დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მურთაზ ბებიას ჩემპიონთა სამჭედლო
მურთაზ ბებიას ჩემპიონთა სამჭედლო
სულ ნანახია 1559
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ქუთაისში, სარაჯიშვილის 6 ნომერში, ყოფილი სამხდრო ჰოსპიტალის ძველ შენობაში მდებარეობს ყველასაგან მივიწყებული  “კინ-ბოქსინგის“ სპორტული კლუბი „ იმედი“.  იგი 1994 წელს ჩამოაყალიბა ოჩამჩირის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულმა მურთაზ (სანატრელი) ბებიამ, რომელიც ყველასაგან მიტოვებული, უფლის იმედააა დარჩენილ. ის ბედის უკუღმართობას არასდროს შეგუებია და იბრძოდა, როგორც შეეძლო, მრავალი მსოფლიო ჩემპიონი აღზარდა და თავის საქმიანობას ახლაც, 65 წლის ასაკშიც აქტიურად აგრძელებს.

სპორტული დარბაზი, სადაც 5 მსოფლიო ჩემპიონი, 3 პრიზიორი, 1 შავი ქამრის მფლობელი, 10 საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, 2 ევრაზიისა და 18 საქართველოს ჩემპიონი აღიზრდა,  ასე გამოიყურება: ჩაბნელებული შენობა, ნესტისაგან ჩამოშლილი კედლები, დაზიანებული სახურავი, რომელიც წვიმას ვერ აკავებს,  ჩავარდნილი იატაკი და საკუთარი ხელით შეკერილი რამდენიმე სავარჯიშო ტომარა.

 ეს არის დამსახურებული მწვრთნელის ანუ  „მასტერის“, როგორც მას მოსწავლეები უწოდებენ,  მთელი ავლადიდება. თავად შენობა კი სამხედრო ჰოსპიტალის კუთვნილებას წარმოადგენს.  ჩვენთან საუბარში  გულდაწყვტილმა მწვრთნელმა თქვა, რომ შენობა წინა ხელისუფლებამ ჩინელ ინვესტორს მიჰყიდა.  ჯერჯერობით კი სპორტზე და ახალგაზრდებზე შეყვარებულ მწვრთნელს ბინაც აქ აქვს დადებული და  ამავე შენობაში ცხოვრობს სრულიად მარტო. ამბობს, რომ საკუთარი  ბინა ავტოქარხანაში აქვს და იმის გამო, რომ გზაში დრო არ დაკარგოს, აქ ამჯობინებს დარჩენს. ძალიან უყვარს ეს ადგილი და  ყოფილი ჰოსპიტალის ეზო. სწორდ ეზოს და ბუნების გამო აირჩია თავის დროზე აქაურობა.  „მე ბუნების გარეშე არ შემიძლია ცხოვრება. აქაურობა ამ ეზოს გამო მიყვარს. ჩაკეტილ სივრცეში ვერც ვივარჯიშებ და ვერც ვიცოცხლებ დიდხანს.“

საკუთარი საქმეზე უანგაროდ შეყვარებული „მასტერი“ საბრძოლო სულისკვეთებას არ   არასდროს დაუტოვებია და  არც აღსაზრდელების ნაკლებობას განიცდის. ალბათ, ეს არის კლუბ „იმედის“ მწვრთნელის ყველაზე დიდი იმედი და მოტივაცია, დარჩეს თავისი საქმის ერთგული.

ჩვენთან საუბრისას მან სიხარულით მოგვითხრო, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2016 წლის მწვრთნელად დაასახელა და შესაბამისი დიპლომიც გადასცა. ვთხოვეთ მისი სპორტული ისტორიის არქივი ეჩვენებინა. სიმართლე გითხრათ, ძალიან შევწუხდით,როდესაც ამ დონის მწვრთნელმა მუყაოს ყუთი გამოიტნა და  მისთვის ძვრფასი ნივთების: ფოტოების, ჩანაწერების, დიპლომების, სერთიპიკატების ამოლაგება დაიწყო.

„მე ამისთვისაც მადლობას ვუხდი უფალს, რაც მაქვს. ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მეტი არაფერი მინდა. მიუხედავად ამდენი წარმატებისა, ყოველი შეჯიბრის წინ შიში მიპყრობს, რადგან ჩემი ბიჭები მხოლოდ შეჯიბრის დღეს ხედავენ  დიდ და ნამდვილ რინგს.“ - გულისწყვეტით თქვა ჩვენთან საუბარში მურთაზ ბებიამ.

ჩვენ კი მისი ერთი აღზრდილით დავინტერესდით განსაკუთრებით. მსოფლიომ იცის, თავის დროზე საქართველოში დაწუნებული ქუთაისელი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის, იგივე „ჩაქუჩას“  სახელი, რომელსაც „მინი ტაისონი“ უწოდეს უცხოეთში, თავისი წარმატებების გამო. აი, რას წერს ის თავის პირველ მწვთნელზე: „თუ რამეს მივაღწიე სპორტში, ჩემი პროფესიონალი მწვრთნელის, მურთაზ ბებიას დამსახურებაა. საერთოდ, მე მან მომამზადა ცხოვრებაშიც და მსოფლიო ჩემპიონობისთვისაც, ბატონმა მურთაზმა შთამაგონა სპორტსმენისათის ესოდენ საჭირო მაღალი მებრძოლი სულისა და თავდაუზოგავი შრომის აუცილებლობა მიზნის მისაღწევად, მასწავლა რინგზე ხელის ჩაქუჩივით ხმარება, ზედმეტსახელი „ჩაქუცაც“ მან შემარქვა“.

„ჩაქუჩა“ ერთ-ერთია იმ წარმატბული სპორტსმენებიდან, ვინც მურთაზ ბებიას წყალობით თავისი ოცნება აიხდინა.

„ ვარსკვლავთცვენაა მწვრთნელი ბებიას დოსიეში, ამიტომ მიანჭა მას კინგბოქსინგის ფედერაციამ გრანდ-მასტერის ტიტული. ბებიას აღსაზრდელებს ნორმალური სავარჯიაშო პირობები უნდა ჰქონდეთ, ქვეყანამ მეტი ყურდრება უნდა გამოიჩინოს ამ ახალგაზრდების მიმართ, საზოგადოებამ, მედიამ მეტი უნდა იცოდეს „ ჩემპიონთა სამჭედლოს“ შესახებ და  ქართველ ჩემპიონებს უნდა  დაუფასდეთ ჩემპიონობა „- ამბობს ქუთაისის სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე.

სტატიის ბოლოს მინდა, იმედი დავიტოვო, რომ სპორტულ კლუბს „იმედი“ და მის ერთგულ მწვრთნელს გამოუჩნდებათ ნამდვილი გულშემატკივარი.

 

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია