დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იმიტირებული არჩევნები ქუთაისის უნივერსიტეტში
იმიტირებული არჩევნები ქუთაისის უნივერსიტეტში
სულ ნანახია 1757
ავტორი:

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, საარცევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა ქუთაისის უნივერსიტეტში ამომრჩევლებისთვის იმიტირებული კენჭისყრა გაიმართეს. ცესკოს წარმომადგენლება ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო უბანზე ქცევისა და ხმის მიცემის პროცედურის შესახებ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს დამკვირვებლები, რომლებიც წელსაც გაუწევენ მონიტორინგს საარჩევნო პროცესებს. დამკვირვებლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს.

„უკვე ორი კვირაა, იმერეთის რეგიონში ვიმყოფები. ჩვენ ვხვდებით პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მედიას და სასამართლოს სტურქტურებს. და, რა თქმა უნდა, არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილეს, ამომრჩევლებს. თქვენი როლი მნიშვნელოვანია არა მარტო კენჭისყრის დღეს, არამედ, არჩევნებამდე და მის შემდეგაც. ჩვენ წელსაც აქტიურად ვადევნებთ თვალს საარჩევნო პროცესებს და ვეცდებით, პროცესი რაც შეიძლება, გამჭირვალე და დემოკრატიული იყოს.“

- ძალიან მომეწონა იმიტირებული საარჩევვნო პროცესი. ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს როცა საარჩევნო უბანზე მივა. მე წელს პირველდ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას და დღევანდელი გამოცდილება ნამდვილად დამეხმარება - განაცხადა იმიტირებულმა ამომრჩეველმა რუსო ლომინაძემ.

- აღნიშნული პროცესი ძალიან საინტერესოა, რადგან ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ იცის,  როგორ უნდა მისცეს ხმა. ამიტომ ცესკომ მიზნად დაისახა, რაც შეიძლება, მეტმა ამომრჩეველმა უშუალოდ ადგილზე გაიგოს ხმის მიცემის პროცედირების შესახებ. ამისთვის გამოვიყენეთ ჩვენი საგრანტო პროექტით დაფინანსებული ორგანიზაციები, რომლებმაც მოახდინეს ხალხის მობილიზება. შეხვედრები ინტენსიური ხასიათისაა და აქტიურად გაგრძელდება 8 ოქტომბრამდე - გვითხრა თორნიკე გოგისვანიძემ,  ცესკოს სწავლების ცენტრის სერთიფიცირების განყოფილების სპეციალისტმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია