დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი ქუთაისში - „ჟურნალისტიკა პროფესიაა და არა - მიმართულება“
უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი ქუთაისში - „ჟურნალისტიკა პროფესიაა და არა - მიმართულება“
სულ ნანახია 2046
ავტორი:

უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი ქუთაისში - ჟურნალისტიკა პროფესიაა და არა - მიმართულება

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ინტეგრირებული პროგრამით გადიან სასწავლო კურსს, ყოველთვის პროტესტს გამოხატავდნენ ჟურნალისტიკის მიმართულებაში შემავალ საგნებზე და იმაზე, რომ მათ არ აქვთ მაინორ პროგრამა. ამ მხრივ არც წლევანდელი თაობის სტუდენტები აღმოჩნდნენ გამონაკლისი.

 

ჟურნალისტების ახალი თაობის წარმომადგენლები რექტორს შეხვდნენ და  მას თავისი მოთხოვნები გააცნეს. სტუდენტები ითხოვენ ჟურნალისტიკის, როგორც სპეციალობის, ცალკე გამოყოფას სოციალური მეცნიერებების ინტეგრირებული პროგრამიდან.

დღევანდელი შეხვედრის დეტალებზე გვესაუბრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პირველი კურსის მაგისტრი ვახტანგ  კაჩუხაშვილი, რომელსაც ბაკალავრი ინტეგრირებული პროგრამით აქვს გავლილი. შესაბამისად, აღნიშნულ პრობლემას კარგად იცნობს. ის დღევანდელ შეხვედრასაც ესწრებოდა.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი ჟურნალისტიკის სპეციალობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება იყო. თუმცა, ფაქტია, რომ  ის პრობლემები, რომლებიც 4-5 წლის წინ იყო, ახლაც უცვლელია.

ყველაზე მეტად, რაც ახალი თაობის ჟურნალისტებს ადარდებთ, ეკონომიკისა და პოლიტოლოგიის სალექციო კურსებია, რომლითაც მათი ცხრილი სრულიად გადატვირთულია.

ამავდროულად, ისინი ამ საგნებს სოციალურ მეცნიერებებთან არაადაპტირებული წიგნებით გადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ეკონომისტიც და ჟურნალისტიც ერთი და იგივე ენით დაწერილი წიგნით სწავლობს.

რექტორი სტუდენტებს დაპირდა რომ  სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება.

წამოიჭრა ლაბორატორიის პრობლმაც. ჟურნალისტები ითხოვენ სამონტაჟო ლაბორატორიის  პირველ კორპუსში მოწყობას, რადგან ამჟამად არსებულ ფართში არ არის პირობები ტექნიკისთვის. ოთახი არის აქტიური მზის სხივების ზეგავლენის ქვეშ, რაც დააზიანებს აპარატურას.

პრობლემების მოგვარებას შეგვპირდნენ და იქეთ კვირაში შეხვედრა დავთქვით“.

ჟურნალისტიკის მიმართულების ერთ-ერთმა ბაკალავრმა, ჩვენთან დღევანდელი შეხვედრა ასე შეაჯამა: „რექტორმა ჩვენი ყველა მოთხოვნა თუ პრეტენზია მოისმინა  და პრობლემის მოგვარებას შეგვპირდა. მასთან ბევრ  საკითხზე  ვისაუბრეთ, საგნებზე , რომლებსააც ვსწავლობთ და არ უნდა ვსწავლობდეთ,  მოდულებზე სტუდენტების  არაკანონიერად გადანაწილების შესახებ, დაპირებებზე, რომლებიც არ სრულდება და ასე შემდეგ. იმ შემთვევაში თუ  რექტორი დროის  გაყვანის მიზნთ  რამეს დაგვპირდება და არ შეასრულებს, ჩვენ დავიწყებთ მშვიდობიან  საპროტესტო აქციებს.“

 

უნივერსიტეტის რექტორმა გორგი ღავთაძემ კი განაცხადა, რომ  სტუდენტების მხრიდან წამოსული დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის  შემთხვევაში დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს.

სტუდენტების მოთხოვნების ლოგიკურობის შეფასება ვთხოვეთ ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა დეკანს აკაკი ბაკურაძეს:

„2011 წელს, როდესაც პროგრამებმა გაიარა აკრედიტაცია, ხარისხის მართვის სამსახურის მიერ წინასწარ იქნა მოკვლეული, თუ რამდენად შეძლებდა ამა თუ იმ სპეციალობის პროგრამა დამოუკიდებლად არსებობას.. კვლევამ აჩვენა, რომ ჟურნალისტიკის პროგრამას არ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა. ამიტომ მოხდა შეთანხმება  ამ  მოდულების გაერთიანების შესახებ, ეს არ ყოფილა ვინმეს ცალსახა გადაწყვეტილება, ეს იყო ყველას აზრი, იმ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსასვლელად.

თუ ჟურნალისტიკის დეპარტამენტი მოინდომებს ცალკე, დამოუკიდებლად გასვლას  და ამ პროგრამის მომსახურე პერსონალი წარმოადგენს მათ მირ შემუშავებულ პროგრამას, რომელიც დააკმაყოფილებს აკრედიტაციის ეროვნული ჩარჩოს სტანდარტებს, ჩვენგან ექნებათ სრული მხარდაჭერა.

საერთოდ, მინდა, გითხრათ, რომ ახალი პროგრამების აკრედიტაცია  2017 წლიდან დაიწყება, მანამდე ძველი პროგრამა რცება ძალაში.

რაც შეეხება ეკონომიკის სწავლებასთან გამოთქმულ პრტენზიას - ჯერ ერთი, ეკონომიკა გაძლიერებულად არ ისწავლება.

მეორე, ეს სტუდენტები არ არიან ჟურნალისტიკის ბაკალავრები, ისინი არიან სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიიის სტუდენტები, რომლებიც უშუალოდ ერთვებიან საზოგადოების სოციალურ მართვაში. ამიტომ, აუცილებელიც კია, რომ მათ ისწავლონ ისეთი საგნები, როგორიცაა ეკონომიკა და სტატისტიკა.“

 შეგახსენებთ, ბოლო წლებში უნივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, ჟურნალისტიკის დეპარტამენტი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, გაუქმდა და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში საჯარო მმართველობასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან ერთ-ერთ მოდულად გააერთიანეს.

2012 წლის დასაწყისში ჟურნალისტიკის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი გია ქობალიანი ადმინისტრაციულიდან ჯერ აკადემიურ თანამდებობაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიტიკური ნიშნითა კადემიურ შვებულებაში გაუშვეს, დღეს ქობალიანი სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

საინტერესოა,  რას ფიქრობენ ბატონი გია და  ჟურნალისტიკის დეპარტამენტში შემავლი სხვა პროფესორები ამ საკითხზე. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და მალე მათ კომენტარებსაც შემოგთავაზებთ.

 

 

 

გია ქობალიანი უნივერსიტეტის სტუდენტთა მოთხოვნებს გამოეხმაურა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივესიტეტის სოციალურ მეცმიერებათა კოორდინატორი და ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხელძღვანელი ასოცირებული პროფესორი გია ქობალიანი ასეთ  კომენტარს აკეთებს:

„ნაწილობრივ გავეცანი სტუდენტების მოთხოვნებს და მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ.

2011 წლამდე მართლაც არსებობდა ჟურნალისტიკის დეპარტამენტი, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, მაგრამ ეს გაერთიანების ცვლილება არ ყოფილა უნივერსიტეტის და დეპარტამენტის სურვილით გატარებული, ეს უფრო ზემოდან გადაწყდა.

2017 წლის იანვრიდან დაიწყება ახალი აკრედიტაცია, ჩამოვა ახალი ფორმები და თუ დავაკმაოფილებთ ამ სტანდარტებს, სასურველია, ჟურნალისტიკის დეპარტამენტი ცალკე ჩამოყალიბდეს.

ზოგადად, უნივერსიტეტი ისეთი ორგანიზმია, სადაც მთავარი ფიგურაა სტუდენტი, ამიტომ  ლექტორებს და სტუდენტებს შორის უნდა იყოს სრული სინქრონიზცია, ერთობა.

ჩვენ რადგან სასწავლო დაწესებულება გვქვია, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ სტუდენტების ინტერესები, რათა ისინი კარგ სპეციალისტებად ჩამოალიბდნენ.“

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია