დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
NGO-ების განცხადება სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რებულ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლებებზე
სულ ნანახია 1578
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციები: "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნები", "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია" და "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამ­ჭვირ­ვა­ლობა-სა­ქარ­თვე­ლო" ეხმა­უ­რებიან არ­ჩევ­ნებთან და სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რებით „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ უმ­რავ­ლე­სობის მი­ერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლებების პრო­ექტს და სა­ზო­გა­დოებას სთა­ვა­ზობენ თა­ვი­ანთ მო­საზ­რებებს.

 

გვსურს გა­მო­ვეხმა­უ­როთ არ­ჩევ­ნებთან და სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რებით „ქარ­თუ­ლი ოც­ნების“ უმ­რავ­ლე­სობის მი­ერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლებების პრო­ექტს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვერ­სი­ით, უქ­მდება მაჟორი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, თუმ­ცა პრო­პორ­ცი­უ­ლობა პარ­ტი­ის მი­ერ მი­ღებულ ხმებსა და მის მი­ერ პარ­ლა­მენ­ტში მო­პო­ვებულ მან­და­ტებს შო­რის უზ­რუნ­ველყოფი­ლი არ იქ­ნება; პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიები არ­ჩევ­ნებში მო­ნა­წი­ლეობის მი­სა­ღებად სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კებად ვერ გა­ერ­თი­ან­დებიან; სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს პირ­და­პი­რი წე­სით ვერ აირ­ჩევს.

სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა და მან­და­ტების გა­და­ნა­წი­ლების წე­სი: შე­მო­თა­ვა­ზებული ვერ­სი­ით, მაჟორი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მა უქ­მდება, რაც უდა­ვოდ მი­სა­სალ­მებელი ფაქ­ტია. თუმ­ცა, მო­ცე­მუ­ლი ვერ­სია ით­ვა­ლის­წი­ნებს ასე­ვე გა­უ­ნა­წი­ლებელი მან­და­ტების მხოლოდ პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის მი­ნი­ჭებას. გა­უ­ნა­წი­ლებელი მან­და­ტების რა­ო­დე­ნობა შე­იძ­ლება მთლი­ა­ნი მან­და­ტების 10%-ს ან მეტ­საც შე­ად­გენ­დეს. შე­საბამი­სად, ამ მან­და­ტების მთლი­ა­ნად ერ­თი პარ­ტი­ის­თვის მი­კუთ­ვნება არ­სებითად გაზ­რდის პარ­ტი­ის მი­ერ მი­ღებულ ხმებსა და მან­და­ტებს შო­რის დის­პრო­პორ­ცი­ას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მაჟორი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის გა­უქ­მების მოთხოვ­ნა იმი­ტომ დად­გა დღის წეს­რიგ­ში, რომ ის ამომ­რჩე­ველ­თა ხმებსა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტიების მი­ერ მი­ღებულ მან­და­ტებს შო­რის დის­პრო­პორ­ცი­ას წარ­მოქ­მნის. მო­ტი­ვა­ცი­ა, რომ სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მამ უზ­რუნ­ველყოს სტაბილუ­რობა გა­სა­გებია, მაგ­რამ მსგავ­სი მე­თო­დით აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა უსა­მარ­თლო და გა­უ­მარ­თლებელია. სის­ტე­მის შეც­ვლას აზ­რი ეკარ­გება, თუ პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის პი­რობებშიც კი, მან­და­ტების გა­და­ნა­წი­ლების არ­სებითად უსა­მარ­თლო და არაპ­რო­პორ­ცი­ულ შე­დეგს მი­ვი­ღებთ. მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ, პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას­თან ერ­თად, გა­უ­ნა­წი­ლებელი მან­და­ტები პარ­ტიებს შო­რის უნ­და გა­და­ნა­წილ­დეს მათ მი­ერ მი­ღებული ხმების პრო­პორ­ცი­უ­ლად.

პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სი: შე­მო­თა­ვა­ზებული ვერ­სი­ით, უქ­მდება სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი არ­ჩე­ვის წე­სი და ის არა­პირ­და­პირ, პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ აირ­ჩე­ვა. დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რებისა და ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ტე­რე­სების გათ­ვა­ლის­წი­ნებით, მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ პრე­ზი­დენ­ტი პირ­და­პი­რი წე­სით უნ­და იყოს არჩეული. პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩევ­ნების გა­უქ­მება არ წარ­მო­ად­გენს სა­პარ­ლა­მენ­ტო მო­დე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აუ­ცი­ლებლობას, რად­გან სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლობის მქო­ნე ბევრ ევ­რო­პულ ქვეყანა­შიც, მიუხედა­ვად შეზ­ღუ­დუ­ლი უფ­ლებამო­სი­ლებებისა, პრე­ზი­დენ­ტი პირ­და­პი­რი წე­სით აირ­ჩე­ვა.

იმ შემთხვე­ვა­ში, თუ მა­ინც მოხდება პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩევ­ნების გა­უქ­მება, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რომ ეს არ შეეხოს მომ­დევ­ნო 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს და ძა­ლა­ში შე­ვი­დეს 2023 წელს. მხოლოდ ასეთ შემთხვე­ვა­ში იქ­ნება შე­საძ­ლებელი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის ცვლი­ლება პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნებების გა­მო მი­ღებულად არ იყოს აღ­ქმუ­ლი.

 

მი­სა­სალ­მებელი­ა, რომ მსგავ­სი პო­ზი­ცია უმ­რავ­ლე­სობის მხრი­და­ნაც გა­მო­ით­ქვა, თუმ­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღებელია სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რის ის განცხადებები, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის სა­ვა­რა­უ­დო ცვლი­ლების ძა­ლა­ში შეს­ვლა შე­საძ­ლოა და­მო­კი­დებული იყოს პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ გა­მოთ­ქმულ ამა თუ იმ პო­ზი­ცი­ა­ზე. მსგავ­სი განცხადებები ხელს უშ­ლის კონ­სტრუქ­ცი­ულ დის­კუ­სი­ას და მხოლოდ ამყარებს ეჭ­ვებს, რომ პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სი ცვლი­ლების ინი­ცი­ა­ტი­ვა მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი პი­რა­დი და­მო­კი­დებულებებიდან გა­მომ­დი­ნა­რეობს.

ბლო­კების გა­უქ­მება: მომ­ზა­დებული ცვლი­ლებები ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კების გა­უქ­მებას, რის არ­გუ­მენ­ტა­დაც მოყვა­ნი­ლია პარ­ტიების გან­ვი­თა­რების და გაძ­ლი­ე­რების აუ­ცი­ლებლობა. მიგ­ვაჩ­ნი­ა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლება, თუნ­დაც ის მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნების­თვის არ ამოქ­მედ­დეს, ზედ­მე­ტად რა­დი­კა­ლურ ზო­მას წარ­მო­ად­გენს და არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რებულად მი­უ­ღებელი იქ­ნება ეს ნაბიჯი თუ შე­ნარ­ჩუნ­დება 5:-ია­ნი ბარი­ე­რი და დამ­ტკიც­დება მან­და­ტების გა­ნა­წი­ლების შე­მო­თა­ვა­ზებული წე­სი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ  უმე­ტეს შემთხვე­ვებში სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კების შექ­მნა მხოლოდ ფი­ნან­სუ­რი ან სხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებლის მი­ღებით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რაც ცალ­სახად უარყოფი­თი ფაქ­ტია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კის აღ­მო­საფხვრე­ლად და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ციების გა­მო­სა­რიცხად, უმჯობესი­ა, ცვლი­ლებები განხორ­ცი­ელ­დეს შე­საბამის კა­ნონ­მდებლობაში. ასე­თი მიდ­გო­მა უზ­რუნ­ველყოფს იმას, რომ ერ­თი მხრივ პარ­ტიები ორი­ენ­ტი­რებული არ იქ­ნებიან ბლო­კის შექ­მნა­ზე ფი­ნან­სუ­რი სარ­გებლის ინ­ტე­რე­სით, რაც გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში პარ­ტიების გაძ­ლი­ე­რებას შე­უწყობს ხელს და მე­ო­რე მხრივ, თუ პარ­ტიები გა­დაწყვე­ტენ მა­ინც შექ­მნან ბლო­კი, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნება მხოლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი და არ­ჩევ­ნებში გა­მარჯვების ინ­ტე­რე­სით. ასეთ შემთხვე­ვა­ში კი, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კის შექ­მნა გა­მარ­თლებულია.

 

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების თა­რი­ღის გან­საზ­ღვრა: წარ­მოდ­გე­ნი­ლი ვერ­სი­ით შე­მო­თა­ვა­ზებულია არ­ჩევ­ნების ფიქ­სი­რებული თა­რი­ღი, კერ­ძოდ, პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლებამო­სი­ლების ვა­დის ამო­წურ­ვის კა­ლენ­და­რუ­ლი წლის ოქ­ტომბრის პირ­ვე­ლი კვი­რა დღე. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზა­ნი შე­იძ­ლება იყოს მო­მა­ვალ­ში იმ გა­უ­გებრობის თა­ვი­დან აცი­ლება, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნების და­ნიშ­ვნი­სას. თა­რი­ღის და­კონ­კრე­ტება პრობლე­მად არ მიგ­ვაჩ­ნი­ა, თუმ­ცა არც აუ­ცი­ლებლობას არ წარ­მო­ად­გენს ერთ შემთხვე­ვა­ში მომხდა­რი გა­უ­გებრობის გა­მო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ოქ­ტომბრის პირ­ველ კვი­რა­ში არ­ჩევ­ნების და­ნიშ­ვნა შე­საძ­ლებლობას არ აძ­ლევს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტიებს სრულ­ფა­სოვ­ნად აწარ­მო­ონ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა, ვი­ნა­ი­დან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ემთხვე­ვა ზაფხულის პე­რი­ოდს, რო­დე­საც ამომ­რჩე­ველ­თა დი­დი ნა­წი­ლი ის­ვე­ნებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლება მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს მსჯელობის გა­მარ­თვა არ­ჩევ­ნების გა­ზაფხულ­ზე გა­და­ტა­ნის შე­სახებ.

მივ­მარ­თავთ სახელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის თავმჯდო­მა­რეს და კო­მი­სი­ის წევ­რებს მხარი და­უ­ჭი­რონ:

= არ­სებული სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის პრო­პორ­ცი­უ­ლი მო­დე­ლით ჩა­ნაც­ვლებას, მათ შო­რის გა­უ­ნა­წი­ლებელი მან­და­ტების პრო­პორ­ცი­უ­ლად გა­და­ნა­წი­ლებას, რა­თა თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლებული არ­სებითად უსა­მარ­თლო და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი შე­დე­გი;

= სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კების შე­ნარ­ჩუ­ნებას;

 

= პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის პირ­და­პი­რი წე­სის შე­ნარ­ჩუ­ნებას, რო­გორც მი­ნი­მუმ მომ­დევ­ნო, 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნების­თვის.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია