დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება
ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება
სულ ნანახია 2877
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გამარჯვებულ ღვინოთა გამოსავლენად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და დავით მაზანაშვილის ორკესტრის ცოცხალმა შესრულებამ საზეიმო საღამოს მართლაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
დაჯილდოების ცერემონია (რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა, სცენარის ავტორი: გურანდა იაშვილი, საღამოს წამყვანი: თიკა ფაცაცია) თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემით გაიხსნა. რამდენიმე-საფეხურიან გამოცდებში, მათ შორის — საერთაშორისო WSET-ში წარმატებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ გაწევრიანდნენ საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში, სომელიეების და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით. დაჯილდოებაზე, ასევე, ასოციაციის მიერ დაწესებული „ქართული ღვინის ორდენის“ კავალრები გამოვლინდნენ:

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს ქართული ღვინის კვირეული წარმატებით ჩატარდა და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.

,,სასიამოვნოა, რომ ღვინის კვირეული ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო სომელიეთა ასოციაცის პრეზიდენტს, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული კონკურსი 3 წლის წინ დაარსდა და ტრადიციად იქცა. სახელმწიფო ყოველთვის იქნება მხარდამჭერი იმ მნიშვნელოვანი წამოწყებების, რომლებიც ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. მისასალმებელია, რომ ინტერესი ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის მიმართ დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის ფარგლებში, 15 ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური დიპლომები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟუირის წევრებმა გადასცეს.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ მესამე წელია, ატარებს. კონკურსის მხარდამჭერები არიან:სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „აჭარა ჯგუფი“ და „სასტუმრო რუსმი“.

კონკურსის ჟიურის წევრები პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები და ღვინის პროფესიონალები არიან. წლევანდელი კონკურსის ჟურის წევრები იყვნენ: ირმა ჭანტურია, ნინო მაისურაძე, თამთა ჭავჭანიძე, თინათინ ჯაჯანიძე, ეკატერინე ბუხრაძე, ლევან მეხუზლა, ფრანჩესკო კასტელი, მაგდა სურგულაძე, დავით მაჭავარიანი, გიორგი ბარისაშვილი, მარიამ ხომასურიძე, ირაკლი ნანეიშვილი, მარიაკა მიქიაშვილი, გიორგი დარსიმელია, დარეჯან დარაშვილი, ვანო შიუკაშვილი, გიორგი თევზაძე, ბონდო კალანდაძე, ვასილ სიხარულიძე, ზურაბ სტურუა, ჯონ ვუმბერმანი, გიორგი აბრამიშვილი, მურმან ქორიძე, მანანა ახვლედიანი, კლერ უგენბერგერი.

ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ კომპანიები:

1. საუკეთესო ცქრიალა ღვინო - კომპანია ,,ბადაგონი“ – მაესტრო. 2015წ;

2. საუკეთესო თეთრი მშრალი - კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“– მანავი. 2014წ;

3. საუკეთესო წინანდალი - კომპანია ,,ვაინმენი“ – წინანდალი. 2014წ;

4. საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო - კომპანია ,,ვიტა ვინეა“ – ქისი ქვევრი 2014წ

5. საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი - კომპანია ,,ვინი ვერია“ – ქისი 2015;

6. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო - კომპანია ,,თბილღვინო“ – საფერავი როზე 2015;

7. საუკეთესო საფერავი - კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ –საფერავი 2014წ;

8. პრემიალური საფერავი - კომპანია ,,კახეთი კომპანი“– ყვარელი 2013წ;

9. საუკეთესო მუკუზანი - კორპორაცია ქინძმარაული – მუკუზანი 2013;

10. საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი - კომპანია ,,GWS ვისმინო“ – ახაშენი 2014;

11. საუკეთესო უსახელაური - კომპანია ,,უსახელაურის ვენახები“ – უსახელაური 2015;

12. საუკეთესო ქინძმარაული - კომპანია ,,თელიანი ველი“ – ქინძმარაული 2014;

13. საუკეთესი ქვევრის წითელი მშრალი ღვინო - კომპანია ,,კორტავების მარანი” – საფერავი 2015წ

14. საუკეთესო ხვანჭკარა - კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი“– ხვანჭკარა 2015წ

15. საუკეთესო ჭაჭა - კომპანია ,,რირავო“ –ჭაჭა 2015წ.

 

სომელიეთა ასოციაციის ღვინის ეროვნული კონკურსი მნიშვნელოვანია იმიტაც, რომ პროფესიული ჟიურის პარალელურად ყოველ წელს მუშაობს ასევე „სახალხო ჟიური“, რომლის შემადგენლობაში არიან საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ხელოვნებისა თუ მედიის წარმომადგენლები. წელს მედიაჟიურის რჩეული ღვინოები გამოვლინდა, რომლებიც ასევე დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

 

აი, ისინიც, ვინც მედიარჩეული ღვინოების ტიტულების მფლობელები გახდნენ:

1. კომპანია „შუმი“ – კახური მწვანე 2014წ;

2. „შაქარაშვილის მარანი“ – ქისი ქვევრი 2013წ;

3, „პეტრიაანთ მარანი“ – რქაწითელი ქვევრი 2015წ;

4. „ხოხბის ცრემლები“ – მწვანე 2015წ;

5. „ვისმინო GWS” - გრანდ საფერავი 2013წ;

6. „სესიაშვილის მარანი“ – „გავაზი“ წითელი. ქვევრი. 2005წ;

7. „ვაზისუბნის მამული“ – საფერავი;

8. „მარანული“ – ხვანჭკარა 2015წ;

9. „მილდიანი“ – ქინძმარაული 2014წ;

10. „შალოშვილის მარანი“ –ქინძმარაული 2014წ;

11. კომპანია „ზეარის“ – ჭაჭა.

 

ღვინის ეროვნული კონკურსზე დაწესებულია ასევე „ღვინის ორდენი“, რომელიც ყოველწლიურად სამ ადამიანს გადაეცემა ხოლმე, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მევენახეობა–მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

წელს „ქართული ღვინის ორდენი“ გადაეცათ:

დავით ლორთქიფანიძეს (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი) - საქართველოს ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარების მეცნიერულ დასაბუთებაში არქეოლოგიური აღმოჩენებით შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

გიორგი ბარისაშვილს (მეღვინე, მწერალი) - ქართული ტრადიციული მეღვინეობის ისტორიის კვლევის სწავლებისა და პოპულარიზაციისთვის;

გიორგი ნათენაძეს (ვაზის მესხური ჯიშების მკვლევარი, კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორი) - ვაზის მესხური ტერასიებს აღდგენის ინიცირებისა და მის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ღვინის ორდენის კავალრები მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს: სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა და ცნობილმა მეღვინემ და სპირტიანი სასმელების სპეციალისტმა, ბონდო კალანდაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებს, მათ შორის წარმატებულები კი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეებისა და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით გაწევრიანდნენ.

დაჯილდოვების ცერემონიაზე განსაკუთრებული ამაღლებული და საზეიმო განწყობა სპეციალურმა სტუმრებმა - ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ შექმნეს.

 

ღვინის ეროვნული სააგენტო 

 

http://georgIanwIne.goV.ge/geo/new/12954

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია