დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარტიული დაპირებები საარჩევნო სისტემების რეფორმებთან დაკავშირებით
პარტიული დაპირებები საარჩევნო სისტემების რეფორმებთან დაკავშირებით
სულ ნანახია 1778
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

წელს საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარდება. 77 მანდატს ერთიანი პროპორციული  საარჩევნო სისტემით მიიღებენ, დარჩენილი 73 მანდატი მაჟორტარი კანდიდარებისაა.  პოლიტიკური პარტიები   მმართველი პარტიაც და ოპოზციური პარტიებიც თანხმდებიან, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოდელთან დაკავშირებით ცვლილებები გარდაუვალია, განიხილებოდა სხვადასხვა მოდელებიც.  თუმცა, 2016 წლისათვის ცვლილებებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რას აპირებენ პარტიები საარჩევნო მოდელთა დაკავშირებით და რა ცვლილებებს გეგმავენ, ეს თემები “სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა და პარტიების პროგრამები დეტალურად განიხილა. აღმოჩნდა,  რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ყველა ძირითადი პარტია ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია, თუმცა, საარჩევნო პროგრმაში მხოლოდ რამდენიმემ დაუთმო ყურადღება.

სახელისუფლებო პარტიამ ,,ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რეფორმები პროგრამაში ნაწილობრივ ასახა.  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოდგენილ პროგრამაში საარჩევნო სისტემის კონკრეტულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით დაპირებები არ გვხვდება. ზოგადად წერია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში საარჩევნო მოდელი გადაიხედება.

რაც შეეხება  „ერთიან ნაციონალური მოძრაობას, მათ  საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნით არაერთი  ხმამაღალი განცხადება გააკეთეს, თუმცა,  წინასაარჩევნო პროგრამა არ შეიცავს პარტიის ხედვას საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით.

,,სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვა პარტიების საარჩევნო პროგრამებიც შეისწავლა. 

დაპირებების შესაბამისად, მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამაში არის ცვლილებების რეალური გეგმა. 

პარტიას საარჩევნო პროგრამაში დეტალურად აქვს განხილული როგორც ადგილობრივი, ასევე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების  ცვლილებების მათეული ხედვა

,,პარტიის აზრით, საჭიროა, არსებული საპარლამენტო საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით, როდესაც პარლამენტის 150-ვე წევრი აირჩევა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში. რესპუბლიკური პარტიის აზრით, ასეთი სისტემა მოგვცემს ამომრჩეველთა ნების შესატყვისი შედეგის მიღების, მათ შორის, რეგიონული ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას.“ - წერია ,,სამართლიანი არჩევნების“ ვებგვერდზე. რესპუბლიკელების საარჩევნო პროგრამა პრიორიტეტად ასახელებს ასევე, ქალთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფას პოლიტიკაში, გადაწყვეტილებების მიღების დონეზე.  

თავისუფალი დემოკრატების პროგრამა არ შეიცავს პარტიის დაპირებას საარჩევნო სისტემის სამომავლო გარდაქმნასთან დაკავშირებით.

არც პოლიტიკური გაერთიანებაეროვნული ფორუმისსაარჩევნო პროგრამაში არ არის საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე

პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, პარტია მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. თუმცა, პროგრამაში ამომრჩეველთათვის არ არის შეთავაზებული კონკრეტული საარჩევნო მოდელიასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციით, უნდა შეიცვალოს სპეცუბნების შექმნის წესი. მისი შექმნა არ უნდა მოხდეს სამხედრო ნაწილებში.  

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსწინასაარჩევნო პროგრამა არ მიმოიხილავს საარჩევნო თემატიკას.

როგორც ხედავთ, საარჩევნო სისტემის ცვლილება პარტიების საარჩევნო პროგრამებში აქტუალურ საკითხად არ გვხვდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო გამოწვევად სისტემის ცვლილებას ასახელებდა

 

მაკა ჩინიჯიშვილი

მასალა მომზადებულია ,,სამართლაინი არჩევნების“ მონაცემების  მიხედვით

 

სტატია ქვეყნდება პროექტისგაცნობიერებული არჩევანიდემოკრატიის ფუნდამეტიფარგლებში.

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდღია საზოგადოება-საქართველოსპოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია