა­ზე მოძ­რაობის წე­სების, სა­მარ­შრუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მოძ­რაობის პრი­ო­რი­ტე­ტის ან/და სა­ჭა­პა­ნო ტრან­სპორ­ტის მარ­თვის წე­სების დარ­ღვე­ვა, ან მო­ტო­ციკ­ლით ან სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებით ჯგუ­ფურ მოძ­რაობაში მო­ნა­წი­ლეობა, რაც აფერხებს საგ­ზაო მოძ­რაობას ან სა­შიშ­როებას უქ­მნის მოძ­რაობის უსაფრთხოებას 5 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებებით ორ­გა­ნი­ზებულად გზის გა­და­კეტ­ვა ან ჯგუ­ფურ მოძ­რაობაში მო­ნა­წი­ლეობა ქა­ლაქ­ში ან სხვა და­სახლებულ პუნ­ქტში, რა დრო­საც სრუ­ლად არის და­კა­ვებული გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი 10 ქუ­ლა;

გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებათა გან­ლა­გების, მოძ­რაობის დაწყების ან/და მა­ნევ­რი­რების წე­სების დარ­ღვე­ვა 10 ქუ­ლა;

 

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებაზე საც­ნობი ნიშ­ნის და­მაგ­რების წე­სის დარ­ღვე­ვით მოძ­რაობა 5 ქუ­ლა;

მა­რე­გუ­ლი­რებლის ან შუქ­ნიშ­ნის ამ­კრძა­ლავ ნი­შან­ზე გავ­ლის წე­სების, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ("და­უთ­მე გზა", "მოძ­რაობა გა­უ­ჩე­რებლად აკ­რძა­ლუ­ლია") ან ამ­კრძა­ლა­ვი ("შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია", "მოძ­რაობა აკ­რძა­ლუ­ლია") ნიშ­ნის მოთხოვ­ნის და­უც­ვე­ლობა, გას­წრების, გზაჯვა­რე­დი­ნის, რკი­ნიგ­ზა­ზე გა­და­სას­ვლე­ლის გავ­ლის წე­სების დარ­ღვე­ვა, გავ­ლის უპი­რა­ტე­სობის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებისათ­ვის დაბრკო­ლების შექ­მნა 15 ქუ­ლა;

 

შემხვედ­რი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის გამყოფი უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხაზის გა­დაკ­ვე­თა 10 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის გან­მე­ო­რებით ჩა­დე­ნა 1 წლის გან­მავ­ლობაში 20 ქუ­ლა; შემხვედ­რი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის გამყოფი უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხაზის გა­დაკ­ვე­თა და მოძ­რაობის სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლებით მოძ­რაობა 30 ქუ­ლა;

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვები, რომ­ლებსაც მოჰყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რების შექ­მნა ან მოძ­რაობის ისე­თი შე­ფერხება, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია სა­ცობის შექ­მნა 20 ქუ­ლა;

ქვე­ი­თებთან მი­მარ­თებით მძღო­ლის მი­ერ საგ­ზაო მოძ­რაობის წე­სების დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰყვა სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რების შექ­მნა 20 ქუ­ლა;

საგ­ზაო მოძ­რაობის წე­სების დარ­ღვე­ვა, რომ­ლებსაც მოჰყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გებობის, აგ­რეთ­ვე სხვა ქო­ნების ან ადა­მი­ა­ნის სხეუ­ლის მსუბუქი და­ზი­ა­ნება, 25 ქუ­ლა;

 

ქვე­ი­თებთან მი­მარ­თებით მძღო­ლის მი­ერ საგ­ზაო მოძ­რაობის წე­სების დარ­ღვე­ვა, რო­მელ­საც მოჰყვა ქო­ნების ან ადა­მი­ა­ნის სხეუ­ლის მსუბუქი და­ზი­ა­ნება, 30 ქუ­ლა; საგ­ზაო მოძ­რაობის მო­ნა­წი­ლის (გარ­და მე­ქა­ნი­კუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების მძღო­ლი­სა) მი­ერ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნებული მოთხოვ­ნების დარ­ღვე­ვა ან/და საგ­ზაო მოძ­რაობის მა­რე­გუ­ლი­რებელი სიგ­ნა­ლი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებლობა, აგ­რეთ­ვე საგ­ზაო ნიშ­ნის ან საგ­ზაო მო­ნიშ­ვნის მოთხოვ­ნა­თა უგუ­ლებელყოფა 10 ქუ­ლა; აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დების გან­მე­ო­რებით ჩა­დე­ნა ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში 15 ქუ­ლა; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლებებით, შე­თანხმებებითა და კონ­ვენ­ციებით დად­გე­ნი­ლი სა­ავ­ტო­მობილო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა გა­დაყვა­ნი­სა და ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის წე­სების დარ­ღვე­ვა 25 ქუ­ლა;

 

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობით დად­გე­ნი­ლი სა­ავ­ტო­მობილო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა გა­დაყვა­ნის ან ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის წე­სების დარ­ღვე­ვა, ან არა­გაბარი­ტუ­ლი (მსხვილ­გაბარი­ტი­ა­ნი) სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებით გზა­ზე მოძ­რაობა შე­საბამის უფ­ლებამო­სილ ორ­გა­ნოს­თან შე­თანხმების გა­რე­შე, რო­მელ­საც მოჰყვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლების, ტვირ­თის, გზის, საგ­ზაო თუ სხვა ნა­გებობის, სხვა ქო­ნების ან ადა­მი­ა­ნის სხეუ­ლის მსუბუქი და­ზი­ა­ნება 20 ქუ­ლა;

 

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მობილო გა­და­ზიდ­ვა-გა­დაყვა­ნის "სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ავ­ტო­მობილო მი­მოს­ვლის მწარ­მოებელი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლებების ეკი­პაჟების მუ­შაობის შე­სახებ" ევ­რო­პის შე­თანხმების (AETR) წე­სების დარ­ღვე­ვით განხორ­ცი­ე­ლება 15 ქუ­ლა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია