დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯანდაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/09/11 10:39:49

ჯანდაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სამინისტროს რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. უკვე მომზადებულია სამინისტროს პოზიცია კლინიკებისთვის საერთაშორისო სტანდარტთან მოთხოვნასთან და ექთნების, ექიმების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით.

 

რეფორმების დიზაინი და სამოქმედო გეგმა ვადებით, დარგობრივ ასოციაციებთან და სამინისტროს თემატურ ჯგუფთან  შორის შეხვედრაზე მომავალ კვირაში განიხილება.

 

როგორც რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს.

 

სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2025 წლიდან,  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა გახდება  სავალდებულო.

 

სამედიცინო პერსონალის ღირსეული ანაზღაურებისთვის, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ კლინიკებს მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მოეთხოვებათ.

 

ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობთ, რათა სამედიცინო სერვისებზე მსოფლიოში წარმატებული ანაზღაურების  - DRG სისტემა დაინერგოს. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელით (DRG) ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის კლინიკებს გადაუხდის.

 

წამლის ფასის კიდევ უფრო შემცირების მიზნით, მომდევნო წლიდან,  მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები განისაზღვრება, რაც ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულებაზე ზედა ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

 

ყველა ამ პროექტზე, სამინისტრო, სამედიცინო სფეროს უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რაშიც მხარდაჭერას მსოფლიო ბანკის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისები უწევენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია