დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადება
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის განცხადება

2017 წლის 11 მაისს, 12:00 საათზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდება „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა.


პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW) დახმარებას უწევს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.


პროექტის მიზანია დააარსოს მყარი ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. პროექტის ძირითადი კომპონენტი იქნება ახალი, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობა ქუთაისიდან აღმოსავლეთით, 7 კმ-ში, სოფ. ჭოგნარსა და გოდოგანს შორის.  ნაგავსაყრელი ცენტრალიზებულად მოემსახურება პროექტის მთლიან არეალს. მოშორებული ადგილებიდან ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის მოეწყობა 5 გადამთვირთავი სადგური.


დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობა და თქვენი მოსაზრებებისა და შენიშვნების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

-  ქ.თერჯოლა, რუსთაველის ქ. #7

-  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია  - მისამართი: ქ. თბილისი, 0186, პოლიტკოვსკაიას N10.  ტელ.: (+995 32) 2 43 88 30;  ვებგვერდი: www.waste.gov.ge

ელ. ფოსტა: info@waste.gov.ge


 

დაინტერესებული პირების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მაისი.

სულ ნანახია - 4734
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია