დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივნისის წინასაარჩევნო კამპანიის ქრონიკა
ივნისის წინასაარჩევნო კამპანიის ქრონიკა
სულ ნანახია 1641
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და წინასაარჩევნო კამპანია  ქუთაისში მცირე დოზით უკვე იგრძნობა. სწორედ ამ ფაქტების ტავმოყრას ვახდენთ ამ რუბრიკაში.

 

U

 

იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა, გიორგი ჭიღვარიამ  "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სია გადააგზავნა, რომელშიც მოქმედი წევრები და ახალი სახეებიც, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. მალევე კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ეს სია ცენტრალურმა ოფისმა დაიწუნა .

"საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურმა ოფისმა უნდა მიიღოს. ვისაც გადაწყვეტს, მას დავუჭერთ მხარს. ყველაფერი არის განხილვის რეჟიმში. ისინი შეისწავლიან პიროვნებებს ვინ უფრო რესურსიანი, ვინ უფრო შედეგიანი იქნება, პარტიის წევრობა, გვერდით დგომა. ისეთი ადამიანი, ვისაც ქალაქში ცნობადობა აქვს. ეგეთი ადამიანები არიან ამ სიაში და კიდევ გამოჩნდებიან სხვა სახეებიც," ამბობს გიორგი ჭიღვარია.

 

U

 

წინასაარჩევნო სამზადისი "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციაშიც უკვე იგრძნობა. მათ ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა უკვე დაწყებული აქვთ.ჯერჯერობით პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში მერობის კანდიდატად გია თევდორაძისა და კოტე რატიანის კანდიდატები  მოიაზრებიან.

თავად კოტე რატიანი და გია თევდორაძე ამ შიდა განხილვებს არ უარყოფენ, თუმცა იმასაც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ქუთაისის მერობის კანდიდატად მათზე უფრო ცნობადი და სოლიდური ფიგურა ვიხილოთ, ახალი ხედვით, ახალი ენერგიით.

 

U

 

„ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციას კი ქალაქის მერობის კანდიდატად  ხატია დეკანოიძის წარდგენის სურვილი აქვს და ამჟამად მასთან აწარმოებს კონსულტაციებს.

 

თუმცა ნაციონალების ადგილობრივ ორგანიზაციაში იმასაც ადასტურებენ, რომ დეკანოიძესთან ერთად, ქუთაისის მერობის კანდიდატობაზე კონსულტაციები რამდენიმე სხვა პირთანაც მიმდინარეობს, რომელთა შორის ადგილობრივი კადრებიც არიან.
თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას გუნდი ჯერ არ ჩქარობს.  

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია