დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქართული ოცნება“ ხალხთან
„ქართული ოცნება“ ხალხთან
სულ ნანახია 1604
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი  48-ე საარჩევნო ოლქში დიმიტრი მხეიძე  ამომრჩევლებთან შეხვედრებს  აგრძელებს.  არაყიშვილისა და  ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან დაგეგმილ შეხვედრებს წინა მოწვევის პარლამენტარები ელისო ჩაფიძე და გიორგი კახიანი შეუერთდნენ.  პარლამენტარებმა  დიმიტრი მხეიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„ჩვენი გუნდი მომავალი 4 წლის განმავლობაში შექმნის კიდევ უფრო მოსახერხებელ სერვისებს ჯანდაცვაში, განათლებაში, მეწარმეობის განვითარებაში, რადგან განსხვავებით 2012 წლისგან, დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობის მიღება მომიწევს ისეთი ეპოქალური ცვლილებების განხორციელბაში, როგორიცაა ქუთაისისთვის საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო  ქალაქის  სატატუსის ჩამოყალიბება, - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ, - მომავალი 4 წელი გადამწყველი ცვლილებების წლები იქნება ჩვენს ცხოვრებაში."

„მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში დიმიტრი მხეიძის სახით მოღვაწეობა მოუწევს ადამიანს, რომელმაც კარგად იცის ჯანდაცვის სფეროში ჩართული ყველა მხარის ძლიერი და სუსუტი მხარეები.“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

„მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს ბიუჯეტში სოციალური და  ჯანდაცვის  საკითხების  დაფინასება, - განაცხადა გიორგი კახიანმა, - სოციალური საკითხების დაფინანსების  მაჩვენებელი წლითი-წლობით   მატულობდა. ეს ჩვენი მოღვაწეობის საამაყო მხარეა. საქართველოს პარლამენტში 4 წლის წინ მოქალაქეთა შემოსული განცხადების თითქმის ნახევარზე მეტი ეხებოდა სწორედ  ხელმიუწვდომელი ჯანდაცვის  პრობლემებს.  ბოლო წელს მსგავსი  განცხადებებით კანტი -კუნტად მოგვმართვაენ და ესეც პაციენტის დასაფინანსებელი 10 : იანი დაფინანსების დახმარების თხოვნაა.“

არაყიშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა ტყიბულის მაჟორიტარი  ელისო ჩაფიძე.

 

„მე მოხარული ვარ, რომ ამიერიდან,  ახალი საარჩევნო კანონის შესაბამისად, ისეთ დიდ ქალაქს, როგორიც ქუთაისია, საქართველოს პარლამენტში ეყოლება სამი წარმომადგენელი. - განაცხადა ელისო ჩაფიძემ, - იყო გარკვეული უხერხულობა, როცა მე წარმოვადგენდი 22 ათასი ამომრჩევლის ხმას და ქუთაისის მაჟორიტარი 150 ათასი ადამიანის წარმომადგენელი იყო.  გაცილებით ადვილია ეკონტაქტო მცირე რაოდენობის ამომრჩეველს და იყო მათი სატელეფონო ზარების მოპასუხე, იყო მათი მხარდამჭერი პრობლემების მოგვარებასა და მხარდაჭერაში.“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია