დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამომრჩეველთა სია ისევ რჩება აქილევსის ქუსლად
ამომრჩეველთა სია ისევ რჩება აქილევსის ქუსლად
სულ ნანახია 1765
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ქუთაისის ?48 სამაჟორიტარო ოლქის ერთერთ უბანზე სიაში რამდენიმე მიცვალებულია. იუზა ცუცქირიძეს (ზვიად გამსახურდიას I შესახ. #9/33), გალინა ცირანკოვას (ზვიად გამსახურდიას I შესახ. #9/3), ანასტასია ციციკოვას (ზვიად გამსახურდიას I შესახვევი #19)  ეთერ ხარაზიშვილს (ჯავახიშვილის 83, ვახტანგ კაჭუხაშვილს (რუსთაველის მე4 ჩიხი #6) აღნიშნულ მისამართებზე საპარლამენტო არჩევნების მოსაწვევები წელსაც მიუვათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი მისამართი უკვე იმიერია.

 

ქუთაისში 152 000 ამომრჩეველია დარეგისტირიებული, ეს მონაცემები სამ მაჟორიტარულ ოლქს მოიცავს, ანუ ქუთაისის მცხოვრებლებს პლუს თერჯოლის რამდენიმე სოფელი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა სია კვლავ რჩება ცესკოს აქილევსის ქუსლად. 

პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის შტაბის უფროსი  ?48 მაჟორიტარულ ოლქში აღნიშნულ პრობლემებზე მუშაობს და ცოტა ხანში გარდაცვლილთა სრული სიის გასაცნობად ბრიფინგის მოწყობასაც გეგმავს.

„იუსტიციის სამინისტრო წელიწადში ორჯერ ანახლებს ხოლმე საარჩევნო სიას, სწორედ იმიტომ, რომ მსგავის ტიპის პრობლემები არ არსებობდეს და ამომრჩეველთა სია რაც შეიძლება დახვეწილი და რეალურ სურათთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს. როგორც ჩანს, სამინისტროს ამის გაკეთება არ აწყობს. ხელისუფლება აღარც კი ახსენებს ბიომეტრიულ სიებს,“ აცახდებს ვანო კაპანაძე. 

"პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის #49- ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი წულაიას განცხადებით, ამომრჩევლები არარსებულ მისამართზე არიან რეგისტრირებული.

მისი თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია ცესკო და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაც, მაგრამ რეაგირებას არ ახდენენ.

"ორი თვრამეტსართულინი კორპუსი არის საოლქოს საზღვრებში, რაც ბუნებაში არ არსებობს. ქუთაისში არ არის ასეთი კორპუსები. გარდა ამისა, სახანძროში, ელექტროსადგურში და ასეთ ობიექტებში არის ხალხი რეგისტრირებული. 1000-მდე ოჯახი არის ჰაერში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 4000 ამომრჩეველი ყალბი პასპორტით დადის ქალაქში. მოვუწოდებ საოლქო საარჩევნო კომისიას გადახედოს საზღვრებს და ამოიღოს სიიდან არარსებულ მისამართზე რეგისტრირებული ოჯახები", - აცხადებს წულაია.

პატრიოტთა ალიანისის შტაბის უფროსიც  გოგიტა ხურციძე ამბობს, რომ სიებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს: ,,ჩვენი სია არის გაბერილი, ისეთ მისამართებზეა ხალხი დარეგისტრირებული,  რომლიც ბუნებაში არ არსებობს.“

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი გია თევდორაძე აცხადებს, რომ ამ არჩევნებისთვისაც, ისე როგორც გასულ წლებშიც, სიებში არის გაორებები, არარეალური მისამართები, არიან „მკვდარი სულები“ უმისამართო ადამიანები.

„ამ შემთხვევაში, არ მგონია, ეს იყოს მიზანმიმართული ღონისძიება არჩევნების გასაყალბებლად.

ეს პრობლემები ნათელჰყოფს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორგანიზებულობის და შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციის პრობლემა კვლავაც გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ობიექტურ სიებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, შედეგობრივად ეს მდგომარეობა ვერაფერს შეცვლის. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, დავიცვათ ჩვენი ამომრვევლების ხმები," - აცახდებს გიორგი თევდორაძე.

ქუთაისის 59ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სიებში არსებული ხარვეზების შესახებ ინფორმაციას ახლა აგროვებენ.

„საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ამჟამად არიგებენ საპარლამენტო არჩევნების მოსაწვევებს და შესაბამისად ადგილზე გასვლით დგინდება, ვინ მიიღო რეალურად ეს მოსაწვევები, რამდენია გარდაცვლილი, რამდენია ემიგრაციაში, ან ვინ არ არის სიაში, არსებული მონაცემების შესაბამისად მოხდება შესწორებები“.

არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა, ანუ 2016 წლის 22 სექტემბერამდე, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზეvoters.cec.gov.ge 

ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს, და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

 

სტატია ქვეყნდება პროექტისგაცნობიერებული არჩევანიდემოკრატიის ფუნდამეტიფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზ

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია