დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ილია ღუდუშაურმა ქუთაისში სამედიცინო ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/08/28 21:55:08

ქუთაისში, „ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკისადასაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისსარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

"ჩხობაძის კლინიკაში" მიმდინარე სარემონტო სამუშაოები საოპერაციო, წინასაოპერაციო, წინასაპროცედურო, საპროცედურო, პოსტოპერაციული პალატებისა და სხვა დამხმარე სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, შედეგად, რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

სარემონტო სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კუტიბაშვილთან და მსოფლიო ბანკის კომუნიკაციების მენეჯერ მარინე ეგუტიასთან ერთად დაათვალიერა.

 

როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამედიცინო კლინიკაში პაციენტებს სრული სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, სასწრაფოს სერვისცენტრში კი 160 თანამშრომელი, ჯამში 42 ეკიპაჟი, გაუმჯობესებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში გააგრძელებს მუშაობას.

 

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელსაა გათვალისწინებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 229
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია