დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზურაბ აზარაშვილი და ოთარ შამუგია დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირების სამუშაო პროცესს გაეცნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2022/08/17 17:44:44

სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის, 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. მათგან, 1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული. დასაქმებულთა სამუშაო პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გაეცნო. ზურაბ აზარაშვილი და ოთარ შამუგია იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ეროვნულ სატყეო სააგენტოში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში და დაცული ტერიტორიების სააგენტოში დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს შეხვდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი სამუშაო, ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი, გარანტირებულად შეუნარჩუნდება.

 

სოციალურად დაუცველი პირების სამუშაო პროცესს, მინისტრებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, დეპუტატი ბეჟან წაქაძე და ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანიც გაეცნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია